სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე, მანდ უნდა იმოქმედოს პროაქტიულად – ევროპის სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხაროდ, ეს მოხსენება იყო ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე, იმ პრობლემების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს. მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ნიკა გვარამია, დამოუკიდებელი მედია მენეჯერი პოლიტპატიმრის სტატუსით ზის ციხეში“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.