პარასკევი, მაისი 9, 2025

ლევან დავითაშვილი – აშშ-ის მიერ გამოიყო განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები, სადაც ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი, ათი პროცენტი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სატარიფო გადასახადი საქართველოსაც შეეხო, საქართველო განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნების რიგშია, რომლებსაც დაბალი, ათპროცენტიანი სატარიფო განაკვეთი შეეხო.

როგორც დავითაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, თუ აშშ-ის ახალი სატარიფო გადასახადები გრძელვადიანი მოცემულობა იქნა და ეს ინვესტორებმა დაინახეს, შესაძლოა, საქართველოში დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს.

„ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც შეიძლება, ყურადღება მივაქციოთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო ახალი სატარიფო პოლიტიკა, მათ შორის, ყველა ქვეყანასთან მიმართებით და საქართველო არ არის გამონაკლისი. თუმცა, განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები გამოიყო, სადაც ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი, ათპროცენტიანი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი გვაქვს აშშ-ში ექსპორტის განხორციელების პირობებში. აშშ-თან ჩვენს სავაჭრო სტრუქტურას რომ შევხედოთ, დაახლოებით, საქართველოდან 150 მილიონ დოლარამდე პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება. აქედან დიდი ნაწილი ფეროშენადნობებზე მოდის. ეს 60 პროცენტზე მეტია. ამ შემთხვევაში, ფეროშენადნობებს ტარიფები არ ეხება. აქედან გამომდინარე, აქ არც უპირატესობა გვექნება და არც დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა პროდუქტები, რომლებიც ათი პროცენტით დაიბეგრება, მთლიანი დამატებითი ხარჯი, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება, რაზეც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნულოვანია, არაფერს წარმოადგენს.

როგორც ზოგიერთი ეკონომისტი აღნიშნავს, გარკვეული პოზიტიური ეფექტის მიღების შანსი აქ არის. მაგალითად, ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენგან ექსპორტირებული ათი პროცენტის რეჟიმში იბეგრება, ასეთია ღვინო, შეიძლება, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს სხვა იმპორტულ ღვინოსთან მიმართებით. აშშ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს ღვინოს ევროპიდან, ასევე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, ათპროცენტიანი გადასახადი, არსებულ ოთხ პროცენტთან ერთად, ანუ ჯამში 14-პროცენტიანი გადასახადი, სხვა ქვეყნების 30-პროცენტიან გადასახადებთან შედარებით, უპირატესია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ეკონომიკურად წაახალისოს იგივე ღვინის ექსპორტი აშშ-ში. თუ გრძელვადიანი მოცემულობა იქნა ასეთი და ეს დაინახეს ინვესტორებმა, შესაძლოა, დამატებით ინვესტიციებს ველოდოთ საქართველოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

🎥„აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

დრამისა და კინოს მსახიობი, „ინფლუენსერი“ თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. @tamunamdivanმაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️ ♬ original sound - თამუნა მდივანი ცნობისთვის, გიორგი მდივანი გასულ კვირას, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ბიჭის ნათლიამ დაწერა, გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ბოლო სიახლეები