ვფიქრობ, რომ ზოგადად, გიორგი კალანდარიშვილის შემთხვევაშიც, ამ წესის პრობლემასთან გვაქვს საქმე, რადგან 6 თვეში ერთხელ მისი ასეთი ტიპით წარდგენა და კონსენსუსის ძიება, შედეგს არ იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა,
„90 ხმის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო ლოგიკურია, რომ მიღწევადი იყოს, მაგრამ ორი მესამედის შემთხვევაში ამის მიღწევა, ჩემი აზრით, პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა იოსელიანმა.