ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული 3 ქართველი დააკავეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოდებაძის სახლში გამოძახებაზე შაბათს მივიდა პოლიცია, რომელსაც მამაკაცი თავის არეში მიღებული ტრავმით გარდაცვლილი გახდა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მკვლელობაში ეჭვმიტანილები არიან 38 წლის პაატა კოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკი ხუციშვილი. ისინი შაბათს, გვიან ღამით დააკავეს.
ციხის ჩანაწერების თანახმად, ისინი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და 2 მილიონი დოლარის გირაო შეუფარდეს.
„ძალიან ბევრი შემიძლია შენზე ვილაპარაკო, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ერთ წუთში გაირბინა, ეს ამბავი რომ გავიგე. ძალიან გვიყვარხარ და ყოველთვის გვემახსოვრები, იქ შენი მაგარი მშობლები და ბიჭები გელოდებიან. მადლობა ყველაფრისთვის“, „R.I.P.
„ჩუნჩო“… როგორ მტკივა გული, როგორ არ დაახალე ტყვია შუბლში, როგორ ენდე? როგორ? რატომ?“,
„როგორ მატკინე გული ალეკო. როგორ შეიძლებოდა ვინმეს გაემეტებინე შენ. ყველას ტკივილი გტკიოდა და გულთან მიგქონდა. ყველას გვერდში ედექი და ხელგაშლილი ეხმარებოდი ქართველებს, მაგრამ ისევ მოძმემ გაგიმეტა… ეს როგორ შეიძლებოდა… ალეკო, მე სანამ ცოცხალი ვიქნები, არასოდეს დამავიწყდება შენი ადამიანობა, შენი სიტყვები ახლაც ჩამესმის ყურში. როგორ მიხაროდა, ასეთი რეალური და ზღვა სიკეთით სავსე ადამიანი რომ გაგიცანი. შენ ნამდვილი კაცური კაცი იყავი და ასეთი კაცური სახელით იცოცხლებ ყველას გულში“, – წერენ მოკლულის ახლობლები სოციალურ ქსელში.