საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სურს მომავლისთვის. ვიმუშავებთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს მარტივი არაა, – ამის შესახებ მალტის პრემიერ-მინისტრმა, იან ბორგმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წლის დეკემბერში და ახლა პატივი უნდა სცეს ამ ვალდებულებებს.
„მე, როგორც მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი მას შემდეგ, რაც გასულ წელს ვიმსახურე ეუთო-ს თავმჯდომარედ, ვიყავი საქართველოში და შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს – პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ველოდებით, რომ გვექნება კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ მხარს დავუჭერთ გენერალურ მდივანს და მის ძალისხმევას. საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წლის დეკემბერში და აშკარაა, რომ ახლა მათ პატივი უნდა სცენ ამ ვალდებულებებს. ჩემმა კოლეგამ ლუქსემბურგიდან ძალიან მკაფიოდ გააჟღერა საკუთარი პოზიცია. საქართველოს და მის ხალხს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სურთ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს მარტივი არაა“, – განაცხადა იან ბორგმა.