საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ან დაიშლება, ან მნიშვნელოვანი ნაწილი დატოვებს მას.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს შიდა რესურსი იმისთვის, რომ განახლდეს და ახალი, საინტერესო რამ შესთავაზოს საზოგადოებას.
„ვფიქრობ, როგორც პარტია [„ნაციონალური მოძრაობა“] ან დაიშლება, ან მნიშვნელოვანი ნაწილი დატოვებს მას. ამ პარტიას არ აქვს შიდა რესურსი იმისთვის, რომ განახლდეს და ახალი, საინტერესო რამ შესთავაზოს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებთან ერთად, რომელიც 2024 წელს იქნება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს პირველობა ოპოზიციურ ფლანგზე მნიშვნელოვნად შეერყევა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. თავმჯდომარის თანამდებობა ერთია, მსურველი კი ოთხი – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.