პარასკევი, ივლისი 4, 2025

ლევან ნიკოლეიშვილი-ზურაბიშვილი აპირებდა კიევში ჩასვლას, როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი ხაზგასმით უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც საქართველო ისევ პირდაპირი სამიზნე გახდებოდა

„ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა ისევ მაქსიმუმზე ადიოდა „ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა ისევ მაქსიმუმზე ადიოდა. ქართულმა ოცნებამ დაასწრო, რისკი დააზღვია და ისიც უთხრა, რომ მხოლოდ სიმბოლურად არის მთავარსარდალი და ისიც რომ სიმბოლურმა, ცერემონიულმა მთავარსარდალმა ასეთ ვითარებაში ქვეყანა არ უნდა დატოვოს“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილის თქმით, საკითხავია რატომ იციან ეს ამბავი მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვინ აორგანიზებს მსგავს საკითხებს?!

„ჩემი ინფორმაციით, ზურაბიშვილი აპირებდა კიევში ჩასვლას პოლონეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად. როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, ამ ფაქტზე ხაზგასმით უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც ჩვენ ისევ პირდაპირი სამიზნე ვხდებოდით. ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა ისევ მაქსიმუმზე ადიოდა. ქართულმა ოცნებამ დაასწრო, რისკი დააზღვია და ისიც უთხრა, რომ მხოლოდ სიმბოლურად არის მთავარსარდალი და ისიც რომ სიმბოლურმა, ცერემონიულმა მთავარსარდალმა ასეთ ვითარებაში ქვეყანა არ უნდა დატოვოს. რამდენიმე კითხვა მეც მრჩება, რატომ იციან ეს ამბავი მაინცდამაინც „ნაცმოძრაობაში “(საიდანაც ჟონავს ეს ინფორმაცია) და ვინ აორგანიზებს მსგავს საკითხებს?!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაია ბითაძე – სამარცხვინო ტყუილია, თითქოს საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ვაპროტესტებდით ჯო უილსონის შესწორებებს და აღარც მთლიანი რეზოლუციისთვის დაგვიჭერია მხარი

რეზოლუციის პროექტში იმ ცვლილებებს ვაპროტესტებდით, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული. მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.მაია ბითაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მხარი დაუჭირა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ არის ჩანაწერი.როგორც ბითაძე აცხადებს, ეს არის სამარცხვინო სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის შეცდომაში შეყვანას.„ჩვენი დელეგაცია გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით საკომიტეტო მოსმენებსა და პლენარულ სესიაზე. ჩვენ ვაპროტესტებდით რეზოლუციის პროექტში იმ ცვლილებებს, რომლებიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული და მხარი დაუჭირეს ერთ კლუბად შეკრულმა გარკვეულმა დელეგაციებმა. მათ საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები ჰქონდათ სხვა წევრებთან შედარებით. ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და ამ შესწორებების გამო, სამწუხაროდ, მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი. გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცურეა, რომელიც მიზნად ისახავს, მათ შორის, დისკრედიტაციას იმ წარმატებული შენატანისა თვითონ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იქნა მოთხოვნილი. ვგულისხმობ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ონისე ცხადაძე სასამართლოში ემოციური მიმართვით გამოვიდა-ჩემთვის მკვლელები ხართ,’მამაჩემი ეზოში გარდაიცვალა – ეს ბრძოლაა კაციჭამიებთან

ჩემთვის მკვლელები ხართ! პირობას გაძლევთ, რომ მოსამართლიდან დაწყებული, ის ბიჭი თქვენ გვერდით რომ ზის პასუხს აგებს,- ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ონისე ცხადაძემ, სასამართლოში სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.მისი თქმით, ეს ბრძოლა დასრულდება ისე, როგორც საზოგადოებას სურს.„სრულიად ნეგატიური დამოკიდებულებისგან დაცლილმა. მინდა ვკითხო პროკურორებს მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში? რა ჯანდაბად მჭირდება თქვენი თანაგრძნობა?!იმ ასაკში, რა ასაკშიც მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლსა და ხორცში არავინ გარდაცვლილა. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია საკუთარი თავის გარდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში იმაზე ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ!სულ ვფიქრობ, როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო. ვიდეოც არსებობს იმის შესახებ, რომ არის სერიული მკვლელი, რომელსაც დახოცილი ჰყავდა უამრავი ადამიანი, მიდიოდნენ დახოცილების ოჯახის წევრები და ლანძღავდნენ. ისინი ისე უყურებდნენ როგორც მანიაკს და შეშლილს. შემდეგ გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და უთხრა მიპატიებიაო და ჩამოიშალა ყველაფერი. ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ არ გაპატიოთ.ჩემთვის მკვლელები ხართ! პირობას გაძლევთ, რომ მოსამართლიდან დაწყებული, ის ბიჭიც თქვენ გვერდით, რომ ზის პასუხს აგებს.თუ გინდა გეტყვით, როგორ გარდაიცვალა მამაჩემი. ციხეში გავიგე, რომ მამაჩემი ეზოში ჭიშკართან გარდაიცვალა. ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს, რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, მე არ მინახავს, მითხრეს. ძალიან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში, ისიც ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანადგომა...რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება. ესეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს",- განაცხადა ონისე ცხადაძემ.მოსამართემ კი ბრალდებულ ონისე ცხადაძეს კორექტულობისკენ მოუწოდა.„მამათქვენი როგორ არის? ცოცხალი გყავთ?“,- მიმართა ონისე ცხადაძემ მოსამართლეს.„მე ვიცი, რომ ეს ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ქვეყანა მეცოდება, საიდან იქნება ამოსათრევი, არავინ არ ფიქრობს. სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს, ამის გამო თავს ვერ დავხრი და ვერავის შევეხვეწები გამიშვით-მეთქი, ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მივხედოთ, იმაზე იდარდეთ, რა ქვეყანაც გვაქვს",- განაცხადა ონისე ცხადაძემ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შალვა პაპუაშვილი – ხალხი ოპოზიციურ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს, საკუთარ თავს განაჩენი მაშინ გამოუტანეს, როდესაც ხელი მოაწერეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას

ქართველი ხალხი ამ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს, მათ განაჩენი საკუთარ თავს მაშინ გამოუტანეს, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, იქნება ეს დაფინანსება, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ოპოზიცია სრულად ჩამოკიდებულია უცხო ძალებზე.„უკვე კვირები დარჩა წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებამდე. მგონი, ეს იწილო-ბიწილო უკვე დაასრულდეს. ჩვენ, ქართველი ხალხი ვემზადებით არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან ადგილზე მოსახლეობამ უნდა აირჩიოს თავისი თვითმმართველობა, რომელმაც მისი ყოფითი ყოველდღიური საკითხები უნდა მოუგვაროს. ანტიქართული ოპოზიცია რამდენად ჩაერთვება არჩევნებში, ეს მათი პრობლემაა. არც მათი მონაწილეობით მოემატება რამე ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს არის უკვე გაცხადებულად ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფები და არც მათი არმონაწილეობით დააკლდება რამე არჩევნებს.ქართველი ხალხი რომ ამ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს, ეს ჩანს თუნდაც მათი ქცევიდან. მაგრამ ერთ რამეზე დავფიქრდეთ, ვისზე დადო ფსონი იმ ე.წ. ევროპამ, რომელშიც აღარაფერი ევროპული აღარ არის. ვისზე დადო ფსონი, ვინ დადიოდა საარჩევნო კამპანიაში, რომელი ქვეყნების ელჩები იყვნენ პირდაპირ ჩართული, რათა მოეყვანათ ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი ხელის პოლიტიკოსები?! თაღლითები, ადამიანები, რომლებიც დემოკრატიას არ აღიარებენ. ამათზე დებდა ფსონს და შემდეგ გამოდიან ეს ელჩები, თუ უცხოელი პოლიტიკოსები ა.შ. და გველაპარაკებიან ღირებულებებზე?! აბსოლუტურად ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკური ჯგუფები ჰყავთ ფავორიტებად ამორჩეული. ასე რომ, მათ განაჩენი საკუთარ თავს მაშინ გამოუტანეს, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას. მაშინ დაღუპეს თავი როგორც ქართველებმა, როგორც პოლიტიკოსებმა, როდესაც დადგნენ ამ გზაზე. ახლა ამიტომაც შესციცინებენ თვალებში, ხან ერთ ქვეყანაში სხედან, ხან – მეორეში. ვინმე გინახავთ სადმე რეგიონში?ჩადიან, რაიმე აქტივობა აქვთ?! ერთადერთი, სადაც დადიან, დადიან საზღვარგარეთ, რათა მიიღონ ინსტრუქციები და დაბრუნდნენ ამ ინსტრუქციების შესასრულებლად.იქნება ეს დაფინანსება, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ოპოზიცია სრულად ჩამოკიდებულია უცხო ძალებზე. ეს ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ბოლოს ელჩებიც კი ჩაერთნენ, ოღონდ რაღაცნაირად მიეღწიათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ ანტიქართული ძალები და ამანაც არ უშველა. ასე რომ, არც 15 მილიონი უშველის და არც 115 მილიონი, როდესაც საქმე გვაქვს ანტიქართულ მოძრაობასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, გამორიცხულია, საქართველოში ანტიქართულმა ჯგუფებმა გაიმარჯვონ.„როგორ შეიძლება, საქართველოში გაიმარჯვონ ანტიქართულმა ჯგუფებმა, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს, ეს ხომ გამორიცხულია. ხოლო რაც შეეხება ბულინგს, აიტანონ ახლა ერთმანეთის ბულინგი. ეს მათი შიდა პრობლემაა, ვინ ვის აბულინგებს და არ აბულინგებს. არიან მარიონეტი ფიგურები, რომლებიც სრულად იმართებიან გარედან. ეს დადასტურდა იმით, რომ არჩევნებზე ლამის ხელით დაატარებდნენ და მათ მესიჯებს ულაგებდნენ, იმეორებდნენ უცხოელები, რათა რაღაცნაირად იქნებ გაეთრიათ ხელისუფლებაში. ეს დასტურდება მათი ყოველდღიური ქცევით, მათ შორის იმით, რომ ყოველ მესამე დღეს უცხოეთში სხედან. რა უნდათ უცხოეთში? ხომ არის გამონათქვამი, რომ ქვეყნის საკითხები არ უნდა წყდებოდეს მის ფარგლებს გარეთ. მათ უნდათ, საქართველოს საკითხები გადაწყდეს სხვა დედაქალაქებში და ქვეყნებში. პირდაპირ, ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ იქნებ ვიღაცამ რაკეტა გვესროლოს და დაგვბომბოსო. გახსოვთ ხომ ტორესა მოსი, რომელიც ამაზე საუბრობდა, იქნებ ერთი რაკეტა ზუსტი დამიზნებით მოახვედრონ რაიმენაირად რუსთაველს და ამობუგონ აქაურობაო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტიდან პირდაპირ სიძულვილის გარემოს წაქეზება და დაფინანსება ხდება.„პირდაპირ ფინანსდება სიძულვილის გარემო ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რათა შექმნან სწორედ ასეთი მდგომარეობა. ასე რომ, როცა არიან უცხო ძალების მარიონეტები, საბოლოო ჯამში, მათ არავინ არაფერს არ შეეკითხება და რასაც დაავალებენ, ზუსტად ისე მოიქცევიან. მისცემენ მილიონებს, მილიონებს დახარჯავენ, მისცენენ თეთრებს და ამ თეთრებზეც კი მზად იქნებიან, შეასრულონ დავალებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია, რეზოლუციას, რომელშიც სიცრუე იწერება, მხარდაჭერა არ ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია.შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მხარი დაუჭირა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ არის ჩანაწერი.როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეზოლუციაში როდესაც სიცრუე და დეზინფორმაცია იწერება, ამას არ ექნება საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა.„სიცრუე და დეზინფორმაცია სადაც იწერება, იმ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. თავად დოკუმენტს ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონი და უკრაინის დელეგაცია, ცნობილი ჯგუფები – პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდათ ქართველი ხალხი. ვხედავთ, რომ მათი მცდელობით, ჩაიწერა ნახევარი წინადადება, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებოდა. ასე რომ, ესეც ცალკე ამბავია. დეზინფორმაციას ავრცელებს სხვადასხვა მედია. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. ჩვენ გვიწერდნენ რეკომენდაციებში დეზინფორმაციის არდაშვებას, თავად ფულს უხდიან ორგანიზაციებს, რომლებიც ტყუილსა და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მერე კიდევ გვეუბნებიან, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედია. სამწუხაროდ, დღეს დეზინფორმაცია დაფინანსებულია მათ შორის ევროკავშირის საელჩოს მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა, რომ არა ჯო უილსონისა და უკრაინის დელეგაციის მიერ შეტანილი  წინადადება, მხარდაჭერას მიიღებდა.„რაც შეეხება დოკუმენტს, მის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებაც შევიდა. ჩვენი დელეგაციის ინიციატივა იყო, რომელიც გაითვალისწინეს ტექსტის ავტორებმა, ამ მხრივ, მთლიანად რეზოლუცია მეტ-ნაკლებად მისაღებია. რომ არა ეს ერთი მავნებლური წინადადება, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო უილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა. ჩვენი ინიციატივა იყო ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი, ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ, რათა მოვუწოდოთ ყველას, აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში

მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, დეკლარაცია „მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის და უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.„მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში. ის „მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის და უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, – დაწერა ნიკოლოზ სამხარაძემ.ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.

ბოლო სიახლეები