მაია ბითაძე: 2012 წლიდან ვქმნით კანონმდებლობას, რომელიც 2005 და 2007 წელს ერთი ხელის მოსმით გაუქმდა. აი, ეს არის სისტემური დანაშაული

Read Time:50 Second

ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს პერფორმანსები მოენატრათ, მაგრამ ამჯერად ამისთვის ბავშვის გარდაცვალებას იყენებენ, – ასე შეაფასა მაია ბითაძემ დღეს მერიასთან გამართული აქცია, რომლის მონაწილეებიც კახა კალაძის გადადგომას ითხოვდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა პასუხისმგებლობის აღების მზადყოფნის შესახებ, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მაშინ, როდესაც საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს. სისტემურ დანაშაულებად მიაჩნია ბითაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს კანონების გაუქმება, რომელთა შედეგებს დღესაც ებრძვიან.

„2012 წლიდან ვქმნით კანონმდებლობას, რომელიც 2005 და 2007 წელს ერთი ხელის მოსმით გაუქმდა. ინსტიტუტები გაუქმდა, დარგები გაუქმდა და გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან დიდი პრობლემა აქვს სახელმწიფოს ექსპერტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 10 წლის განმავლობაში პრაქტიკულად უთხრეს ექსპერტებს – ჩვენ თქვენ არ გვჭირდებით და საერთოდ არ გვჭირდება კანონმდებლობა. არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის აქტით გამოცემული ტექნიკური რეგლამენტების დიდი ნუსხა, რომელიც მოქმედებდა დარგობრივი მიმართულები და ერთ მშვენიერ დღეს გაუქმდა.

აი, ეს არის სისტემური დანაშაული და სისტემური დანაშაული ვერ იქნება წაყენებული იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც აღადგენს ამ კანონმდებლობას, ოღონდ ევროკავშირის სტანდარტებით. მაგრამ გავიგოთ, რომ ხანდახან ჩვენი ოპონენტები იყენებენ ყველაზე ბინძურ მეთოდებს იმისთვის, რომ თავიანთი „გადადექი, გადადექი“ გამოიყენონ ისევ“, – განაცხადა ბითაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პუტინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ცდილობს უკრაინელებს კაპიტულაცია აიძულოს – ჯო ბაიდენი
Next post პუტინმა საომარი მდგომარეობა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობით მიზნით გამოაცხადა – უკრაინული მხარე