პარასკევი, მაისი 2, 2025

ლევან დავითაშვილი – აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან იდეოლოგიური თანხვედრა თანამშრომლობის კარგი წინაპირობაა, რასაც უნდა დაემატოს კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი გეგმები

ვფიქრობ, ძალიან კარგი წინაპირობები არსებობს, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ძალიან დაბალ ნიშნულზე არსებული ურთიერთობები შეიცვალოს, ეს შესაძლებლობების ახალ სივრცეს აჩენს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, არსებობს იდეოლოგიური თანხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.

ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ღირებულებითი თანხვედრა ძალიან კარგი წინაპირობაა, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო შედეგიანი თანამშრომლობა შედგეს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არც საქართველოსთვის და არც ამერიკისთვის არ არის საკმარისი პირობა.

„ამას უნდა დაემატოს რაიმე კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი და ხელშესახები გეგმები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის. ჩვენ გვესმის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტების – მათ ცალსახად აინტერესებთ, რომ ამერიკელი ხალხისთვის თანამშრომლობა გარე სამყაროსთან, სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორებთან იყოს მათი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილი ასევე შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ დაწესებული სანქციების თემას. მისი შეფასებით, ეს რთული მემკვიდრეობაა ახალი ადმინისტრაციისთვის და მის შეცვლას გარკვეული დრო და იურიდიული პროცედურები დასჭირდება.

„საკმაოდ დაზიანებული ურთიერთობების ხელახლა დაწყება უფრო რთულია, ვიდრე მათი მაღალი ნიშნულიდან გაგრძელება, თუმცა შესაძლებლობები არსებობს. უმთავრესი არის, რომ არსებობს თანამშრომლობის განწყობა ორივე მხრიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მხრიდან დავინახე განწყობა, რომ შედგეს თანამშრომლობა, რომელიც იქნება ურთიერთხელსაყრელი და პროდუქტიული. რა თქმა უნდა, წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზეც იყო საუბარი. როდესაც ორი მხარე იწყებს ასეთი რთული მოცემულობიდან საუბარს, ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული არგუმენტი გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ღია, გულწრფელი დიალოგი და ეს დიალოგი ნამდვილად შედგა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საუბარი თეთრ სახლში – ჩვენ გვქონდა ძალიან ღია დიალოგი, ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, მათ შორის ახალი პრიორიტეტების შესახებ, მათ გაიგეს ჩვენი მოლოდინების შესახებ, ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სასარგებლო იყო“, – განაცხადა ირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციის შეფასებებზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიერ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გარკვეული განცხადებების ინტერპრეტაცია რეალობას არ შეესაბამება და საქართველოსა და აშშ-ს შორის მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის პერსპექტივები არსებობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენულ უფლებებს და გადაწყვეტილებებს.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის მკაფიო გზავნილი თეთრი სახლის და ახალი ადმინისტრაციის მხრიდან.

„სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილებები არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გლობალურ პოლიტიკაში და ამ ცვლილებებს თავისი დრო სჭირდება. მესმის, რომ ოპოზიცია დღეს სპეკულირებს, არსებობს წინმსწრები განცხადებები და ა.შ. ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს, მკაფიოდ ვაფიქსირებთ თანამშრომლობის განწყობას და ინტერესს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო პროდუქტიული და ხელშესახები იყოს, რაზეც საუბრობდნენ ჩვენი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელები. აშშ-ში შეხვედრებისას სწორედ ამაზე იყო დიალოგი, თუ როგორ შეიძლება შეჩერებული სტრატეგიული თანამშრომლობა სამუშაო რეჟიმში გავხადოთ კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული და როგორ ავსახოთ ახალი ინიციატივები ამ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ინტენსიური დიალოგის პირობებში შეიძლება ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომლებიც ერთობლივად არის დასახული.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომი თანამშრომლობის მოლოდინები ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან დიდი. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინები გამართლდება, თუმცა მკაფიო იყო იმაზე კომუნიკაციაც, რომ ამას სჭირდება დრო, რადგან ბევრი პრიორიტეტი არსებობს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და გვესმის, რომ გლობალური გამოწვევაც არის ძალიან ბევრი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, პრობლემური საკითხებიც იყო განხილვის საგანი.

„იმედი მაქვს, წლის განმავლობაში ამერიკის ადმინისტრაცია შეძლებს, ამ საკითხებს მიუბრუნდეს და ისინი ჩვენთან დიალოგის რეჟიმში გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ინტენსიური დიალოგის პირობებში შეიძლება ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომლებიც ერთობლივად დავისახეთ, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ოლაფ შოლცი – პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახლა ამ საკითხზე პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შიდა დაზვერვის სააგენტომ გააგრძელოს და გააძლიეროს მონიტორინგი.„რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ხელახლა უნდა შევაფასოთ საკითხი, რა შეიძლება, იყოს შემდეგი ნაბიჯები… ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო აკრძალვის შესახებ ბოლოდროინდელი ყველა განაცხადი“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.

Independent-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს – „ექვსი საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ საქართველოს დედაქალაქში“

ბრიტანული გამოცემა Independent-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას ავრცელებს.Independent-ის ჟურნალისტმა, შონ მოლტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.შონ მოლტონი გამოცემის მკითხველს ლონდონიდან ახალი პირდაპირი რეისების შესახებ მოუთხრობს, რომელიც თბილისის მიმართულებით სრულდება და აცნობს, რა დახვდებათ საქართველოს დედაქალაქში ჩასულ მოგზაურებს.„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე პატარა ქვეყანა საქართველო მსოფლიოში უძველესი ღვინის სამშობლოა. საქართველო გამორჩეულია მდიდარი ბუნებით, შავი ზღვის სანაპიროებითა და კავკასიონის მთებით. მე-5 საუკუნეში დაარსებული თბილისი მრავალფეროვანი არქიტექტურით ცნობილია, სადაც ასახულია მისი მღელვარე ისტორია, ეს მოიცავს შუა საუკუნეების, ნეოკლასიკურ და საბჭოთა ეპოქებს. თუ აპირებთ თბილისის მონახულებას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს შერჩეულ ღირსშესანიშნაობებს“, – წერს შონ მოლტონი და სტატიის მკითხველს აცნობს – მდებარე ბაზარს, თბილისის ხელოვნების მუზეუმს, ზურაბ წერეთლის მონუმენტს – საქართველოს მატიანეს, რეზო გაბრიაძის მარიონეტის თეატრსა და საათის კოშკს, ჭრელ აბანოსა და ქართულ სამზარეულოს.„ამ გაზაფხულს ორმა ავიაკომპანიამ ლონდონი კავკასიის გულთან, თბილისთან დააკავშირა. British Airways კვირაში ოთხ რეისს ასრულებს ჰითროუს აეროპორტიდან, ხოლო EasyJet კვირაში ორჯერ დაფრინავს ლუტონის აეროპორტიდან“, – წერს Independent-ის ჟურნალისტი.ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ფორმულას“ წამყვანები ტოვებენ – „პერსონალურმა მიზეზებმა არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი“

ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტებმა თეონა ბაკურაძემ და თამარ ჩიხლაძემ დატოვეს.ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ, საავტორო გადაცემაში „ფორმულას დღე“ განაცხადეს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი IAEA-ის სათავო ოფისში, საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში, მოხსენებებით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა გიორგი ნაბახტიანმა ვენაში (ავსტრია), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სათავო ოფისში, გაერთიანებული კონვენციის გამოყენებულ ბირთვულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ მე-8 განსახილველ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საქართველოს დელეგაციას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე ხელმძღვანელობდა.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სათავო ოფისში უნივერსიტეტის მეცნიერი გაწეული სამუშაოს შესახებ საქართველოს ანგარიშით (ანალიზი) წარდგა, რომელიც მისივე ავტორობით იქნა დამუშავებული. გიორგი ნაბახტიანის ვრცელი მოხსენება მოიცავდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბირთვულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს გამოცდილებას და ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების სრულ ანალიზს. სტუ-ის მეცნიერმა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, კანადის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა შეკითხვებს, ასევე, მონაწილეობა მიიღო სხვა ქვეყნების ანაგარიშების შეფასებაში.როგორც პროფესორი გიორგი ნაბახტიანი აღნიშნავს, IAEA-ის სათავო ოფისში ასევე შედგა რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვის სისტემების (SRIS/SWIFT) განვითარება-დანერგვის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა, რომელზეც ის კონსულტანტის რანგში წარსდგა და SRIS/SWIFT სისტემების განვითარების თაობაზე რიგი წინადადებები წარმოადგინა. მეცნიერის თქმით, ის მოხსენებით გამოვიდა და ჯგუფის მუშაობას უძღვებოდა IAEA-ის შტაბ-ბინაში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზეც, რომელიც რადიოაქტიური წყაროების მიწისპირა სამარხში დაფლობის საკითხებს ეხებოდა.„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარისთვის, დიდი პატივი იყო საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში, ვენაში, IAEA-ის შტაბ-ბინაში, მერვე განსახილველ შეხვედრაში მონაწილეობა. ეს იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმოგვედგინა ჩვენი ქვეყნის მიღწევები დახარჯული ბირთვული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიმართულებით. საქართველოს გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ექსპერტებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებთან დიალოგი აძლიერებს გლობალურ ბირთვულ უსაფრთხოებას და ხაზგასმით ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტების მიმართ საქართველოს ერთგულებას", - აცხადებს სტუ-ის მეცნიერი.

თამარ ჩიბურდანიძე: სანამ ევროპაში მძლავრობს ჩრდილოვანი მმართველობა, საქართველოში ყოველთვის იქნება არეულობის მცდელობა ამ ოპოზიციის ხელში

 პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სუს-ის 2024 წლის ანგარიშს მედიასთან ეხმიანება. "სუს-მა ანგარიშში გამოიტანა ის, რასაც თავად ამბობდნენ , ოღონდ ფაქტობრივი, დოკუმენტური დასაბუთება გააკეთა"- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ უწყების 2024 წლის ანგარიშში გამოტანილია ის ფაქტები, რასაც თავად აცხადებდნენ ოპოზიციური ლიდერები. ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა იზოლირებულია და ამას ადასტურებს დონალდ ტრამპის მრჩევლის განცხადებებიც, სადაც მან განაცხადა, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოებისთვის თანხებს ვეღარ გაიღებდა. „სუს-ის ანგარიშში ეჭვს ვერ შეიტანს ვერავინ იმიტომ, რომ თვითონ ოპოზიციური ლიდერები ამას ღიად აცხადებდნენ- უნდა გადავკეტოთ გზები, მოვაწყოთ ამბოხიო. იარაღზეც საუბრობდნენ - შიშველი ხელებით რევოლუციას ვერ მოვაწყობთო. აქედან გამომდინარე, სუს-მა ანგარიშში გამოიტანა ის, რასაც თავად ამბობდნენ , ოღონდ ფაქტობრივი, დოკუმენტური დასაბუთება გააკეთა. რა თქმა უნდა, მათი მიზანი არის ქვეყანაში არეულობა. სანამ ევროპას, ჯერ კიდევ, ხელმძღვანელობს და ევროპაში მძლავრობს ჩრდილოვანი მმართველობა, საქართველოში ყოველთვის იქნება არეულობის მცდელობა ამ ოპოზიციის ხელში, რადგან ეს ოპოზიცია არის მათი დაკვეთების შემსრულებელი. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ევროპაში აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია.დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დღეს გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება. მან თქვა, რომ ამერიკას 33 მლრდ დოლარი ვალი აქვს და ამ პირობებში, აშშ ფულს ვეღარ გაიღებს ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროპამ თავად უნდა მიხედოს თავის უსაფრთხოებას, თვითონ უნდა გააკეთოს დონაცია. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ უნდა გაემიჯნოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, როგორიც არის პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და ა.შ. რატომ გააკეთა ასეთი განცხადება ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში? რასაც ჩვენ ვსაუბრობდით - ევროპას აქვს საფრთხე, რომ დაიშალოს, გაიყოს რამდენიმე ნაწილად და ყველაზე დიდი საფრთხე, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპად დანაწილდეს,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ბოლო სიახლეები