საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ელისეის სასახლის ცნობით, მოლაპარაკებები ლონდონში ხვალ დაგეგმილი ევროპელი ლიდერების სამიტისთვის, ასევე 6 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტისთვის მომზადების ნაწილი იყო.