მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული, სურს, დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში

Read Time:43 Second

სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული, სურს, დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც პაუხა მედიის კითხვას: „საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, საწვრთნელო შტაბისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი სიიდან სალომე ზურაბიშვილმა ნაწილს ჯილდო არ გადასცა, არის თუ არა ეს შერჩევითი მისი მხრიდან?“.

მისი თქმით, ცუდია, როდესაც პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში პოლარიზაციის გაზრდას ცდილობს.

„სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში ერთადერთი რამით არის დაკავებული, რაც შეიძლება გააძლიეროს, გააღრმაოს პოლარიზაცია და საზოგადოების დანაწილება ყველა მიმართულებით. მას სურს დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში. სურს, სხვადასხვაგვარად მიუდგეს იმ ადამიანებს, რომელთაც ერთიანად ეკუთვნით მადლობა და მადლიერება ხელისუფლებისა და ზოგადად, ქართველი ხალხის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასე ზრდის პოლარიზაციას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა
Next post დღის რომელ მონაკვეთში სჯობს ტკბილეულის მირთმევა – ენდოკრინოლოგის რჩევა