სალომე ზურაბიშვილი რეალურად გადაიქცა რაღაც სათამაშო პოლიტიკურ თოჯინად, როგორც საქართველოში ოპოზიციური სპექტრისათვის, ასევე უცხოელებისთვის, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წვერმა, ლევან ნიკოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებთან დაკავშირებით.
მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს აბსოლუტურად დაკარგული აქვს რეიტინგი და პოპულარობა და ყოფილი პრეზიდენტი დღეს აღარაფერს წარმოადგენს.
„მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო თანამდებობა დატოვა, ვადაგასულია და საერთოდ ავტორიტეტი არ გააჩნია საქართველოში. ჩვენ ვხედავთ თვითონ ოპოზიციურ სპექტრში, როგორი დამოკიდებულება არის მის მიმართ. ზოგი მას მაპატიეთ და უსირცხვილოდ, თამარ მეფის იარლიყსაც კი აწებებს, მეორე დღეს მაქსიმალურად ლანძღავენ იმისათვის, რომ ის არაფერს წარმოადგენს. თვითონაც იცის მან, რომ ის არაფერია და არაფერს წარმოდგეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ის ფიქრობს, რომ ევროპაში წავიდეს, კიდევ ერთხელ თითქოს თავის თავი ვიღაცას მოაჩვენოს, მაგრამ ევროპაშიც სად მიდის ხომ?! მხოლოდ და მხოლოდ ბალტიისპირეთის იმ ქვეყნებში, სადაც მას ელიან და ერთადერთი ტრიბუნა შეიძლება იქ მიიწვიონ. რატომ? ვინაიდან მათი ინტერესები ემთხვევა.
სალომე ზურაბიშვილი რეალურად გადაიქცა რაღაც სათამაშო პოლიტიკურ თოჯინად, როგორც საქართველოში ოპოზიციური სპექტრისათვის, ასევე უცხოელებისათვის. დღეს ის არაფერს წარმოადგენს. მისი პირით გაჟღერებული რამდენიმე სიტყვა მათ ჰგონიათ, რომ შესაძლოა იყოს მტკივნეული ჩვენი ხელისუფლებისათვის, ან იმ პოლიტიკური ძალისათვის, რომელიც ამ ქვეყანას მართავს. ეს ესე არ არის, რადგან ის არის სერიოზულობა დაკარგული ადამიანი. პოლიტიკური წონა, პოპულარობა, ნულზე აქვს დასული. თუ ეს ასე არ არის, აგერ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, როცა თვითმმართველობის არჩევნები დაიწყება, ჩატარდება, უბრალოდ სცადოს სალომე ზურაბიშვილმა თუნდაც ინდივიდუალურად თავისი თავის წარდგენა ან დაყენება სადღაც. აბსოლუტურად რეიტინგგამოცლილია ეს ადამიანი, პოპულარობა დაკარგული არის და ყველაზე მთავარი უბედურება ის არის, რომ ის ამას ჯერჯერობით ვერ ხვდება, იმდენად უგუნური, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, პოლიტიკოსი გახლავთ, რომ თუკი მას ოფიციალურად, ალბათ წერილობით ბრძანებით სახით არ მიცემენ, ის ამას ვერ შეიგნებს და გაიგებს ვერასოდეს“,- აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.