უკრაინა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა დაიცვას გადასახადის გადამხდელების ფული. მაიკ უოლცის განცხადებით, უკრაინაში მილიარდობით დოლარი გაიგზავნა.
„კონგრესის წევრი როდესაც ვიყავი, წინა ადმინისტრაციას ჰქონდა ზედამხედველობის ყველა საჭირო მექანიზმი და ახლაც ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ოვალურ კაბინეტში მიწვევის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის სიტყვების შესწორების ნაცვლად, წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი, რაც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.