პარასკევი, მაისი 30, 2025

ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაზე – ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია — პარიზელებმა „ასტონ ვილასთან“ ორმატჩიან დუელში 5:4 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ვილა პარკზე“ 2:3 დამარცხდნენ, ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ შედეგით მაინც კმაყოფილი იყო.

„ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი. არა მარტო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, მთლიანად შემადგენლობა ძალიან მაღალი დონისაა.

შესანიშნავად დავიწყეთ, ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ და სივრცეების გამოყენებას ვცდილობდით. ჩავარდნებიც გვქონდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაა და „ასტონ ვილამ“ მეორე ტაიმში მართლაც ძალიან მაღალი ინტენსივობით ითამაშა.

„ორივე მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნახევარფინალში გასვლით გავახარეთ“, – განაცხადა ენრიკემ.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს. ფინალში გასასვლელად პარიზელებს ლონდონის „არსენალის“ ან მადრიდის „რეალის“ დამარცხება მოუწევთ. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 29 აპრილსა და 6 მაისსაა დაგეგმილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით, ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ინსტიტუციად აღიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს ჩარჩო პროგრამა HORIZON EUROPE-ის მონაწილე ორგანიზაციებს შორის, საქართველოს ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციად აღიარეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ევროკომისიის Dashboard-ზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საქართველოდან HORIZON EUROPE-ში წარდგენილი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად მიღებული საგრანტო დაფინანსების ოდენობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უპირობოდ ლიდერობს.მათივე ინფორმაციით, ევროკომისიის Dashboard-ის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოირჩევა მრავალპროფილური სამეცნიერო-კვლევითი აქტივობებით, განსაკუთრებით საინჟინრო, ტექნოლოგიურ, გარემოსდაცვით და ენერგეტიკულ სფეროებში.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში, განახორციელოს საერთაშორისო კვლევითი პროექტები, განავითაროს კვლევითი ინფრასტრუქტურა და გააძლიეროს თანამშრომლობა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან და მსხვილ კვლევით ცენტრებთან.დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უახლოეს წარსულში, პროგრამა HORIZON EUROPE-ის ფარგლებში სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად კიდევ ორი ახალი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ევროკომისიის ანალიტიკაში მოგვიანებით აისახება.„დიდი პატივია, რომ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის - HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციად დასახელდა. ეს აღიარება ასახავს არა მხოლოდ ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, მეცნიერებისადმი ერთგულებას, არამედ იმ სტრატეგიულ ხედვას, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს - ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია და იყოს სრულფასოვანი მონაწილე ევროპის კვლევებისა და ინოვაციების ეკოსისტემისა.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, HORIZON EUROPE-ში მონაწილეობა მოითხოვს არა მხოლოდ სამეცნიერო გონს, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ეფექტიანი კონკურენციისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის უნარებს.ის ფაქტი, რომ ევროკომისიის Dashboard-ის მიხედვით, კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ჩვენმა უნივერსიტეტმა მოიპოვა ყველაზე მაღალი საგრანტო დაფინანსება საქართველოდან, ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორი მიმართულებით ვაგრძელებთ პოზიციონირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გაცილებით ფართო მასშტაბით ჩავერთოთ ფუნდამენტურ და მულტიდისციპლინურ კვლევებში - ინჟინერიის, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით - იმ სფეროებში, რომლებშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და პოტენციალი აქვს.საგულისხმოა, რომ ახლო წარსულში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ორმა სამეცნიერო პროექტმა HORIZON EUROPE-ის საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ასევე აუცილებლად აისახება ევროკომისიის ანალიტიკურ პლატფორმაზე.ყველა მსგავსი წარმატება ამდიდრებს ჩვენი უნივერსიტეტის კვლევით პორტფოლიოს და აღრმავებს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, მოაქვს ახალი შესაძლებლობები ჩვენი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ეს გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ პარტნიორული ურთიერთობები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და უმსხვილეს კვლევით ცენტრებთან, მათთან კოლაბორაციით განვახორციელოთ ინოვაციური ამოცანები, მეტად ჩავერთოთ გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მონაწილეობა მივიღოთ მეცნიერების წინაშე მდგარი საერთაშორისო გამოწვევების დაძლევაში, და რაც მთავარია, მეტად განვავითაროთ საუნივერსიტეტო სამეცნიერო ინფრასტრუქტურა იმ მიზნით, რომ ქვეყანას მეტი ახალგაზრდა მკვლევარი და კვალიფიციური სპეციალისტი შევმატოთ.საერთაშორისო სივრცეში სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პირადად - მინისტრ ალექსანდრე წულაძეს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა იმ მეცნიერ-მკვლევარს, პროექტის მენეჯერსა და ადმინისტრაციულ თანამშრომელს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის და ლომის წილი შეაქვს საქართველოს მდგრად განვითარებაში“, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.უნივერსიტეტის ცნობით, HORIZON EUROPE ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამაა, რომლის მიზანი სამეცნიერო კვლევის ინტეგრაცია, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიური პროგრესის გაძლიერებაა ევროპასა და მის პარტნიორ ქვეყნებში. ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა ასოცირებული ქვეყნის სტატუსით 2021 წლიდან სრულფასოვნად ხორციელდება, რაც ქართველ მეცნიერებსა და საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანაბარ პირობებში პოზიციონირების ფართო შესაძლებლობებს უქმნის.

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა – სხდომაზე ხმაურია

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა - ამის შემდეგ სხდომაზე ხმაური ატყდა, რის შემდეგაც ხალხი საამართლო დარბაზიდან გააძევეს. არავის აინტერესებს გატაცებული ვიყავი, თუ არ ვიყავი, შუშის თვალებით მიყურებთ... თქვენ ხართ თანამონაწილე , ჭაჯვის ერთი რგოლი ხართ, კითხვაც არ გიჩნდებათ ვინ გამიტაცა", - უთხრა მელიამ მოსამართლეს.

ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

20 წლის სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით თეთრაულმა შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. სასამართლომ ლიკა ლორთქიფანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.საქმე უკავშირდება 17 მაისს განვითარებულ ინციდენტს, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ლიკა ლორთქიფანიძეს და კიდევ ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უჩივლა.ლიკა ლორთქიფანიძე “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტიური წევრია.

წვიმა, ელჭექი, სეტყვა – გაფრთხილება 30-31 მაისის ამინდის შესახებ

30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები