პარასკევი, მაისი 9, 2025

ლევან ხაბეიშვილი – რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს, ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით, კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო?

რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, რა ლიდერები, რა პარტიები, რა ბანერები აგიტყდათ. წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს და ეს უცხოელებიც გვიყურებენ, შიგნით ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით, აბა მაშინ კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო? , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოება დაიღალა და საჭიროა მეტი კოორდინაცია. ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ლიდერობა საქმით უნდა დამტკიცდეს და მთავარი ამოცანაა, სწორედ ხალხთან იყოს ყველაზე მეტი კოორდინირება.

„მართლა დაიღალა საზოგადოება. ერთიანობა, ერთიანობა ვიძახით, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, რაღაც ეგოები ვერ დაიკმაყოფილა ვერავინ – მე უფრო მაგარი ვარ, მე ლიდერი ვარ, ჩემი ბანერი მინდა, ჩემი ნომერი მინდა. დავკარგეთ ქვეყანა, რუსული ხელისუფლება, კაგებეს აგენტურაა დღეს ხელისუფლებაში, ხალხს თავპირს ალეწავენ, უამრავი ადამიანი ციხეშია და ვიღაცების ეგოს უნდა გადაყვეს ეს ქვეყანა. მათ შორის მე მილიონჯერ თავს ვიკავებდი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რადგან ერთობა მნიშვნელოვანია, არ დავაზიანოთ. ახლა გამოვიდა და ერთიანობა ყოფილა ცუდი, თურმე დაქსაქსულობა ყოფილა კარგი. თურმე ერთიანობა ყოფილა „შემოგდებული“ თემა, დაქსაქსულობა ყოფილა ქვეყნის, ხალხის მოთხოვნა. მართლა რა სისულელეა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. ამიტომ არ მაინტერესებს, სალომე იქნება, გრიშა იქნება, თუ ანზორი იქნება, არავიზე არ ვაპირებ თავდასხმას, მაგრამ ხალხი მართლა დაიღალა. პარტიის თავმჯდომარეობა, რაღაცა ლიდერობა –  ბიჭო, რით ვერ გამოვიდნენ, მიუღებელია, გულწრფელად ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში 25 000 ხმა ავიღე, თანამდებობა როცა საჭირო იყო პირობითად და ვფიქრობდი, საქმეს, ერთიანობასაც, რაღაცას ასე გამოადგებოდა, რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, რა ლიდერები, რა პარტიები, რა ბანერები აგიტყდათ და ათასი სისულელე. მერე ერთმანეთთან ვერ ლაპარაკობენ. წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს და ეს უცხოელებიც გვიყურებენ, შიგნით ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით პირობითად, აბა, მაშინ კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო? უფრო მეტი კოორდინაციაა საჭირო, ყველა ლაპარაკობს ერთიანობა საჭიროაო, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. გამოდიან შემდეგ და აი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“, ტოლობის ნიშანს სვამენ, აი „ნაცი“ და აი „ქოცი“ – მართლა არაფერი არ შეგეშალოთ, ბიჭო, „ნაციონალს“ რომ გეუბნებიან, ეგ არის თქვენთვის დიდი თაყვანისცემა მართლა. ვიღაცებს რომ „ნაციონალებს“ გეძახიან, ორი დღეა, ოპოზიციაში მოხვედი და იმის მეასედი არ გაგივლიათ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუვლია. ხო, „ნაციონალური მოძრაობა“ ვარ მე, კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც ვარ, მხარდამჭერიც ვარ, რადგან ევროპული პარტიაა, ქართული, პატრიოტული პარტიაა, იმიტომ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებები გვაქვს, იმიტომ, რომ კონსერვატიული მიდგომები გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. რა სიგიჟეა მართლა და აუ, იცი რა, მე „ნაციონალი“ არ ვარ და მერე სტატუსებს წერენ, მიშას თურმე ვიღაც უნდა მივუსვათ გვერდზე. გახარიამ თვალები დაგგვლიჯა და ის ბავშვები სადმე კიარ წასულან, თვალი არ აქვს ადამიანს და პასუხისმგებლობა არ უნდა, პოლიტიკური ამნისტია გამოიცხადეს პარლამენტში, წინასწარ მოიმთავრა გახარიამ და ვიღაცებმა საქმე. ეგრე არ არის, ძმებო რა, ჩვენ რომ რაღაცებზე გავჩუმდით, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ეროვნული პარტია.ყველა დღე ვრწმუნდები ამაში. ყველაზე ნაკლებს ვლანძღავთ სხვას, სულ ვლაპარაკობთ ერთიანობაზე და შემდეგ ესენი იპრანჭებიან, რომ იცი, რა „ნაცებთან“ არა. რა „ნაცებთან“ არა, ბიჭო, 2013 წლის შემდეგ ჩვენ რომ გავიარეთ, ჩემმა პარტიის წევრებმა რომ გაიარეს, 10 000 კაცი რომ დაიბარეს პროკურატურაში, დევნა, ოფისები დაურბიეს ლანჩხუთში, ქუთაისში, ზესტაფონში, თბილისში. ჩვენი ხალხი არის ყველაზე მებრძოლი ხალხი, ყველაზე თავმდაბალი ხალხი და ვიღაცები დგანან, ორი დღის ოპოზიციაში მოსულები, სალომე ზურაბიშვილის გულისთვის ია კერზაია არ მოკლეს ზუგდიდში? თუ დაგვავიწყდა და არაფერზე უნდა ვილაპარაკოთ? ყველაფერს აქვს საზღვარი. ქვეყანას ვკარგავთ, თქვენი ბანერები, ბრენდები და ლიდერი ვარ – თუ ლიდერები ხართ, მაშინ საქმით გვანახეთ, ჩემთვის მთავარი ამოცანაა, ხალხთან იყოს ყველაზე მეტი კოორდინირება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

🎥„აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

დრამისა და კინოს მსახიობი, „ინფლუენსერი“ თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. @tamunamdivanმაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️ ♬ original sound - თამუნა მდივანი ცნობისთვის, გიორგი მდივანი გასულ კვირას, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ბიჭის ნათლიამ დაწერა, გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ბოლო სიახლეები