ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026

ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

ინგლისის ქალაქ შეფილდში მინდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა წარმოადგინა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულ მოცეკვავეთა წყვილმა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ.

მათ პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს და მსაჯებისგან 75,96 ქულა დაიმსახურეს, რაც მანამდე გამოსულ ყველა მონაწილეზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

რჩებოდა ერთი წყვილი: ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანელები – ნიკიტა ვოლოდინი და მინერვა ფაბიენ ჰასე. მათ ასპარეზობა 74,81 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს.

ასე და ამგვარად, მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილია. ევროპის ჩემპიონი ხვალ, თავისუფალი პროგრამის დასრულების შემდეგ გაირკვევა. შეჯიბრება 15 იანვარს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა

ირანელი აქტივისტი, ერფან სოლტანი, დღეს, სიკვდილით არ დასჯილა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ოჯახის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემა წერს, რომ ირანელი დემონსტრანტის ოჯახის ცნობით, ერფან სოლტანი შესაძლოა სიკვდილით ნებისმიერ დროს დაისაჯოს.ცნობისთვის, 26 წლის აქტივისტი გასულ ხუთშაბათს დააკავეს. ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Hengaw-ის ცნობით, ის კეზელ ჰესარის ციხეში იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი პირველია, ვისაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან მოცფელდი აცხადებს, რომ გრენლანდია მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მოცფელდტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამერიკის საკუთრება გახდებიან.„ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება“, – განაცხადა მოცფელდტმა.გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და გრენლანდიას სჭირდებათ, დაუბრუნდნენ „ნორმალიზებულ ურთიერთობას, რომელიც ადრე არსებობდა“.ვივიან მოცფელდის თქმით, ორივე ქვეყნის ინტერესებშია ბალანსის პოვნა.„ჩვენ ვართ მოკავშირეები, ჩვენ ვართ მეგობრები“, – აღნიშნა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ცნობისთვის, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოცფელდმა შეხვედრა გამართეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში შეხვედრაზე მხარეები გრენლანდიის საკითხზე მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგებას გააფართოებენ

დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მოკავშირე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „გეოპოლიტიკური დაძაბულობა არქტიკაშიც გავრცელდა“.განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დღეიდან გრენლანდიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გაფართოვდება სამხედრო განლაგება“. ეს გულისხმობს საჰაერო ხომალდების, გემებისა და ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას, მათ შორის ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებიდან. დოკუმენტის მიხედვით გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნორვეგია წვლილს შეიტანენ ამ ოპერაციაში.დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ აშშ თავდასხმას განახორციელებს გრენლანდიაზე, „სრულიად ჰიპოთეტურია“.„ნაკლებად სავარაუდოა, ნატო-ს ერთი წევრი ქვეყანა ნატო-ს სხვა ქვეყანას თავს დაესხას“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე – ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, ამ გეგმას მივყვებით

ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა იყო „შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით“.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ასოცირების შეთანხმების დათქმებს.„ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, ასოცირების შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით და განუხრელად მივყვებით ასოცირების შეთანხმების დათქმებს. ამ მხრივ გვექნება მდგრადი რეფორმები განხორციელებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი ვოლსკი: აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი

აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში, მოსამართლეების სანქცირება არ მოსწონთ. საქმე ეხება მარინ ლე პენის მოსამართლეების მიმართ ამერიკულ სანქციებს.„ქართულ სასამართლოს არა მარტო სტრასბურგით, მაღალი დონის კვლევებით აქვს დადასტურებული, რომ არის დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით მოწინავეთა შორის. აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი. ასევე აშშ-ი ეძიებს მოკავშირეს ევროკავშირში და საფრანგეთი - ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, საკმაოდ სუსტად გამოიყურება პოლიტიკურად ამ ვითარებაში, როდესაც დასავლეთის ძალების გაერთიანებაა საჭირო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები