ორშაბათი, თებერვალი 3, 2025

მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში ლუკა კორეელ კიმთან დამატებით დროში დამარცხდა.

დღესვე ტურნირზე მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი კორეელ ლისთან ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

რეპეჟაში დამარცხდენენ ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ). ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), კოტე კაპანაძე (81 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) კი გარნდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პირველ თებერვალს გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალურ ბლოკში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მურად ჩოპანოვს იპონით მოუგო. 2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას დააკავეს.

ოლაფ შოლცი – მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს

მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა. ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ვაჭრობისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ, ასევე აშშ-ის მიერ რამდენიმე ქვეყნისთვის მაღალი ტარიფების დაწესების შესახებ ისაუბრეს. „რაც შეეხება ევროკავშირს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძლიერი ეკონომიკური სივრცე. მას აქვს საკუთარი მოქმედების არეალი და ამ ძალაზე დაყრდნობით, ჩვენ ასევე შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ შევეცდებით, გავაგრძელოთ ეკონომიკური ურთიერთობები თანამშრომლობის პერსპექტივით. გლობალიზაცია, საქონლის მსოფლიო მასშტაბით გაცვლა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული, რამაც ჩვენ, ყველას კეთილდღეობა მოგვიტანა გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, აშშ-ში, ასევე მსოფლიოს მრავალ სხვა ნაწილებში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ დავყოთ მსოფლიო მრავალი სავაჭრო ბარიერით, არამედ მომავალშიც შევძლოთ საქონლისა და მომსახურების გაცვლის უზრუნველყოფა“, – განაცხადა შოლცმა. თავის მხრივ, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ სურს ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა აშშ-სთან და ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც განუცხადა.

კაია კალასი – მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასტიკი დარბევა მიუღებელია, საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინს

დღეს ღამით თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელ X -ში წერს. როგორც კალასი წერს, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში „საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინს. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“, – წერს კაია კალასი.  

12 წლის უსინათლო გოგონას მამინაცვალი აუპატიურებდა, ხოლო დედა დანაშაულს ხელს აფარებდა – შემზარავი დანაშაულის დეტალები

"როდესაც მამინაცვალი მაუპატიურებდა და დედას დახმარებას ვთხოვდი, დედაჩემი მუსიკას ხმამაღლა უწევდა" - უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი 12 წლის უსინათლო გოგონაა. შემზარავი ამბავი, რომელიც მას გადახდა, საქართველოში მოხდა - მამინაცვალი სექსუალურად ძალადობდა, ამაში კი მოძალადეს ბავშვის დედა თავად ეხმარებოდა. მამინაცვალი, ერთი წლის წინ, ციხეში 19 წლით გაუშვეს, ახლა კი გაუპატიურებაში დამხმარე დედა გაასამართლეს. უპრეცედენტოა განაჩენით, რომელიც მშობელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა - ქალი ციხეს ვერასდროს დატოვებს. "კურიერი P.S-მა" თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული უმძიმესი საქმის განაჩენი მოიპოვა. მოსამართლემ უვადო სასჯელის გამოცხადებამდე თითქმის 24 საათი იფიქრა. "კურიერი P.S-მა" გაარკვია, რომ დახურულ სხდომაზე შემზარავი ფაქტები დაადასტურა მსხვერპლი გოგოს უმცროსმა ძმამ. ბიჭი დაზე ძალადობას არაერთხელ შეესწრო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არანაირი ვადიანი თავისუფლების აღკვეთა არ იქნებოდა შემაკავებელი ასეთი მძიმე დანაშაულების მიმართ, რასაც ბავშვები ჰყვებიან. რომან ხორავამ ქალს უვადო პატიმრობა ამ მოტივით მიუსაჯა. ბავშვების ადვოკატი, რომელიც მსხვერპლ მოზარდებს რამდენიმე წელია იცავს, თამარ გაბოიძეა. მან დაიხსნა მოძალადე ოჯახისგან 2 მოზარდი მაშინ, როდესაც მამინაცვალი მოწყალების თხოვნას აიძულებდა. ბავშვები ადვოკატის დახმარებით, ახლა უსაფრთხო გარემოში არიან. 12 წლის გოგონას უმძიმესი ისტორია თბილისის ერთ-ერთ უბანში 3 წლის წინ დაიწყო. მათი სახლიდან, ერთი წლის წინ, მეზობლებს ფიზიკური ძალადობის ხმაც ესმოდათ. ბოლო შემთხვევის დროს, 112-ში დარეკეს. იმ დღეს, მამინაცვალმა უსინათლო გოგონა სცემა, ბავშვმა კი, სახლიდან გაქცევა მოახერხა. ადგილზე მისულ პოლიციასთან მაშინ მსხვერპლმა ბავშვმა სიმართლის თქმა ვერ მოახერხა - დედამ შეაჩერა. მეორე დღეს, სამართალდამცველებმა გოგონას სკოლაში მიაკითხეს. ბავშვმა მამინაცვლის სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე საუბარი იმ დღეს შეძლო. 35 წლის მამობილი დააკავეს. არასრულწლოვანის გაუპატიურება და ტრეფიკინგი - ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. რეზონანსული საქმე მაშინ კურიერი P.S-მაც გააშუქა და მსხვერპლი ბავშვის დედასთან დაკავებამდე ინტერვიუც ჩაწერა. მოძალადე მამინაცვალს, იმ მოტივით, რომ შეზღუდული შერაცხადია, მოსამართლემ მაქსიმალური სასჯელი - 19-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მის საქმეზე მიმდინარე გამოძიებამ აჩვენა, რომ სანამ დააკავებდნენ, დედა ბავშვებს აიძულებდა, ჩვენება მამინაცვლის წინააღმდეგ შეეცვალათ. ის ამ ფაქტზეც გაასამართლეს და, მალევე, გაუპატიურებაში დახმარების ბრალიც წარუდგინეს. დედის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ დედამ შვილზე ძალადობის ფაქტების შესახებ არ იცოდა. ის უვადო სასჯელს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ბავშვების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, დედის ქმედებები - ეს ყველაფერი მსხვერპლი ბავშვის ადვოკატს უქმნის მოლოდინს, რომ უვადო განაჩენი არ შეიცვლება. არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკა ისევ მძიმეა. ფსიქოლოგების ინფორმაციით, მოძალადე ხშირად ბავშვის ახლო გარემოცვიდან არის. პრევენციისთვის ბავშვთა ფსიქოლოგების რეკომენდაცია ასეთია: "ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ქცევა იცვლება - ისინი ხდებიან დისტანცირებულები, ჩაკეტილები, ირიდებენ კომუნიკაციას, ან პირიქით - მათი ქცევა ხდება ექსპრესიული, გამომხატველი და ამ გამომხატველობას ხშირად აქვს სექსუალური კონტექსტი. ასევე, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს აქვთ ხოლმე სირცხვილის, უმწეობის, უსუსურობის, მარტოობის განცდა. როდესაც აზიარებენ ამ გამოცდილებას, ხშირად არის, რომ არ სჯერათ მათი და ეს არის მათი ემოციური უგულებელყოფა. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ დროს მოვუსმინოთ მათ, მივიღოთ მათი ემოციები და თუკი საჭირო იქნა, ჩავრთოთ შესაბამისი სპეციალისტი. წარმოუდგენელია, ბავშვი მისთვის ასეთ მტკივნეულ გამოცდილებაზე საუბრობდეს და ამ მონაყოლში არ იყოს სიმართლე," - აცხადებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი ლინდა ქათამაძე. ოჯახში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონა ძმასთან ერთად ახლა მინდობით აღზრდაშია - ფსიქოლოგების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.

ნახეთ-რა ფოტოს აქვეყნებს ილონ მასკი საქართველოს შესახებ

USAID კრიმინალური ორგანიზაციაა, - წერს X-ზე ილონ მასკი და აზიარებს ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ ვიდეოკოლაჟს, რომელშიც საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების კადრებიც არის შესული.  

ბოლო სიახლეები