კვირა, მარტი 30, 2025

ლევან სანიკიძე – კომისიის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წლის ომის შედეგების რევიზირება მოხდეს, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენის კომისია, ეს არის რუსეთის „სიმართლის“ დამტკიცების კომისია

მთავარი, რაც გამოჩნდა, არის ის, რომ ამ კომისიაში ყველა სხვა საკითხი არის მეორე ხარისხის მატარებელი, გარდა 2008 წლის ომისა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, გენერლებმა და მათ შორის, თავად უმაღლესმა მთავარსარდალმა 2008 წლის ომის, მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოიგეს ორი მნიშვნელოვანი საქმე, რითაც დადასტურდა ამ ქვეყნის სიმართლე და რუსეთის ის ზრახვები, რომელიც მათ ჰქონდათ 2008 წელს და გამტყუნდა თავიდან ბოლომდე რუსეთის ფედერაცია. ამ კომისიის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წლის ომის შედეგების რევიზირება მოხდეს. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენის კომისია, ეს არის რუსეთის „სიმართლის“ დამტკიცების კომისია“, – განაცხადა სანიკიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ არის პარტიის ინტერესი, რომ კომისიის სხდომაზე ისაუბრონ თავის სიმართლეზე და კონკრეტულ ფაქტებზე და რატომ არ თვლიან საჭიროდ განცხადებებეზე რეაგირებას, რადგან დღეს მაგალითად, საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყოფილმა რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა, რომ მას მიხეილ სააკაშვილისგან მოსმენილი ჰქონდა განცხადება, რომ იყო რაღაც გარკვეული შეთანხმება ცხინვალში შესვლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა მიხედავდა რუსეთს, ლევან სანიკიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი და წარმომადგენელი არ მივა საგამოძიებო კომისიაზე და ამით არ შექმნის რაღაც დამატებითი ლეგიტიმაციის საფუძველს იმ პარლამენტისთვის, რომელიც თავის მხრივ არის არალეგიტიმური და შექმნილი აქვს ეს კომისია.

„რაც შეეხება ამ განცხადებებს, რომელიც გააკეთეს მიხეილ ქარელმა, თუ სხვა მაღალჩინოსნებმა, მიხეილ ქარელი რას ამბობს, არის მეასეხარისხოვანი და ასევე, თეა წულუკიანი რას გადაწყვეტს“, – განაცხადა სანიკიძემ.

შეკითხვაზე, აყენებს თუ არა კომისიაზე გაჟღერებული მძიმე განცხადებები ზიანს მისი პოლიტიკური ძალის რეპუტაციას, რადგან საზოგადოებმა გუშინ მოისმინა წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ერთ-ერთი ბიზნესმენის და შემდეგ ციხეში მოხვედრილი ადამიანის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული მძიმე განცხადებები, სანიკიძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ კომისიიდან უნდა 2008 წლის ომის რევიზირება და მეორე საკითხია ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე საუბრობენ, რაც 2008 წლის ომის საკითხს სცდება.

„ეს მხოლოდ იმასთან არის დაკავშირებული, რომ ამას დაარქვან რაღაც ზოგადი გამოძიება 2003-დან 2012-ის და არა 2008 წლის ომის, მაგრამ ამ ადამიანებთან დაკავშირებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიები არ არის მარტივი მოსასმენი, ამ სიმართლის დამტკიცება, ჩემი ღრმა რწმენით, არ შეუძლია თეა წულუკიანს. თუ რამე სურთ ამ ადამიანებს, ეს უნდა მომხდარიყო სამართლიანი სასამართლოს პირობებში, რომ 12 წლის თავზე ჩვენ გვყავს სანქცირებული სასამართლო და ეს უნდა გამოეძიებინა საქართველოს პროკურატურას, რომლის ყოფილი პროკურორიც არის მხილებული აშშ-ის მხრიდან „ეფესბეს“ აგენტობაში. აი, ვის უნდა გაეკეთებინა ეს საქმე. თეა წულუკიანის, ან გურამ მაჭარაშვილის გამოსაძიებელი აქ არავის არაფერი სჭირს“, – განაცხადა სანიკიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ გაიგო გზავნილები ავსტრიიდან, რომელიც დღეს გაკეთდა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაატაროს რეფორმები, ასევე, პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა პირებმა დაძლიონ პოლარიზაცია და დიალოგი დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ ამ ვითარებაში ამ ტიპის განცხადება არის უფრო ფორმალური ხასიათის მატარებელი.

„ჩვენი მხრიდან არასდროს არ ყოფილა უარი საუბარზე „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ მათ გადალახეს ყველანაირი წითელი ხაზი“, – განაცხადა სანიკიძემ.

შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ყველანაირ დიალოგს საერთაშორისო შუამავლობითაც, სანიკიძემ თქვა, რომ გამორიცხვით არაფერს გამორიცხავს, მაგრამ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მომენტში „ქართულ ოცნებასთან“ უპირატესობა, როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ისე ადგილზე, ქუჩაში.

„ქართული ოცნება“ რაღაცა თავისით კი არ უნდა ეცადოს, რომ თავს მოხვეული ნაბიჯები გადაგვადგმევინოს, იმ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს, რომ აქეთ ჰქონდეს სახვეწარი ჩვენთან საუბარი“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️მაგდა პაპიძის პირველი გამოჩენა წლების შემდეგ – რა თქვა სასამართლოზე ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა

მაგდა პაპიძის პირველი გამოჩენა წლების შემდეგ - კურიერი P.S-ის ექსკლუზივი.რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი.„საკმარისი დრო გავიდა, რომ ადამიანებთან ვიყო და მომეცეს საშუალება. თუ არ გაამართლებს დამაბრუნეთ უკან...“, - თქვა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე.ნახეთ ანონსი ⇓ 

რამდენიმე საათიც და საქართველოში ვიქნებით და მარიამი ჩაეხუტება მის მონატრებულ დედმამიშვილებს

ფოტოგრაფი „დანტესი“, რომელიც ამ კარგი ამბის შუამავალია, სოციალურ ქსელში, ფოტოს გვიზიარებს,  წერს ,,რამდენიმე საათიც და საქართველოში ვიქნებით და მარიამი ჩაეხუტება მის მონატრებულ დედმამიშვილებს''.  

📽️„თავად მოიპოვა და თავად გაიტანა“ – კვარას შთამბეჭდავი გოლი

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და ქართველმა პსჟ სენტ ეტიენთან დააწინაურა.ნახეთ კვარას შთამბეჭდავი გოლი ⇓ 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგზაურობის მოყვარულთათვის – რა ცვლილება ამოქმედდება აპრილიდან

Wizz Air-ი მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას ნერგავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან ბორტზე შესყიდვა შესრულდება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო. ამასთანავე, თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.„მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

დედის ლოცვა – ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს დაიცავთ

დედის ლოცვა - ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს დაიცავთ.„ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა! უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:"მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26).ყოვლად წმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ბოლო სიახლეები