ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

ლევან დავითაშვილი – აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ბევრ საკითხში არის პოზიციების თანხვედრა, ვფიქრობ, თანამშრომლობის ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ძირითად პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან, ამ შემთხვევაში, ღიად უნდა ვისაუბროთ, რომ აშშ-თან ურთიერთობები სასურველ ნიშნულზე არ იყო, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შესახებ საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ეს ვითარება შეიცვალოს, გამოსწორდეს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ, როგორც საქართველო, ისე აშშ-ი პრაგმატულად დაინტერესებულია, ეს ურთიერთობები იყოს უფრო მეტად მჭიდრო და ურთიერთხელსაყრელი.

„ჩვენ ზუსტად ამაზე გვქონდა აქცენტი. დიალოგი ამ თემის გარშემო მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან, რომ თანამშრომლობა გავხადოთ უფრო მეტად ურთიერთხელსაყრელი და ეს რაციონალური და პრაგმატული მიდგომა აბსოლუტურად მისაღებია ახალი ადმინისტრაციისთვის. აშშ-ში ჩვენი ვიზიტი ძირითადად იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. ეკონომიკური ბლოკი ვიყავით წარმოდგენილი. ეროვნულ ბანკთან ერთად გვქონდა პარტნიორებთან საინტერესო შეხვედრები. ეს არის საგაზაფხულო სესიები, როგორც წლიური შეხვედრები, რომლებიც ყოველთვის საინტერესოა, რადგან ჩვენ ვიგებთ მიმდინარე წლის ძირითად ტენდენციებს, რაც საერთაშორისო საფინანსო სისტემაში ხდება. ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პრიორიტეტებზე შეგვიძლია, მივიღოთ მეტი ინფორმაცია. მათ მიიღონ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ობიექტური ინფორმაცია, უმაღლესმა გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა, რათა ეს თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იყოს კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტიანი.

ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და პოზიტიური დინამიკა ეკონომიკაში შევინარჩუნოთ, დაფინანსების მუდმივი და პროგნოზირებადი წყაროები საქართველოს გააჩნდეს საინტერესო პრიორიტეტული პროექტებისთვის. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ბევრი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა მოხდა მთელი კვირის განმავლობაში. ჩვენ როდესაც ვიზიტი გვაქვს აშშ-ში და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არიან წარმოდგენილი, აუცილებელია ორმხრივი შეხვედრები და ორმხრივი შეხვედრები გვქონდა ასევე ეკონომიკურ ბლოკთან. გვქონდა ვაჭრობის სამინისტროში, სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, ფინანსთა სამინისტროში. ასევე თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში. მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, ეს დიალოგი არის ძალიან პოზიტიური, ძალიან ბევრ საკითხში ახალ ადმინისტრაციასთან არის პოზიციების თანხვედრა და ვფიქრობ, ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს თანამშრომლობის ძალიან დიდი პერსპექტივა. მე ამის იმედი მაქვს. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომელიც უნდა იყოს ურთიერთხელსაყრელი და ზუსტად ამაზე კეთდება აქცენტი, რომ ჩვენ გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ეს იქნება საქართველოსა და ამერიკის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კახა კალაძე – საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა

საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდის აშშ-ში ვიზიტსა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.კახა კალაძის თქმით, საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.„ჩვენ გვინდა მეგობრობა. ეს არაერთხელ პრინციპულად დაგვიფიქსირებია და მინდა, კვლავაც ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოხდეს გადატვირთვა, რასაც ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა. ის დამოკიდებულება, რაც იყო, არავისთვისაა მისაღები – არც ჩვენთვის და, დარწმუნებული ვარ, არც მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, როგორ დიდ სახელმწიფოზეც არ უნდა იყოს საუბარი.„არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ვინმეს უკანა ეზო იყოს, როგორი დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. ეს უნდა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის ინტერესს, შევინარჩუნებთ მშვიდობას. გრძელვადიანი მშვიდობა დღეს საქართველოს სჭირდება ისე, როგორც არასდროს. როგორც ევროპასთან, ისე აშშ-თან გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა და არა – ბატონყმური დამოკიდებულება. ამას ვერ და არ დავუშვებთ, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.რაც შეეხება „დიფ სთეითთან“ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძოლას, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება აკვირდება ამ პროცესს.„არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკვირდებით პროცესებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება იყო. პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, ის ჯერ დამარცხებული არ არის. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ის დამარცხებული იქნება და ამას შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენზე და ჩვენთან ურთიერთობებზეც. არ იფიქროთ, რომ აშშ-ში ყველაფერი დალაგებულია. იქაც არსებობს პრობლემები და გამოწვევები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ჩემო მფარველო ანგელოზო“ – მარიამ მდივანი ძმას ემშვიდობება

ცნობილ მსახიობს და "ტიკ-ტოკერს", თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.გიორგი მდივანი დღეს დაკრძალეს.გიოს ემოციურად ემშვიდობება მისი და, მარიამ მდივანი:„ჩემო მფარველო ანგელოზო... მე შენ ყოველთვის მეყვარები“,- წერს მარიამი. „გიო გული ამოგვაგლიჯე ჩემო კეთილო, მხიარულო და თბილო ბიჭო!...  ასეთი ტკივილი პირველად განვიცადეთ, ჯერ ბოლომდე ვერ ვიაზრებ ეს რა ტრაგედია დაგვტრიალებს თავს.. არ ვიცი როგორ ვანუგეშო თამუნა, კუკა, სალომე და მარიამი... განადგურებულები ვართ. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ვილოცოთ შენთვის“,- წერენ გიოს ახლობლები.ცნობისთვის, ნათლიის გავრცელებული ინფორმაციით, გიოს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

კახა კალაძე – დაფინანსებები შემოდიოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი შეასრულებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციური პროცესები იმართებოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ადამიანები მოეყვანათ. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უცხოელ დიპლომატებთან ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდებოდა ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, არ იფიქროთ, რომ ხორციელდება ადგილობრივების, ე.წ. ქართული ოპოზიციის ხედვებით, ან მათ აქვთ რამე მოფიქრებული, რა ნაბიჯები უნდა გადადგან. ყველაფერი იმართება უცხოეთიდან, უცხოელების კარნახით. ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობები. ყველაფერი შემოდიოდა უცხოეთიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოეყვანათ მათთვის სასურველი ადამიანები, აგენტურა, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი და თვალდახუჭული შეასრულებენ. ეს არის მარტივი მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს გარედან არ მიეცეთ იმის შესაძლებლობა, ქვეყანაში რამე დაძაბულობა შემოიტანონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში „მაიდნის“ სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თბილისის მერი პასუხობს, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლება, დიდი ხანია, საუბრობს.„ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს დაწყებული საუბარი ამაზე. თავიდან შეიძლება, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, თუმცა, ეს ყველამ დაინახა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თავად ისაუბრა ამაზე და გამოაქვეყნეს მთელი რიგი დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაციები – USAID-ი, NED-ი პირდაპირ ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების დამხობაში, სახელმწიფო გადატრიალებაში. ამაში ხარჯავდნენ ფულს. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, ორგანიზებული იყო და არავინ იფიქროს, რომ შემთხვევით ხდებოდა. რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის. თუნდაც 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ. ხომ ყველამ ვიცით, ის პარალელური დათვლები ვისი დაფინანსებული იყო. საზოგადოება რომ მოატყუეს, თითქოს აცდენილი იყო, არადა, რეალურად ერთი ერთში იყო ცესკო-ს მიერ მიღებული მონაცემები და მათი პარალელური დათვლების შედეგი. ასეთი რაღაცები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება და სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიების – „ახლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანა ყურაშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.„4000-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. თავს დამნაშავედ მაინც არ ვთვლი, რა ფაქტსაც მედავებიან, ის ფაქტი არ ჩამიდენია. ფიზიკურად არ ვყოფილვარ იმ წამს იქ. რეჟიმი ისე იქცევა, რომ აქტიური ადამიანების დასჯა უნდა, მაგრამ დაშინებულზე მეტად, გაბრაზებული ვარ და ასმაგად ვიბრძოლებ“, – განაცხადა ანა ყურაშვილმა.მირანდა ბაღათურიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელის, მირიან ქავთარაძის დაკვეთა იყო.„პირდაპირ ცრუ მოწმის, მირიან ქავთარაძის დაკვეთა იყო ეს. აი, აქ დგას, პროცესის მიმდინარეობისას ეზოში მანქანაში. მოიყვანა თავისი მონა მომწეები და აკონტროლებდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვერცერთმა ვერ დამადო ხელი. ძალიან უნდოდათ პატიმრობა, მაგრამ მიხვდნენ, რაც ხდებოდა გარეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო პროცესზე და არ ქნეს, თუმცა შსს-ს ძალიან უნდოდა მე და ანა ყურაშვილი გავეშვი პატიმრობაში“, – განაცხადა მირანდა ბაღათურიამ.

იაგო ხვიჩია – სალომე ზურაბიშვილი ტროლად ჩამოყალიბდა, ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს, ისედაც თავგზააბნეულ ოპოზიციას მეტად უბნევს თავგზას

სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ტროლად ჩამოყალიბდა, რომელიც ხან ერთ რამეს ამბობს, ხან – მეორეს, ისედაც ამ თავგზააბნეულ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უბნევს თავგზას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.„კოალიციური მთავრობის იდეაში ცუდი არაფერია, უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ჩადენილი ქმედებების, ათასნაირი კოალიციების, ქარტიების თუ რაღაც ჯანდაბების შემდეგ როდესაც კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, მისი მხრიდან არასერიოზული გამოდის, რაც არ უნდა სერიოზული იყოს კოალიციური მთავრობის იდეა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.გუშინ „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.

ბოლო სიახლეები