პარასკევი, ნოემბერი 14, 2025

„მადლობა უფალს ალექსანდრეს გაქრისტიანებისთვის…“ – ვარლამ ლიპარტელიანი ახალშობილის ნათლობის კადრებს აქვეყნებს

ძიუდოსიტმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ახლახან მეოთხე შვილი გააქრისტიანა.

ვარლამი ახალ ფოტოებს გვიზიარებს ნათლობიდან და წერს:

„მადლობა უფალს ალექსანდრეს გაქრისტიანებისთვის… მადლობა ნათლიებს მამა შალვას და მამა იოანეს… ჯანმრთელი და ღირსეული გაუზარდოს უფალმა ოჯახს და ქვეყანას…“

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანა ბუჩუკური – 20 ივნისის საქმის მასალების ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ჩვენ ვითხოვთ მოეხსნას – რას მალავს „ოცნება“ 20 ივნისის საქმეში, რატომ არის ნაწილი...

20 ივნისის საქმის მასალების ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ჩვენ ვითხოვთ მოეხსნას. რას მალავენ? რას მალავს „ოცნება“ 20 ივნისის საქმეში, რატომ არის ნაწილი საიდუმლო? - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.რაც შეეხება გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები „სიურპრიზი არ ყოფილა“, რადგან „ინფორმაციები ჟონავს“ და ხელისუფლების ნაბიჯები წინასწარ იყო ცნობილი. როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის მიზანი ყოფილი პრემიერის და მისი გუნდის „პოლიტიკური სივრციდან გაწყვეტაა“.„რა თქმა უნდა, ჩვენ დადასტურებულად ვიცოდით, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დევნას დაიწყებდნენ. გვქონდა ეს ინფორმაცია, რადგან ინფორმაციები „ჟონავს“. ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ პატიმრობას შეუფარდებდნენ. ამიტომ, ის გადაწყვეტილებები, რაც გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ არ იყო სიურპრიზი. გარდა პერსონალური შურისძიებისა, ივანიშვილის მიზანია გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური გუნდი გაქრეს პოლიტიკური სივრციდან. მე გაძლევთ პირობას, რომ ეს ასე არ მოხდება. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს. არა იმიტომ რომ გახარია არ მოექცევა ივანიშვილის უკანონო იურისდიქციის ქვეშ, არამედ ის ბევრად უფრო ეფექტურია გარეთ. გახარია თავისი საქმიანობით და საკუთარი სტატუსიდან გამომდინარე ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოსთვის. გიორგი გახარია და მისი გუნდი გააგრძელებს ბრძოლას, რასაც ჰქვია ბრძოლა საქართველოსთვის“,- განაცხადა ბუჩუკურმა.ბუჩუკური აცხადებს, რომ ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პროცესი „პერსონალური პოლიტიკური ვენდეტაა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯაროდ დააანონსა.ბუჩუკურის თქმით, გახარიასა და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეებს შორის პარალელს ვერ გაავლებს, რადგან „ღარიბაშვილის შემთხვევაში ფინანსური საკითხია, ხოლო გახარიას შემთხვევაში - პირადი შურისძიება“.„გახარიასა და ღარიბაშვილის მიმართ დაწყებულ დევნას შორის პარალელს ვერ გავავლებდი. ღარიბაშვილის შემთხვევაში თუკი მას ივანიშვილი არ პატიობს ფულის საკითხს, გახარიას შემთხვევაში ეს არის პერსონალური ვენდეტა, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილმა ღიად და საჯაროდ დააანონსა 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტია, რომ ეს არის ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტა. მათ შორის, არავის დაავიწყდეს გიორგი გახარიაზე ფიზიკური თავდასხმა და მეორე ფიზიკური თავდასხმა მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში...ერთი მხრივ, ეს არის ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა, მაგრამ ასევე ზედაპირზე ჩანს, რომ „ჩორჩანას საქმეში“ „ოცნება“ ასრულებს ოკუპანტების ინტერესს. ეს არ არის მხოლოდ გიორგი გახარიაზე პოლიტიკური ვენდეტა, ამას ემატება რუსული ინტერესი”,- განაცხადა ბუჩუკურმა.რაც შეეხება გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, რომელიც 20 ივნისს უკავშირდება, ბუჩუკური აცხადებს, რომ საქმეში „ახალი არაფერი იკვეთება“, თუმცა მნიშვნელოვან მასალებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის მოხსნასაც პარტია ითხოვს.ბუჩუკურის თქმით, ხელისუფლება „პანდორას ყუთის გახსნით“ იმუქრება, თუმცა თავადვე მალავს საქმის მნიშვნელოვან ნაწილებს.„20 ივნისთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ საქმეში ახალი არაფერია. მასალების ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ჩვენ ვითხოვთ გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას, რას მალავენ? რას მალავს „ოცნება“ 20 ივნისის საქმეში, რატომ არის ნაწილი საიდუმლო?ასევე მინდა გამოვეხმაურო რეზინის ტყვიებთან დაკავშირებულ სპეკულაციებს. სამართლებრივ ნაწილში იმდენად აბსურდია, რომ ადამიანს ეუბნებიან - მართალია გიორგი გახარიამ რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება არ გასცაო, მოგვიანებით გაიგოო, მაგრამ მაინც მან დააორგანიზაო ადამიანების თვალის დათხრაო.როგორც ჩანს „ოცნებას“ უნდა „პანდორას ყუთის“ გახსნა. გახსნან მაშინ. მოხსნას გრიფი „საიდუმლო“ ამ საქმეს? რას მალავს, რა აქვს დასამალი?ორივე საქმეში გიორგი გახარია სახელმწიფო ინტერესების დაცვით მოქმედებდა. ეს არის მთავარი და ეს არის ჩვენი მორალური უპირატესობა. როგორც არ უნდა აიძულონ, რომ ადამიანი ოჯახს, მშობლებს, საკუთარ სამშობლოს მოშორდეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორი აგრესია და სიბინძურეც არ უნდა ისმოდეს გიორგი გახარიას მიმართ - ჩვენი გუნდის ლიდერის მხარეს არის სიმართლე. გიორგი გახარია და მისი გუნდი პოლიტიკური სივრციდან არ გაქრება“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ადვოკატი – არცერთი ძვირადღირებული ნივთი, ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, არცერთი არ არის არც ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება და არც მისი ოჯახის წევრების – ყველა ეს...

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ამ საქმეში „არაფერი უჩვეულო არ მომხდარა“.ამასთან, როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ძვირადღირებული ნივთები, ოქროს ნაკეთობების ჩათვლით, რომლებიც გამოძიებამ ამოიღო, არ ეკუთვნის არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც მის ოჯახის წევრებს.„არაფერი უჩვეულო არ მომხდარა. პრაქტიკაში, ბრალდებულთა უმრავლესობა, ვისაც გირაოს სახით ფულადი თანხა აქვს შეფარდებული და ეს თანხა არის სოლიდური, ყველა ახდენს საკუთარი საცხოვრებელი სახლით ან სხვა უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას. როგორც წესი თუ ქონების ღირებულება შეესაბამება გირაოს ოდენობას ან აღემატება, სასამართლო აკმაყოფილებს მიმართვას. ბუნებრივია, რომ თანხის მოცულობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს ალტერნატივა იქნა მიღებული.თანხა, რომელიც ამოღებულ იქნა ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად, ბუნებრივია, არის მტკიცებულება და მისი გამოყენება გირაოს უზრუნველსაყოფად ვერ გამოდგებოდა.ასევე ვიტყვი, რომ არცერთი ძვირადღირებული ნივთი: ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, არცერთი ეს ნივთი არ არის არც ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება და არც მისი ოჯახის წევრების. ყველა ეს ნივთი ამოღებულ იქნა სხვა პირთა ჩხრეკის შედეგად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმესთან პირდაპირი და ირიბი შემხებლობა არ გააჩნია“,- განაცხადა ადვოკატმა.კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება, ადვოკატი პასუხობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყოფილი პრემიერი პირველივე დღიდან თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან.„გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ კომენტარებს ვერ გავაკეთებ. ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედები მიმდინარეობს. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან გამოძიების დაწყების პირველივე დღიდანვე. ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ იქნა გამოყენებული გირაო. პროცესუალური სტანდარტი ასეთია - თუ პირი არაძალადობრივ დანაშაულებზე თანამშრომლობს გამოძიებასთან, მზად არის მნიშვნელოვანი გირაოს ან უძრავი ქონების ვალდებულებით დატვირთვის, თუ არ არსებობს სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი, მისი წარსული, სწორედ ამიტომ იქნა გამოყენებულ ასეთი აღკვეთი. ჩვენ არ გვსურს, რომ ამ საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არსებობდეს კითხვები. ყველა ერთად დავინახავთ ამ საქმის სამართლებრივ შედეგს.ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს იმ გარემოებას, რაც ბრალშია მითითებულია, რაც არის შემდეგი: როდესაც პირველად, 2016 წელს, გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და წავიდა კერძო სექტორში, ხოლო მას შემდეგ, რაც ისევ დაბრუნდა საჯარო სექტორში, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ის აგრძელებდა ბიზნეს საქმიანობას და მას ჰქონდა გარკვეული შემოსავალი, ეს ბრალია წარდგენილი მის წინააღმდეგ. ეს არ უკავშირდება ბიუჯეტის თანხების მითვისებას, გაფლანგვას ან კორუფციულ დანაშაულს“,- განაცხადა ადვოკატმა.

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

13-14 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ კანონდარღვევის სამი ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული 15 ცალი ოქროს ზოდი (საერთო წონა: 22 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 160 გრამი) აღმოაჩინეს.„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 754 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი ერთი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში, 21 376 ლარით დაჯარიმდა“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

გიორგი ვოლსკი პეტერ ფიშერზე: იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია – ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს არის ერთადერთი სწორი, ოპტიმალური...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მედიასთან აცხადებს, რომ პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევება დაუშვებელია. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ქართული მხარე გერმანიასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვითარების გამწვავება, ვინაიდან სცენარში სწორედ ეს უწერიათ იმათ რომ გამწვავდეს ვითარება, ახალი დაძაბულობის კერა შეიქმნას - დაპირისპირება გერმანიასა და საქართველოს შორის. იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია. კვლავაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს არის ერთადერთი სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი ფიშერი კვლავ აქციაზე მივიდა და რადიკალურ დაჯგუფებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.გერმანიამ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის ოქტომბერში გაიწვია. ელჩი თბილისში 6 ნოემბერს დაბრუნდა.

დღეს, 14 ნოემბერს წმინდა მკურნალების კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა – ლოცვა მათ წინაშე საკითხავი

14 ნოემბერს მკურნალი ექიმების – წმინდა კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა. ისინი უანგაროთ, უფულოდ კურნავდნენ ადამიანებს და ანიჭებდნენ ხორციელ და სულიერ ჯანმრთელობას და ამიტომ მათ ასევე ეწოდებათ უვეცხლონი მკურნალნი. ისინი ლოცვითა და ხელის დადებით კურნავდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც, ბოროტ სულებს განასხამდნენ ადამიანებისგან და გაწეული დახმარებისთვის არანაირ საზღაურს არ იღებდნენ.მათ ცხოვრებაში არის ერთი საოცარი ამბავი ერთხელ წმინდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა, ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა. მათ მშობელს სურდა, რომ მადლიერება გამოეხატა. მივიდა დამიანესთან და სამი კვერცხი გაუწოდა ყოვლად წმინდა სამების – მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. წმინდა სამების სახელი რომ ესმა, უვეცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა. კოზმა ძალიან დაღონდა – მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა. სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. მისი ახლობლები გაუგებრობაში აღმოჩნდნენ – ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმინდა მკურნალი. მაშინ ღვთის ნებით სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია სამი კვერცხი, არამედ ყოვლადწმნიდა სამების სახელითო. ამ დიდი სასწაულის აღსრულების შემდეგ დამიანე დაკრძალეს თავისი ძმის გვერდით. წმინდანი უვეცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. მათი ლოცვით დღესაც უამრავი ადამიანი ინკურნება.ტროპარიწმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ. კონდაკირომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხრვეთ, სოფლისა მკურნალნო, საკვირველებათა მიერ.

ბოლო სიახლეები