ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

ლოცვა, რომელსაც მისტიკური ძალა აქვს

“უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი”, – ეს ლოცვა 2000 წლისაა.

წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა და მნიშვნელობა აქვს. მას წმინდა მოციქულები და წმინდა მამები ამბობდნენ. ჩვენც ხშირად უნდა ვიმეორებდეთ, რადგან იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულისთქმებისა და აზრებისაგან.

დაუცხრომლად და მთელი გულით წარმოთქმული იესოს ლოცვა, უკვე შინაგანი ლოცვაა, რომელიც ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინების წინაპირობად იქცევა.

იესოს ლოცვას წარმოვთქვამთ როგორც ხმამაღლა, ისე – გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში – ვსხედვართ თუ ვწევართ, ვმგზავრობთ, თუ ვჭამთ, გვიჭირს თუ – გვილხინს… და ვამბობთ შეუზღუდავად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანდრო ჭიჭინაძე – თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო – ალბათ, ჩემი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის...

„სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ “თქვენ”, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად, ნაცნობებსა და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული. ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩემი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის - გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის, მენატრებით”, - წერს ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან.

ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ცოლის შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება – ირაკლი ზარქუა აბუ-დაბის ინციდენტზე

ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ცოლის შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში "იმედი LIVE" აბუ-დაბის ინციდენტთან დაკავშირებით. "ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბიში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვამხნევებდა. ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ცოლის შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ," - აღნიშნა ზარქუამ.

დონალდ ტრამპი – ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ გვექცევა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირი ამერიკას ძალიან უსამართლოდ ეპყრობა. „ამერიკის პოზიციიდან ევროკავშირი ძალიან, ძალიან უსამართლოდ გვექცევა. ძალიან ცუდად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მას უყვარს ევროპა, თუმცა მოითხოვს უფრო სამართლიან და ეფექტურ სავაჭრო პოლიტიკას. „ჩვენ გვაქვს მრავალი მილიარდი დოლარის დეფიციტი, რაც არავის აკმაყოფილებს. ჩვენ რაღაცას მოვიმოქმედებთ. მე ვცდილობ, კონსტრუქციული ვიყო, რადგან მიყვარს ევროპა და ევროპის ქვეყნები, მაგრამ პროცესი ძალიან რთულია. ისინი აშშ-ს ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან დღგ-ისა და სხვა გადასახადებით, რომლებსაც აწესებენ“, – აღნიშნა დონლად ტრამპმა. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე დონალდ ტრამპმა ასევე მოუწოდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. „მოვუწოდებ ნატო-ს წევრ ყველა სახელმწიფოს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ის ხუთ პროცენტამდე, რაც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გაეკეთებინათ“, – დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

„საქართველოში 24-25 იანვარს მოთოვს…“ – ამინდის განახლებული პროგნოზი

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, „პრაიმტაიმთან“ იანვრის თვის პროგნოზზე საუბრობს. „24-25 იანვარს, მთასა და მაღალ მთაში მოთოვს. ზოგადად მთლიანად იანვარში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებისთვის და კოლხეთის დაბლობისთვის, 6-7 გრადუსი არის საშუალო ტემპერატურა, რაც ერთი გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოს არის. ცალკეულ დღეებში, სანაპიროზე ტემპერატურა დაიკლებს, 2 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს რაც შეეხება, მთაში, 1, 3 გრადუსია საშუალო ტემპერატურა, მაღალმთაში -1, 0. ცალკეულ დღეებში, მთაში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში, +1 +3 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში, -6 -7 გრადუსამდე დაიკლებს ღამის ტემპერატურა. დღისით ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება 16 გრადუსამდე. 31 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი, ზოგჯერ გამოდარებით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

მოდის ფრინველური ვირუსი.. ამის თქმა მაგრამ…პოლიტიკოსს ან მას შვილს ქუცაში ესვრიან- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

სახლში ნაპოვნ ცხედარი, ამაზე ისაუბრებს ყველაარ მინდოდა...მოდის ფრინველური ვირუსი.. ამის თქმა მაგრამ...პოლიტიკოსს ან მას შვილს ქუცაში ესვრიან- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება https://www.facebook.com/watch/?v=950550700608543

ბოლო სიახლეები