ნიკა გვარამიას რომ ეუბნები, ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშიაო, მეცნიერ კაცს ის მაინც უნდა გაგახსენდეს, რომ ნიკა გვარამიას დროს ქვეყანაში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი, რაშიც თავად გვარამია უშუალო მონაწილეობას იღებდა, ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, ღირსებას ჰყრიდნენ, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი გია დვალის მისამართით სოციალურ ქსელში წერს.
„ისიც უნდა გაგახსენდეს, რომ ნიკა გვარამიას დროს ვერცერთ გავლენიან ტელევიზიაში ვერ დაჯდებოდი და ხელისუფლებაზე აუგს ვერ იტყოდი.
ამ ხელისუფლებას რუსეთის სამსახურში ყოფნას რომ აბრალებ, ის მაინც უნდა გაგახსენდეს, რომ გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და უმსხვილესი ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტები წაიღო, ხოლო ქვეყანას 2008-12 წლებში ნატოსკენ და ევროკავშირისკენ ერთი გამართული ნაბიჯიც არ გადაუდგამს. 2012 წლის შემდეგ რა წაიღო რუსეთმა საქართველოდან, ამას ვერავინ იტყვის, თუ არ ჩავთვლით მავთულხლართების გაბმაც, რაც ასევე გვარამიას მემკვიდრეობაა. დღევანდელი ხელისუფლების დროს, ნატოსაც და ევროკავშირსაც მაქსიმალური ტემპით დავუახლოვდით (ასოცირების შეთანხმებას, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას და სხვა მიღწევებს აღარ ჩამოვთვლი)“, – წერს ნიკოლეიშვილი.