ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე რიგაში, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რაიმონდს ბერგმანის შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრისას განიხილეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს თანამშრომლობა პარტნიორებთან და საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში.
საუბარი ასევე შეეხო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მოლოდინს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და გატარებულ რეფორმებს.