პარასკევი, მაისი 9, 2025

ლევან დავითაშვილი – თურქმენეთის მთავრობასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრისას გამოიკვეთა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ტურიზმი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფერო

თურქმენეთის მთავრობასთან ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, სადაც გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ესენია: ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკის სფერო და ტურიზმი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე დაისახა კონკრეტული მიზნები, როგორ შეიძლება, უფრო ხელსაყრელი გახდეს აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის.

„დავსახეთ კონკრეტული მიზნები, თუ როგორ შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის. საუბარია საქართველოში თურქმენეთში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე და ასევე საქართველოს მეშვეობით ტრანზიტზე. ვისაუბრეთ გაზის შესაძლო ექსპორტზე თურქმენეთიდან საქართველოში, რაც საქართველოს ენერგოსისტემის დივერსიფიცირებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ასევე ყურადღება დავუთმეთ სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულების ეფექტურად გამოყენებას. თურქმენეთი არის ერთ-ერთი სატრანზიტო და ამავე დროს მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენთვის ამ მიმართულებით თურქმენეთთან თანამშრომლობა არის ძალიან პერსპექტიული. ორ მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა თურქმენეთიდან საქართველოში 2024 წლის განმავლობაში, საიდანაც 90 %-ზე მეტი იყო სატრანზიტო დანიშნულების ტვირთი. ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობა, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია, უახლოეს ხანებში ეს მოცულობები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, შეგვიძლია, თურქმენეთში წარმოებული მინერალური სასუქები საქართველოს მეშვეობით გავიდეს დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, კონკრეტული საგზაო რუკა შეიქმნება უახლოეს ხანებში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თურქმენეთში წარმოებული პროდუქცია დასაწყობდეს საქართველოში და საქართველოდან ეფექტიანად, უფრო კონკურენტუნარიან ფასებში მიეწოდოს ევროპის ქვეყნებს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ საქართველო თურქმენეთს ლიბერალურ სავიზო რეჟიმს სთავაზობს, რაც ტურისტული ნაკადებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

„ვისაუბრეთ ტურიზმის სექტორში თანამშრომლობაზე. 18 000-ზე მეტი ტურისტი იყო 2024 წელს თურქმენეთიდან საქართველოში. იცით, რომ ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ, რომელმაც ლიბერალური სავიზო რეჟიმი შესთავაზა თურქმენეთს და ვფიქრობ, ის ცნობადობა, რომელიც საქართველოს ამ ქვეყანაში აქვს, მოგვცემს საშუალებას, ტურისტების ნაკადი კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში. ყველა ეს მიმართულება ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ხელსაყრელი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე, საინტერესო – თურქმენეთისთვის და ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული საგზაო რუკის რეალიზების ფარგლებში ეს ყველაფერი არის უახლოეს ხანებში მიღწევადი“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

🎥„აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

დრამისა და კინოს მსახიობი, „ინფლუენსერი“ თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. @tamunamdivanმაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️ ♬ original sound - თამუნა მდივანი ცნობისთვის, გიორგი მდივანი გასულ კვირას, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ბიჭის ნათლიამ დაწერა, გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ბოლო სიახლეები