ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ამერიკის გრანპრიზე საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.
ბერულავა-მეტელკინას დუეტმა მოკლე პროგრამაში 78.83 ქულა დააგროვა, თავისუფალ პროგრამაში კი – 116.90. ჯამში, 195.73 ქულით მათ შეჯიბრებაზე მეორე ადგილი დაიკავეს.
ამერიკის გრანპრი ქალაქ ნიუ იორკში ტარდება.

