სამშაბათი, ივლისი 15, 2025

ლევან გოგიჩაიშვილი – ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ჰქვია – ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ, ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ ვიღაცებმა თქვეს: „მშვიდობიანად დავამხობთო“

დღეს ვისაც არ უნდა, ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, არის “ქართული ოცნება”. საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს , – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ლელო”-“გახარია საქართველოს” მონაწილეობის თაობაზე ოპოზიციის ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, “ქართული ოცნებისთვის” კომფორტია მარტო მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ასეთი კომფორტის შექმნა არის უპასუხისმგებლობას.

“მაგ ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. 1-ელი ოქტომბრის შვილები არიან, მას შემდეგ გაიყვნენ, რაც ხელისუფლებაში არ არიან. ეს ხალხი 1-ელ ოქტომბერს ერთად იყვნენ, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციაში კი არ წასულან , არამედ ბოლომდე გაყვნენ მათ და მერე გაიყვნენ. ჩვენ “ქართული ოცნებიდან” წამოვედით, ხელისუფლებიდან წამოვედით. ეს ხალხი არ წამოსულა ხელისუფლებიდან. უბრალოდ ფაქტი დადგა – დამარცხდნენ 1-ელ ოქტომბერს და ამიტომ არიან ამ რეჟიმში. მე რომ დავინახე “ქართული ოცნება” “ნაცდებოდა” , ჩემი ადგილი იქ არ იყო.

ჩვენ თავიდანვე თქვით, რომ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით. დღეს ვისაც არ უნდა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ეს არის “ქართული ოცნება”. საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. “ქართულ ოცნებას” უნდა მარტო მიიღოს მონაწილეობა. როცა ასეთ კომფორტს უქმნი, ეს არის უპასუხისმგებლობას”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ “ლელომ” და “გახარია საქართველოსთვის” გადაწყვიტეს კონკურენციის ნაცვლად თანამშრომლობა.

“ჩვენ ვფირქობდით და უგუნურად მიგვაჩნდა, რომ თუკი არჩევნებში მივიღებდით მონაწილეობას, ერთმანეთისთვის კონკურენცია გაგვეწია. შევსულიყავით ისეთ კონკურენვიაშია, სადაც არის ურთიერთბრალდებები, ამიტომ გადავწყვიტეთ მემორანდუმის გაფორმება. ფაქტობრივად გვეყოლება ნეიტრალური კანდიდატები, რომლებიც წარდგენილები იქნებიან ჩვენი მხირდან. ნეიტრალური ნიშნავს, მათ შორის არაპარტიულსაც. ჩვენ ამ საკითხებზე სულ ვმუშაობდით, ახლა უკვე ინტენსიურად გაგრძელდება

ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს უშლიან ხელს არიან მავნებლები, ამასთან, ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ. ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა რომ ვიღაცებმა თქვეს – მშვიდობიანად დავამხობთო. ეს ხომ არასერიოზულია. ეს არის ილუზიები, რითაც ადამიანებს გზას უბნევენ. თეორიებით ელაპარაკებიან ადამიანებს, რომელთა პრაქტიკულად აღსრულება შეუძლებელია.

ჩვენ ვთქვით, რომ არ ვართ რევოლუციონერები”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა.წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან.უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააბრძანებენ ხოლმე.ტროპარიღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დონალდ ტრამპი – აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას

აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ განაცხადა.„ჩვენ ვაპირებთ, ნატო-ს დიდი რაოდენობით მივაწოდოთ იარაღი. ისინი მიაწოდებენ იარაღს და გადაიხდიან იარაღის 100 პროცენტს. ეს სრულად არის დამტკიცებული. ეს გაკეთდა. ჩვენ გავუგზავნით მათ ბევრ, ყველა სახის იარაღს და ისინი ამ იარაღს უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდებენ. ისინი გადაიხდიან 100 პროცენტს“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა, რუსეთს ძალიან მკაცრ სანქციებს დაუწესებს.„50-დღიანი ვადის ბოლოს თუ ჩვენ არ გვექნება შეთანხმება, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ არ გვექნება არჩევანი. ეს საკმაოდ მკაცრი სანქციებია, ამის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეთანხმება გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – არაერთხელ ვფიქრობდი, რომ პუტინთან შეთანხმებას მივაღწიე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის არაერთხელ ფიქრობდა, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულია შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ბიზნესლიდერებთან სამიტის დროს განაცხადა.„სახლში რომ დავბრუნდებოდი, პირველ ლედის ვეუბნებოდი, ვლადიმერთან ძალიან მშვენიერი საუბარი მქონდა, მგონი დავასრულეთ. შემდეგ ვრთავდი ტელევიზორს, ან მელანია მეტყოდა: „ეს უცნაურია, რადგან ახლახანს მოხუცებულთა თავშესაფარი დაბომბეს““,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

რუსეთში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.ეპიცენტრი ბერინგის ზღვა, რუსეთის სანაპიროსთანაა.როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, მიწისძვრის სიღრმის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ღრმა არ არის. ეპიცენტრთან ახლოს რყევები იგრძნობოდა.

სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს-უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ორი ადამიანი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი, ერთი ქალბატონი. ერთი ქალბატონი არის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებული დაშავებულის მდგომარეობას, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა.

ბოლო სიახლეები