პარასკევი, აპრილი 25, 2025

მაია ბითაძე – საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად, მათ შორის, აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები და ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაია ბითაძემ საპარლამენტო პლენუმის მონაწილეებს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განახლებად ენერგიაზე გადასვლის საკითხზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

„საქართველო, როგორც განახლებადი ენერგიის გამომუშავების ძლიერი პოტენციალის მქონე ქვეყანა, თანმიმდევრულად აახლოებს ეროვნულ ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან. მათ შორის, 2024 წელს პარლამენტის მიერ მიღებულმა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულმა ინტეგრირებულმა გეგმამ განსაზღვრა 2030 წლის მიზნები – სათბურის აირების ემისიების შემცირების, განახლებადი ენერგიის ზრდისა და ენერგოსისტემების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილების დაძლევის მიმართულებით საქართველოს ამბიცია ძლიერდება – 2025 წელს იგეგმება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლება და 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 47%-ით შემცირების მიზნის განსაზღვრა.

ამასთან, საქართველო ნერგავს მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემას, რაც უზრუნველყოფს ემისიების გამჭვირვალე აღრიცხვას შესაბამის სექტორებში და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ემისიებით ვაჭრობას.

მაია ბითაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აქტიურად მუშაობენ „კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონზე, რომელიც 2050 წლისთვის განსაზღვრავს კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევის მიზანს.

ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.

საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია 2017 წლის პირველი ივლისიდან და გაერთიანების სამდივნოსთან აქტიური თანამშრომლობით შესაბამის რეფორმებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო მიმდინარე წელს ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა

პოდგორიცაში, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, დასრულდა ასპარეზობა 81 კგ წონით კატეგორიაში.ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილი ფინალურ შეხვედრაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსი ტიმურ არბუზოვთან იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ რუსი ძიუდოისტები 50-66-73 კგ წონით კატეგორიების ფინალში ჭიდაობდნენ.  60 კგ წონაში გიორგი სარდალაშვილმა მოუგო ფინალური შეხვედრა აიუბ ბლიევს, 66 კგ წონაში კი ფრანგმა დაიკი ბუბამ სძლია მურად ჩოპანოვს, 73 კგ წონაში კი დანილ ლავრენტიევმა იტალიელ მანუელ ლომბარდოს სძლია.1. ტიმურ არბუზოვი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი) 2. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) 3. მატიას კასე (ბელგია) 3. ზელიმ ცკაევი (აზერბაიჯანი)ამრიგად, ინდივიდუალური პირველობის ბოლო საშეჯიბრებო დღის წინ ქართველ ძიუდოისტებს ერთი ოქროს (გიორგი სარდალაშვილი) და ორი ვერცხლის მედალი (ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი) აქვთ

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ირანთან შეთანხმების მიღწევა თავდასხმის გარეშეც შეგვიძლია, შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომში ჩაერთოს, მაგრამ მე საკუთარი სურვილის გარეშე ვერ ჩამითრევს

ვფიქრობ, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time -თან ინტერვიუში განაცხადა.ამასთან, ტრამპმა კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას განიხილავს.კიდევ ერთ კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე ღაზაში 300-ზე მეტი ბავშვის დაღუპვის გამო, მას შემდეგ რაც, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაში ჯო ბაიდენი უფროა დამნაშავე, ვიდრე სხვა.„ვიტყოდი, რომ ამაში ბაიდენი უფროა დამნაშავე, ვიდრე ვინმე სხვა, რადგან ირანს ფული არ ჰქონდა და მან საშუალება მისცა მათ, გამდიდრებულიყვნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, არც „ჰამასს“ და არც „ჰეზბოლას“ ფული არ ჰქონდათ, რადგან მისი პირველი ვადის დროს, ირანი გაღატაკებული იყო და ამ დაჯგუფებებს ვერ აფინანსებდა.„ბაიდენი როდესაც დაბრუნდა და მოხსნა სანქციები, მან საშუალება მისცა ჩინეთსა და ყველა სხვას, შეეძინათ ნავთობი. ირანმა 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული გამოიმუშავა ოთხ წელიწადში. მათ ისევ დაიწყეს ტერორიზმის დაფინანსება, მათ შორის „ჰამასის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.დონალდ ტრამპის კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, შეაჩერა თუ არა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა და ფიქრობს თუ არა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ ომში ჩაითრევს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკუთარი სურვილის გარეშე ომში ვერ ჩაითრევენ.„მე ისინი არ შემიჩერებია. ვფიქრობ, ირანთან შეთანხმების მიღწევა თავდასხმის გარეშეც შეგვიძლია. შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომში ჩაერთოს, მაგრამ მე საკუთარი სურვილის გარეშე ვერ ჩამითრევს. შეიძლება, საკუთარი ნებით ჩავერთო. შეთანხმებას თუ ვერ მივაღწევთ, ამის სათავეში მე ვიქნები“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჩინეთში საერთაშორისო ტურნირზე ანა ჯაფარიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ჩინეთის ქალაქ ტაიანში პარატაეკვონდოში გაიმართა G3-ის კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი – 2025 WT President’s Cup, რომელშიც საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა იასპარეზა.აღნიშნულ ტურნირზე, სადაც მსოფლიოს უძლიერესმა პარატაეკვონდოისტებმა მიიღეს მონაწილეობა, ჩვენმა გოგონებმა ორი მედალი მოიპოვეს – ანა ჯაფარიძე (52 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ლია ჩაჩიბაიამ (47 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ლაშა ტყემალაძეს, ჩინეთის 2025 WT პრეზიდენტის თასის საუკეთესო მებრძოლის ტიტული მიენიჭა და ჯილდოც გადაეცა.ჩინეთში საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ასპარეზობა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ტურისტული ვიზით იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებულ შვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს.სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი რეგულაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ტურისტული ვიზით იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებულ შვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭონ.სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალში, შესაძლოა, მათ ვიზა გაუუქმდეთ ან აშშ-ში მოგზაურობა ვეღარ შეძლონ. ამ ფორმით უწყებას სურს, დაიცვას ამერიკელი გადასახადების გადამხდელები.„მიუღებელია, უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ, რამაც შეიძლება, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს ოფიცრები, აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, ყველა მსგავს ვიზაზე განაცხადს არ აკმაყოფილებენ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.

იაგო ხვიჩია – ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ სანდო ინფორმაცია აქვს „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩატარებაზე, ღირებულება არ აქვს

ფაქტობრივად, ჩვენ ახლა გვიწევს ალეკო ელისაშვილის ჩემთვის გადაუმოწმებელ არასანდო ინფორმაციაზე მსჯელობა. მე ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩემი წარმოდგენით, ამ ინფორმაციას საერთოდ არანაირი ღირებულება არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე: „სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად. თუ დანიშნეს, მზად არ უნდა ვიყოთ? ჩვენ ვემზადებით, რომ არჩევნებზე დავანგრიოთ „ქართული ოცნება“.იაგო ხვიჩიას თქმით, მას არ გაუგია ამ ინფორმაციის შესახებ.„ჩემამდე არ ყოფილა მოსულა ეს ინფორმაცია, რადგან ხელისუფლებამ იცის, როგორც წესი, ვინ უნდა მოატყუოს და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომელსაც მერე ოპოზიცია ერთმანეთში ავრცელებს. ჩვენ არ ვყვებით ასეთ ინფორმაციებს გადაუმოწმებლად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.კითხვაზე, „თვლის თუ არა, რომ ხელისუფლებიდან გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციაში“, ხვიჩიამ აღნიშნა:„აბა, როგორ შეიძლება, სხვა ინფორმაციაზე ამბობდე, თუ ეს ხელისუფლებიდან არ მომდინარეობს, რომ შენ იცი ასეთი ინფორმაცია. ახლა არ მგონია, ტრამპთან ჰქონდეს ურთიერთობა ბატონ ალეკოს, რომ მას ეთქვა, მე დავურეკავ ბიძინას და არჩევნები ჩაინიშნებაო.ზოგადად, შემოდგომაზე ისედაც არის არჩევნები და ვინმეს არჩევნებისთვის მომზადება და მარათონი თუ უნდა, უკვე ჩართული უნდა იყოს, თუმცა მგონია, რომ ბატონ ალეკოს თვითონაც მაინცდამაინც არ სჯერა ამ ინფორმაციის და დანარჩენ ოპოზიციას – მით უმეტეს. არ ვამბობ, რომ ეს გამორიცხულია, მე უბრალოდ ამის დაზუსტებული ინფორმაციის არსებობის შესახებ არ მჯერა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორ შეიძლება, ჟურნალისტი ამას უსმენდე და ერთხელ არ ჩაეკითხო, რას გულისხმობს, საიდან მოიტანა და რამ დაგარწმუნა ამაშიო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები