“მეშინია ძალიან, იმიტომ რომ ჩვენი თაობის მთელმა ცხოვრებამ გაიარა იმ იმედით, რომ რაღაც შეიცვლებოდა და ჩვენ გავხდებოდით საზოგადოება. ახლა მინდა მივმართო ახალგაზრდა თაობას. თქვენ გინდა რომ იყო თავისუფლები, იყოთ ლაღები, ის ყველაფერი რაც ახლა თქვენ გაქვთ, ფერადი თმები, პირსინგები, ცხოვრების წესი, როგორც ცხოვრობთ, აი ის სილაღე რაც გაქვთ ეს ხომ თავისით არ მომხდარა? ჩვენ ვართ საბჭოთა მენტალიტეტიდან გამოსული საზოგადოება და ძალიან ბევრმა ადამიანმა იბრძოლა და მათ შორი იმ ადამიანმა (მიხეილ სააკაშვილი. რედ.) რომელიც ახლა ციხეში ზის და ვის სიკვდილსაც თქვენ უყურებთ იმისთვის, რომ თქვენ ასეთი ფერადები ყოფილიყავით.
ხვალ მოვა სიბნელე, თქვენ თავზე დაგაფარებენ თავსაფრებს, ჩაგაცმევენ შავებს და ქუჩაში გაგლახავენ, იმიტომ რომ არ ხართ ისეთები როგორიც მათ უნდათ რომ იყვნენ. იმიტომ რომ არ ხართ ორკები. ეს არის თქვენი თავისუფლების
პირადა მე დასაკარგი არაფერი მაქვს, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა და ყველა შვილმკვდარ დედას მოვუწოდებ, რომ დადგეს გიული ალასანიას გვერდით. იმიტომ, რმა მეორე ირინა ენუქიძე გამახსენა ამან, მაგრამ ეს ქალი იბრძვის თავისი შვილისთვის.
ჩვენ ამ შაოსან ქალებს, მეც ასეთი ქალი ვარ სინამდვილეში, ჩვენ არ უნდა მივცეთ სახელმწიფო უფლება, როგორც ჩვენ ვიჯექით ჩვენი შვილები კუბოების წინ, ისიც ასე დაჯდეს. – განაცხადა ჟურნალისტმა მაია ასათიანმა.