პარასკევი, ივნისი 6, 2025

ლია მელიქიშვილი “ნაცმოძრაობის” რეჟიმზე: როდესაც ჩვენი [ისტორიის] ინსტიტუტიდან გაათავისუფლეს მაღალი დონის მეცნიერები, ყველა ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალა, ვერ ვასწრებდით პანაშვიდზე მისვლას.

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება აკადემიკოსმა, ლია მელიქიშვილმა ისაუბრა.

თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი  საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, ლია მელიქიშვილმა უპასუხა:  „ მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს, იმიტომ რომ მეცნიერება დღეს ძალიან ცუდ დღეშია“.

„მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს იმიტომ რომ მეცნიერება დღეს ძალიან ცუდ დღეშია, ანუ შედეგი ეს არის. აი ის წვრილფეხობა, რომელიც ამას უწყობდა ხელს იმათ ჰქონდათ რაღაცა წვრილი მიზნები. მაგალითად ჩემს ინსტიტუტზე მოვყვები. ყველა ინსტიტუტში არ მომხდარა ასე, ზოგან მოხდა და ჩვენთან მოხდა ასე.  იქ ითქვა, რომ შევამციროთ, გავაძევოთ ყველანი.  წავიდნენ ესენი, რომ ხელფასი მოგვემატება. მე გეტყვით ახლა ხელფასის მომატება რას ნიშნავდა. მე ვიყავი  კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე და მქონდა 120 ლარი ხელფასი. ბატონი დავით მუსხელიშვილი  იყო ჩვენი დირექტორი ისტორიის ინსტიტუტში და ჰქონდა 140 ლარი ხელფასი. როდესაც მათ ეს თქვეს ოფიციალურად სხდომაზე, ეს არ დაუმალავთ, რომ ხელფასი მოემატებოდათ. ჩვენ გადავიანგარიშეთ და ფაქტობრივად, თითოს ემატებოდა 5-დან 7 ლარამდე, ეს ერთი. მეორე, ზოგიერთებს  უნდოდათ წამყვანი ადგილების დაკავება ძალიან მაღალი დონის მეცნიერები გაუშვეს პირადად ჩვენი ინსტიტუტიდან. ჩაატარეს ატესტაცია, შემდეგ ეს იყო გასაჩივრებული თქვენთა ბატონო სოზარ, შემოვიდნენ ისტორიის ინსტიტუტიდან. თქვენ აღიარეთ, რომ იყო დარღვევები  და მეორედ ჩაატარეს, მეორედაც იგივე გაიმეორეს.  მეორედ ჩატარებას კინაღამ შეეწირა დიდი მეცნიერი ნანა ხაზარაძე. ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს იქ და ისე მოექცნენ ატესტაციის დროს, რომ მე, თამილა ცაგარეიშვილი და ნანა ვმეგობრობდით და მთელი ღამე ჩვენთან იყო ნანა, რომ რამე არ მოსვლოდა“,- განაცხადა ლია მელიქიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები