სამშაბათი, იანვარი 20, 2026

ლევან დავითაშვილი – რაჭა თავის სიტყვას იტყვის და მსოფლიო რუკაზე იქნება გამორჩეული ადგილი ღვინის ტურიზმის კუთხით

„რაჭა, ეს არის ადგილი, სადაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასახელების ღვინო – ხვანჭკარა იწარმოება. არ შეიძლება არ გავიხსენო ის რეალობა, რომელიც 2012 წელს დაგვხდა, გვახსოვს, რამდენად რთული, პრობლემური იყო, მეღვინეობის დარგის მდგომარეობა.  2012 წელს, დაახლოებით 400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული მოდიოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ეს იყო ის რაოდენობა, რითაც ხვანჭკარა იწარმოება. რამდენიმე წელი, ეს რიცხვი, ინერციით მიჰყვებოდა სექტორს.  მინდა გითხათ, რომ დღეს, ეს რეალობა აბსოლუტურად შეცვლილია.   2020 წელს, გადამუშავებული ყურძნის –  ალექსანდროულის და მუჯურეთულის რაოდენობა 2500 ტონას აღემატებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ რამდენად დიდია განსხვავება 2013 და 2020 წლებს შორის. 7 წელიწადში  ყურძნის მოსავლის რაოდენობა გაექვსმაგდა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენაზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რაჭის რეგიონი სამინისტროსთვის არაერთი ძალიან კარგი პროექტის საპილოტე რეგიონია. სწორედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაიწყო მევენახეობის კადასტრის წარმოება. პირველი აღრიცხვების შედეგად, მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარი ვენახი ფიქსირდებოდა. დღეისათვის რეალობა ამ მიმართულებითაც შეცვლილია. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სავენახედ ვარგისი მიწა უკვე ათვისებულია ან მიმდინარეობს ვენახების გაშენება. ფაქტობრივად, აუთვისებელი მიწა აღარ არსებობს.

,,ფერმერის წარმატების ერთ-ერთი მანიშნებელი მის მფლობელობაში არსებული აქტივია. სასოფლო-სამეურნეო  მიწა არის ის ძირითადი აქტივი, რომელიც ჩვენს ფერმერებს გააჩნიათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ამბროლაურში რამდენიმეჯერ გაიზარდა და საქართველოში ის ყველაზე ძვირია. ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც სავენახედ გამოდგება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ათეულობით ათასი ლარი ღირს. ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი რიცხვი და პირდაპირი შედეგი ჩვენი პოლიტიკის, რაც გულისხმობს ფერმერების მხარდაჭერას, კერძო ინიციატივების მხარდაჭერას.  სახელმწიფო არ არის თქვენი კონკურენტი, სახელმწიფო თქვენი მხარდამჭერია, შესაბამისად, მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ. ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი და მივიღოთ კიდევ უფრო მეტი შედეგი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყოველ წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ მოსავლის დაბინავების შედეგად, კერძოდ, რთველის შედეგად, 10 მლნ ლარზე მეტი შედის. შემდგომ, აღნიშნული თანხა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გადადის – ხმარდება სერვისებს, მომსახურებას, ვაჭრობას, მშენებლობას და ა.შ. რეგიონში განხორციელებული სწორი პოლიტიკის შედეგად, მომავალში, უფრო მეტი ხელშესახები შედეგი იქნება.

2012-2013 წლებისთვის, ფაქტობრივად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 3 ტრადიციული საწარმო, ფაქტობრივად ტექნიკური გადაიარაღების გარეშე ფუნქციონირებდა და სავალალო მდგომარეობაში იყო. დღეს, ეს ყველა საწარმო გადაიარაღდა და გზას თუ გავყვებით, დავინახავთ, ძალიან ბევრ ახალი არქიტექტურის საწარმოს, ღვინის მარანს, თუ ღვინის ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომელიც იძლევა მოტივაციას და სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად. ეს ყველაფერი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში,  სახლმწიფოს მკაფიო ხედვით გაკეთდა.  ვიცოდით, რომ ყურძნის გადამუშავების კუთხით არსებობდა  დეფიციტი. მაშინ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო და მისი მხარდაჭერით, გადავწყვიტეთ, დაგვეფინანსებინა ახალი ღვინის საწარმოების შექმნა. შესაბამისად, იაფი შეღავათანი კრედიტის ფარგლებში, 10 ახალი საწარმო შეიქმნა და მოხდა მოდერნიზაცია, რაჭის რეგიონში გაიზარდა სიმძლავრეები, იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მიგვეღო შედეგები.  ფაქტობრივად, ყველა ეს საწარმო, არის სახელმწიფოს თანადაფინასნებით შექმნილი. ჩვენ, ამას გავაგრძელებთ მომავალშიც, გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, რომ ადეკვატური საწარმოო სიმძლავრეები გვქონდეს და ის მიზანი, რომელიც მხარის ხელმძღვანელობას ყოველთვის ჰქონდა –  ალექსანდროული და მუჯურეთული, ღირებული და ღირსეული რაჭული ჯიშის ყურძენი, ადგილზე დაბინავდეს და გადამუშავდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა შესაბამისი ცვლილებები შევიდა ტექნიკურ რეგლამენტში. იმდენად სწრაფად იზრდება სანედლეულო ბაზა, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს  საწარმოო ინფრასტრუქტურაში,  შეიქმნას  მეტი ახალი საწარმო, მეტი ახალი მარანი, ღვინის ქარხანა იმისთვის, რომ საბოლოო პროდუქტის სწორედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნას.

„შედეგები უკვე გვაქვს, საერთაშორისო წარმატებები და ოქროს მედლებიც არის და, ის დიდი სახელი, რომელიც რაჭის მეღვინეობას ჰქონდა, ნელ-ნელა უბრუნდება. დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა თავის სიტყვას იტყვის და იქნება  მსოფლიო რუკაზე გამორჩეული ადგილი ღვინის ტურიზმის კუთხით, რადგან გარდა ღვინის წარმოების უნიკალური პოტენციალისა და შესაძებლობისა, ეს არის ულამაზესი მხარე თავისი შესაძლებლობებით, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, უნიკალური ადამიანებით, რომლებიც არიან ძალიან თბილი და დინჯი, რომელთაც სტუმარი უყვართ და დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  ტურიტული დანიშნულების ადგილი ჩვენ ქვეყანაში. რაჭას ყველაფერი გააჩნია  ამისთვის და თქვენთან ერთად, ამ ყველაფერს მივაღწევთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვირუსული ვიდეო ბათუმიდან: HungryManTV-მ კურიერს სკუტერი აჩუქა

ბათუმში სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთხელ   გააოცა საზოგადოება.HungryManTV (განსაკუთრებით ცნობილი ქართულად „Hungryman – ჰანგრიმენი“) არის პოპულარული YouTube და სოციალური მედიის არხი, რომლის მთავარი მიზანია გასართობი და სოციალურად სტიმულირuvchi ვიდეოების შექმნა სხვადასხვა челენჯებით, გამოწვევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებიც ყოველდღიურ ადამიანებთან და თემებთან მუშაობენ.ამჯერად, ჰანგრიმენი-მ Glovo კურიერი გოგონა, რომელიც ველოსიპედით მუშაობდა, მოულოდნელად სკუტერით დაასაჩუქრა, როგორც ხელშეწყობის და მხარდაჭერის სიმბოლო — ვიდეოში ჩანს კურიერის განცდა და რეაქცია, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელში და იწვევს პოზიტიურ გამოხმაურებებს.  

გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

აი თურმე როგორ ცეკვავენ გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა.ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.„შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.ამასთან, საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

გიორგი შარაშიძე – რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ „ოცნება“ ერთ დღეს გახდებოდა კეთილი, ჰუმანური და ემპათიური რეჟიმი?

„ოცნებამ“ გუშინ საზოგადოებას თავისი ნამდვილი სახე აჩვენა, ეს იყო პირდაპირი შურისძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ აღიარებს დანაშაულს და პრეზიდენტის ინსტიტუტს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, ადამიანებმა სიცივესა და თოვლში მთელი დღე გაატარეს.„არაადამიანურად მოპყრობას გავუტოლებდი. არაადამიანური მოპრობა არ ნიშნავს მხოლოდ ციხეებში ადამიანებზე ძალადობას და ფიზიკურ ძალადობას. არაადამიანური მოპრობა შეიძლება იყოს ასევე ემოციური, ფსიქოლოგიური ძალადობა ადამიანებზე და სწორედ ასეთი ტიპის მოპყრობასთან გვქონდა გუშინ საქმე. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ეზეიმა ნათლისღების დღესასწაული, „ქართულმა ოცნებამ“ ამ უტიფარი ჟესტით ეს დღე ფაქტობრივად მთელ საქართველოს ჩაამწარა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.რაც შეეხება შეწყალებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ვერ ხვდება, რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ „ოცნება“ ერთ დღეს გახდებოდა კეთილი, ჰუმანური და ემპათიური რეჟიმი.„რა შეიცვალა? „ოცნების“ ბოლო შეწყალება გიორგობას იყო, 23 ნოემბერს და მართლაც გაუგებარია, რა შეიცვალა ბოლო ორ თვეში, რომ „ოცნება“ ასეთი კეთილი გამხდარიყო და შეეწყალებინა პატიმრები. რომც ვიხილოთ ამ ადამიანების ნაწილი შეწყალებულთა სიაში, იმდენად მძიმე საყურებელი იყო, გუშინ მთელი დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, ამ სიხარულსაც ხაზს გადაუსვამს „ქართული ოცნება“ საკუთარი საქციელით. ეს ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს. „ოცნებამ“ გამოავლინა საკუთარი სახე და დაადასტურა, რომ ამ რეჟიმს ჰუმანურობასთან, შემწყნარებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რომც გადადგას ნაბიჯი და შეიწყალოს უკანონო პატიმრები, ნებისმიერ შემთხვევაში ამას გააკეთებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მიზანი კი მას აქვს ერთადერთი, როგორმე ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

მცენარე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია – ექიმის რეკომენდაცია

რეჰანი ნაზი, სითბოს მოყვარული მწვანილია. შუა საუკუნეების "სააქიმო წიგნებში" მას სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. ძველი წყაროების თანახმად, თურმე რეჰანი ძლიერ აღვივებდა ვნებას, მის ფხვნილს კი შაკიკიანი ავადმყოფები ყნოსავდნენ.რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. პოტენციურად მას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. მცენარეს ასევე აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და თმისთვის.იმისათვის, რომ ზამთრის პერიოდში ორგანიზმი დავიცვათ გაციებითი დაავადებებისგან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტისგან, ექსპერტები გვთავაზობენ, რეჰანი (გამხმარი და დაფქული) შევურიოთ კრისტალურ შაქარს და ყოველდღე მივიღოთ.მცენარე ამცირებს ტკივილის (მათ შორის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით პროვოცირებული), ღებინების შეგრძნებას.

ბოლო სიახლეები