„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური პარტიებისგან, ოპოზიციისგან მნიშვნელოვან კოორდინაციას მოითხოვს.
როგორც ბეჟაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ასეთი საკოორდინაცო შეხვედრები ხშირად იმართება.
„დღევანდელი შეხვედრა ეთმობოდა საგარეო მიმართულებით სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს, რომლებიც დაგეგმილი არის უკვე ხვალიდან. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სტრასბურგში, მათ შორის, ბრიტანეთში. ამიტომ პარტიების პოზიციები ამ ვიზიტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო და დღევანდელი საკოორდინაციო შეხვედრა ამას დაეთმო. ამადროულად, შეხვედრაზე განიხილებოდა 31 მარტის საპროტესტო აქციებში პარტიების მონაწილეობის საკითხი. ვფიქრობ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვაჩვენოთ ძლიერი კოორდინაცია საზოგადოებას. ძლიერმა კოორდინაციამ კიდევ უფრო ახალი იმპულსი უნდა შესძინოს საპროტესტო ტალღას“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.