აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ Twitter-ზე გასული წლის რამდენიმე ვიზიტი და მათ შორის საქართველოში სტუმრობა გაიხსენა.
მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთაც შემდეგი წარწერა დაურთო:
„გადავწყვიტე საქართველოს ვსტუმრებოდი და ჩვენი თავისუფლების მოყვარული მეგობრები იქაც გამემხნევებინა. მადლობა გიორგი გახარიას თბილი მიღებისთვის“.
მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს იმყოფებოდა. ის სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანს, ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.