სამშაბათი, აგვისტო 5, 2025

ლევან ხაბეიშვილი – ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ

ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ… ჯუანშერის და ღარიბაშვილის შეხვედრა, გარდა „ჩვენებას ვისზე გთხოვდენ ძმაო”?! ეხებოდა პარტია გააკეთე ირაკლი და დაგვიცავი, პოლიტიკური „დაცვა” მაინც გავიკეთოთო”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა Robo Battle 2025-ზე საპრიზო ადგილები დაიკავეს

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკა აღარ არის დამატებითი კომპონენტი, იგი გადაიქცა სასწავლო პროცესის შემადგენელ ბირთვად, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნისა და გამოცდილების სინთეზს. ამ მიმართულებით, Robo Battle 2025-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდების წარმატებული მონაწილეობა ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის საფუძველიც არის STEM განათლების ინტეგრაცია ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში და სტუდენტების მხარდაჭერა, - ამის შესახებ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორმა თალიკო ჟვანია აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდებმა უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიპოვეს ტექნოლოგიურ ფორუმზე – Robo Battle 2025, რომელიც გაიმართა Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში, ლოკაციაზე Radio City | District 4.ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) მიერ და მასში მონაწილეობდა 92 საბრძოლო რობოტების (315 მონაწილე) და 49 სუმო რობოტების (132 მონაწილე) გუნდები.ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს სასწავლო პროცესში დამატებითი ასპექტის, როგორიცაა, ტექნოლოგიური კონკურსები, ჰაკათონები, რობოტიკისა და პროგრამირების ტურნირები, ინტეგრაციის მიმართულებით. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, Robo Battle 2025-ში უნივერსიტეტმა 1 რობოტით - 0,5-იდან - 1,5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და 4 რობოტით - 1,5-იდან - 5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Foxhound, გიორგი შაკიაშვილის, სალომე მახარაძის და ნიკოლოზ მერაბიშვილის შემადგენლობით, მეორე ადგილი – გუნდმა Thrasher, გოჩა ზედგინიძის, ოთარი ჭინჭარაშვილის, ნიკოლოზ ელიზბარაშვილისა და მარიამი მაისურაძის შემადგენლობით.„ჩვენი სტუდენტების გამარჯვება Robo Battle 2025-ზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ - ტექნიკური ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული გამოცდილება და შემოქმედებითი უნარების განვითარება ფაკულტეტის პრიორიტეტია. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში ტექნოლოგიების მიმართ ინტერესს აღვივებს, ესაა პლატფორმას, სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და გუნდურ მუშაობაში დახელოვნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს სტუდენტებს მათი ინოვაციური იდეების განხორციელებაში და მიაწოდოს ის რესურსები, რაც საჭირო აქვთ წარმატების მისაღწევად. მინდა განსაკუთრებით გამოვკვეთო ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მათ შორის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, მიზანმიმართულად მუშაობს, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა ჰქონდეთ, არამედ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაონ პროექტებზე, ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებსა და საერთაშორისო კონკურსებში. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ Robo Battle 2025-ზე ჩვენს სტუდენტურ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და კვლევითი საქმიანობის მაღალ ხარისხს. ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას მსგავს ინიციატივებში, ეს იქნება ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თუ ინოვაციური პროექტების დაფინანსება“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.ინფორმაციისთვის, Robo Battle 2025 წარმოადგენს ინსპირაციულ სივრცეს ინჟინრების, დიზაინერებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის. მისი მიზანია ახალგაზრდების წახალისება STEM ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში. ღონისძიება ფოკუსირებულია ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და ერთდღიანი ფესტივალის ფორმატით აერთიანებს მრავალ აქტივობას: რობოტების ბრძოლას, SUMO რობოტების შეჯიბრს, საინჟინრო შოუს, დრონების ზონებს, ინტერაქტიურ სივრცეებს და კიდევ ბევრ სხვა ინოვაციურ ელემენტს.

ლევან გოგიჩაიშვილი – მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450-გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ – კომისიამ დაადგინა, რომ „ოცნება“ სავსეა „ნაცებით“

მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450-გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან, -ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები უნდა გამოეძიებინა, დაადგინა, რომ „ქართული ოცნება“ თავად იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“.„წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა. კომისიამ, რომელსაც უნდა გამოეძიებინა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები, დაადგინა, რომ თავად „ოცნება“ იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“. კომისიას არ დაუბარებია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კოდუა, ბარამიძე, მაგრამ კომისიამ 2- ჯერ დაიბარა გიორგი გახარია. კომისიაზე გამოვლინდა, როგორ დამარცხებულა წულუკიანი მურუსიძე-ჩინჩალაძესთან. რა გავიგეთ წინა რეჟიმის მიერ დაზარალებულებისგან - . გიული ავალიშვილი ადანაშაულებს საკუთარი ძმის მკვლელობაში ხუტა პაჭკორიას, რომელიც დღეს „ოცნების“ მაღალჩინოსანია და თბილისის პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ხარძიანის შვილი ხელს ადებს კონკრეტულ პოლიციელს, გვარად მესხს, რომელმაც ხარძიანს ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ „ჰეროინი“ ძალით გადააყლაპა დაკავების დროს, დღეს მესხი ისევ პოლიციელია. ბატონი გურამ თირქია ზეწოლაში და 10-წლიანი ციხის მუქარაში ადანაშაულებს როლანდ ახალაიას მაშინდელ პროკურორს, ვინმე ბერიშვილს, რომელიც დღესაც მოქმედი პროკურორია. „ფოტოგრაფების ე.წ საქმის“ დეტექტივ-გამომძიებელი, რომელმაც საზოგადოებას აუწყა „რუსეთის საშიში აგენტების“ დაკავების შესახებ, მერაბიშვილის პოლიციელი იყო, დღეს ეს ადამიანი „ოცნების“ აჭარის პოლიციის უფროსია. მანუჩარ კაპანაძე, რომელსაც სულხან მოლაშვილის მამა - ბატონი თამაზ მოლაშვილი საკუთარი შვილის სიკვდილში ბრალს დებს, ივანიშვილმა და წულუკიანმა უვადო მოსამართლედ დანიშნეს. საბოლოოდ, წულუკიანის კომისიამ საკუთარი თავი გამოიძია და დაასკვნა, რომ „ოცნება“ სავსეა „ნაცებით“. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კომისია ადამიანებს აღუდგენს უფლებებს, დაუბრუნებს წართმეულ ქონებას, დასჯის ხუტა პაჭკორიას, მანუჩარ კაპანაძეს, პროკურორ ბერიშვილს, პოლიციელ მესხს, გაუშვებს აჭარის პოლიციის უფროსს, სისტემიდან მოიშორებს მურუსიძე-ჩინჩალაძეს და ყველა სხვა ზონდერ მოსამართლე-პროკურორს.დაბოლოს, მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450- გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დონალდ ტრამპი – ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებს

ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებს, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.„ენერგომატარებლების ფასები მნიშვნელოვნად თუ შემცირდება, პუტინი ადამიანების მკვლელობას შეწყვეტს. ენერგომატარებლების ფასი ბარელზე კიდევ ათი დოლარით თუ შემცირდება, მას სხვა არჩევანი არ დარჩება, რადგან მისი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია“, – განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, 8 აგვისტოს იწურება იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაუწესა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთს – ახალ სანქციებს, ხოლო მოსკოვის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს. ტრამპი ასევე აცხადებს, რომ მომდევნო 24 საათში მნიშვნელოვნად გაზრდის ტარიფებს ინდოეთისთვის, რადგანაც ის არ ამბობს უარს რუსული ნავთობის შესყიდვაზე.

ირაკლი კობახიძე – უნდა შეფასდეს რეჟიმი, ასევე, რა საქმიანობით იყვნენ დაკავებული ადამიანები, როცა უკვე ოპოზიციას წარმოადგენდნენ, ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება

უნდა შეფასდეს რეჟიმი – ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას და ასევე უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები გასული 12-13 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციას წარმოადგენდნენ, ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ფორმატიდან საზოგადოებამ ბევრი ახალი ინფორმაცია მოისმინა, ასევე ბევრი რამ გაიხსენა და ყველა ეს მიგნება უნდა იყოს ასახული დასკვნით დოკუმენტში.„საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, არაერთი ახალი ინფორმაცია მოისმინა და, ასევე, ბევრი რამ შეგვახსენა საგამოძიებო კომისიის ფორმატმა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა ეს მიგნება უნდა იყოს ასახული საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში. უნდა შეფასდეს რეჟიმი – ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას. რეჟიმის შეფასება უნდა გაკეთდეს და, ასევე, უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები გასული 12-13 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციას წარმოადგენდნენ. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს და ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს არის საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა, დაველოდოთ საბოლოო დოკუმენტს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს ხედვა ნათელია, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი

ჩვენი ძალისხმევა უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის სრული მზაობის მქონე“ ქვეყნების ახალი  შეფასების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს წამყვან 3 ქვეყანას შორის მოიაზრება 2024 წლიდან სინგაპურსა და ესტონეთთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ გლობალურ ლიდერებად მიიჩნევენ საქართველოს რეგულირების ხარისხით, საჯარო სერვისების ეფექტიანობითა და ოპერატიულობით.„მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში – მხოლოდ 9.9-პროცენტიანი განაკვეთით. გარდა ამისა, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის ინდექსში. ჩვენ შევქმენით ბიზნესგარემო, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან, ტექნოლოგიურად განვითარებულია და სანდოა კორპორატიული მართვის  თვალსაზრისით.მრავალფუნქციურ და მრავალმიმართულებიან ჰაბად ქცევის ჩვენეული ხედვა მხარდაჭერილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის ზრდას. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მშრალი პორტები, ყველა ეს პროექტი აძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ როლს აზიასა და ევროპას შორის მდებარე შუა დერეფანში. ეს ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს მოუტანს სარგებელს, რათა გაიხსნას ბაზრები, შემცირდეს სატრანზიტო ხარჯები და ჩვენი ეკონომიკები ინტეგრირდეს გლობალურ სისტემაში. მოლაპარაკებების წარმოება დასჭირდებოდათ სხვა შემთხვევაში“, –  განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მიზანია, იყოს მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი, კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი.„საქართველოს ხედვა არის ნათელი: არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ — ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი, კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი. ჰაბი, რომელიც დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ეს გულისხმობს შესაძლებლობების განვითარებას სასაწყობო მეურნეობებში, გადამამუშავებელ საწარმოებში, ამწყობ საამქრეობსა და  რეალიზაციის ქსელში, რაც საქართველოს უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან აქცევს რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განუყოფელ ნაწილად. ეს მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს ზღვაზე გასასვლელის არმქონე პარტნიორებისთვის — ეს არის ურთიერთმომგებიანი მოდელი, სადაც ეფექტიანობის ზრდა სარგებელს აძლევს რეგიონული ვაჭრობის ეკოსისტემის ყველა მონაწილეს“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები