კვირა, ივნისი 1, 2025

ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ხაბეიშვილმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დღეს პრესკონფერენციაზე წარადგინა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ხაბეიშვილის განცხადებით, ბრძანების თანახმად, კახა კალაძე იმყოფებოდა ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ თანმხლებ პირთან ერთად და მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა.

ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგაც კალაძეს არ მიუთითებია ვინ იყო „პოტენციური ინვესტორი“, რომელსაც იგი მილანში ჩასვლისას შეხვდა.

„ის, რომ კახა კალაძე და დედაქალაქის მერია ბიუჯეტის სახსრებს უყურებს ისე, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, ეს უკვე დამტკიცდა ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 000 ლარით. კალაძე აგრძელებს 20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას და ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტის ხარჯზე იფრინა მილანის მიმართულებით, სადაც თმები შეიჭრა. ბიუჯეტმა ვიზიტში გადაიხადა 14 000 ლარზე მეტი. კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს წარმოდგენილი, კალაძის ბრძანება, რომელზეც მისი ხელმოწერაა. აღნიშნულით დასტურდება ის იყო პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრაზე. ჩამოსვლის შემდეგაც ვინ იყო ეს პოტენციური ინვესტორი, ბურუსით არის მოცული, რადგან დოკუმენტაციაში ამაზე არაფერი არ წერია. სავარაუდოდ, პოტენციურ ინვესტორად კალაძე განიხილავს იმ დალაქს, რომელმაც მას „ნანეტი“ შეჭრა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

დოკუმენტაციებთან ერთად ხაბეიშვილმა კალაძის მილანელ დალაქთან ერთად გადაღებული ფოტოც წარმოადგინა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლის საკლუბო სეზონი 20 საგოლე მოქმედებით დაასრულა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ გაუტანა და კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დამაჯერებელი სტატისტიკით დაასრულა.2024/25 წლების სეზონში ხვიჩა პსჟ-ს მხოლოდ იანვარში შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის ეტაპიდან ჩაერთო. მან ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – „ბრესტის“, „ასტონ ვილას“ და ფინალში მილანური გუნდის კარში. გარდა ამისა, კვარაცხელიამ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.ქართველი ფეხბურთელი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოაგროვა:„ნაპოლიში“ – 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა„პარი სენ-ჟერმენში“ ლიგა 1-ში – 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაჩემპიონთა ლიგაზე – 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა

ირაკლი ღარიბაშვილი-კვარა ჩემპიონია!  ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას! მთელი საქართველო შენით ამაყობს!

,,გილოცავთ! კვარა ჩემპიონია!ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას!მთელი საქართველო შენით ამაყობს! -წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია! – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, - წერს იგი.5:0 - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. 

ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას და „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებას ულოცავს.„ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“, - წერს ირაკლი კობახიძე.5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო. 

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა – ბიძინა...

„ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს.ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ “ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო.„ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა! ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია. მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები