“მაგთიკომი” საქართველოს სამთავრობო ფონდში 3 მლნ ლარს გადარიცხავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიის facebook-გვერდზეა განთავსებული.
„მაგთიკომის” დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და მაგთიკომის გუნდის მხარდაჭერით, მაგთიკომი როგორც მაღალი სოციალური პასუხიმსგებლობის მქონე კომპანია, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს“, – წერია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში.