“ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და არავინ გაბედოს და ამ ხუთ ადამიანს ხელი არ დაედოს. რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რუსეთი მეტი კი არაფერი არ არის. ჩვენი ქვეყნის დროშა წაიღეს, როგორც ნივთმტკიცება, ამ დროშას შეეწირა ის გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გმირსაც ვერ უწოდებენ ის ე.წ. სამართალდამცველები.” – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
“ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ნეტა “ქართულ ოცნებაში” თუ იციან რა არის ან ოჯახი, მეგობრის პატივისცემა, რა არის სამშობლოსთვის ბრძოლა? ჩვენ ვიცით! ამ ხუთ ადამიანს ხელი არ დაედოს, არავინ არ დავუთმობთ ამ ადამიანებს. ხომ როგორი მონები ხართ ყველა მოსამართლე და იმათი განჩინებაც კი არ ჰქონდათ. ფორმალურადაც არ დაიცვეს ამ ქვეყნის არცერთი კანონი და რა გგონიათ თქვენ, რომ მართლა მოლოტოვის კოქტეილს ვინახავთ პოლიციის გვერდით?
ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო ივანიშვილმა, რომელსაც აქვს კონკრეტული დავალება. პოლიციელები რომ იდგნენ გარეთ და მოქალაქე რომ ეკითხებოდა არის თუ არა გიორგი ანწუხელიძე გმირი, პასუხი არ ჰქონდათ და პოლიციელები არიან ისინი? პოლიციელების შვილებო, ოჯახში რომ დაბრუნდებიან კარი არ გაუღოთ. ხანდახან უარი უნდა თქვათ ზოგჯერ მამაზე, ზოგჯერ დედაზე. არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, ვერ მოესწრება ივანიშვილი ამას და რა გგონია რომ შეგვეშინდება? ვერ შეგვაშინებს.
ყველა მისნაირი ვირთხა არ არის, კობახიძის მსგავსი ლაჩარი არ არის. სად არის გომელაური? პასუხი არ გექნებათ არაფერზე და მალე გადაითელებით ამ ქვეყნის გარუსებისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის და იმ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის, რომელშიც ჩვენ ვართ. ხომკანონიერად გვექცევით? ჰო და ყველას იმავეს გისურვებთ როგორც ჩვენ ვართ ახლა, რა მდგომარეობაშიც არიან ხუთი ბიჭის დედ-მამა და მეგობრები. რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რუსთაველზე, მეტროებში, რუსეთი მეტი კი არაფერი არ არის და ჩვენი ქვეყნის დროშა წაიღეს, როგორც ნივთმტკიცება, აქ არის ის დროშა და ამის გამო შეეწირა ის გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გმირსაც ვერ უწოდებენ ის ე.წ. სამართალდამცველები და ქრისტიანები ხართ თქვენ? – განაცხადა ლევან სანიკიძემ