ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

ლეგენდა ნეკრესის მონასტრის შესახებ

ნეკრესი – ყვარლიდან 8 კილომეტრის დაშორებით, სოფელ შილდის მახლობლად, შუა კავკასიონის ქედის ლამაზად შეკეცილი კალთების ერთ წამოწვდილ გორაზე, ბუნებრივი შეხამებით ტყეში ამოზრდილია არქიტექტურულ ნაგებობათა მთელი ჯგუფი. ეს არის ნეკრესი ისტორიული ქალაქი ყვარლის რაიონში. მისი, როგორც ქალაქის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნიდან იწყება.  XVIII საუკუნის ბოლოს კი არსებობას წყვეტს ნეკრესის საეპისკოპოსო.
დღეისათვის ძნელია ამ სახელწოდების ეტიმოლოგიის ახსნა. `ნეკრესის~¬ – შესახებ `ქართლის ცხოვრების~ მემატიანე, ლეონტი მროველი (XIს) გვამცნობს: `ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან ააშენა ციხე ზადენი, და შეჰქმნა კერპი სახელით ზადენ, და აღმართა ზადენს და იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი.
ჩვენთვის არც ისაა ცნობილი თუ რომელ საუკუნეში და რატომ დაერქვა ნელქარისს ნეკრესი. ლეონტი მროველის, ცნობიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნეკრესის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში, ჩვენი წინაპრების წარმართობის დროს დაუარსებიათ ქალაქი და საკმაოდ პოეტური სახელწოდებაც მიუციათ. `ნელქარისის~ შემდგომი განაშენიანება არაერთი მეფის ყურადღების ცენტრში ყოფილა. მასზე უზრუნია პირველ ქრისტიან მეფეს – მირიანს და მისი თხოვნით გაუმაგრებიათ `ნელქარისის ზღუდენი. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ლეონტი მროველის ერთი ცნობა, `ხოლო მეფობდა ესე თრდატ მოხუცებული კეთილად. იყო კაცი მორწ¬მუნე, ბრძენი და გონიერი, ამან სიბრძნითა თვისითა დაამშვიდნა სპარსნი და გამოაჩინა ჯუარნი და შეკაზმნა ეკლესიანი… ხოლო ამან გამოიღო რუსთავი და აღაშენა ეკლესია; და მანვე აღაშენა ეკლესია ნეკრესისა. და მეფობდა უშფოთველად, და მოკუდა სარწმუნოებასა დიდსა შინა~.
ვახუშტი ბაგრატიონი იგივეს დასძენს, ოღონდ აღნიშნავს, რომ შემდ-გომში აბიბოს ნეკრესელი დამკვიდრდა ამ `ეკლესიაშიო. ნეკრესს შემდგომ საუკუნეებში იმდენად დიდი მნიშვნელობა მოუპოვებია, რომ ვახტანგ გორგა-სალს საუფლისწულოდ გადაუცია თავის მემკვიდრე დაჩისთვის. ამის შესახებ ლეონტი მროველი აღნიშნავს: `და ესხნეს ვახტანგს ბერძნისა ცოლისაგან სამი ძე და ორი ასული. ხოლო პირმშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი და ყოველი ქვეყანა მტკვრისა აღმოსავლეთით.
532 წელს აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელებმა გააუქმეს მეფობა და ქვეყნის მმართველად ირანელი მოხელე, მარზპანი, დანიშნეს. VI საუკუნის II ნახევრიდან ნეკრესის ისტორიაში იწყება ახალი ხანა საეპისკოპოსო კათედრის შექმნისა და ირანელთა სარწმუნოებრივი პოლი¬ტიკის წინააღმდეგ ბრძოლისა. ნეკრესის საეპისკოპოსოს შექმნა და მისი აქტიური ბრძოლა ირანელთა პოლიტიკის წინააღმდეგ დაკავშირებულია აბიბოს ნეკრესელის სახელთან. იგი იყო `ათცამეტ ასურელ მამათაგანი~, რომლებიც VI საუკუნეში შემოვიდნენ საქართველოში.
სანამ ნეკრესის საეპისკოპოსოს შეჰქმნიდა, აბიბოსი მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში. ნეკრესში მოღვაწე¬ობის დაწყებისთანავე იგი წინ აღდგომია სპარსელების თვითნებობას და დაუწყია ბრძოლა ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, რასაც შეეწირა კიდევაც.
თხზულება აბიბოს ნეკრესელის მოწამეობრივ აღსასრულზე შეუქმნია კათალიკო არსენ დიდს, საფარელს IX საუკუნის II ნახევარში.
სავარაუდოა, რომ ნეკრესის საეპისკოპოსოს ტერიტორიაზე იქნებოდა სპარსთა საკულტო, სადაც მოგვებს საშუალება ექნებოდათ ცეცხლმსახურების სხვადასხვა რიტუალები შეესრულებინათ და სადაც ენთებოდა “მუდმივი ცეცხლი”. აბიბოსს საკმაოდ მარტივი ხერხით ჩაუქრია იგი: `ხოლო ნეტარი იგი აბიბოს ნეკრესელი, ქალაქისა ეპისკოპოსი ხევისა კახეთისა, აღუდგა წინ ამ ეშმაკეულ სარწმუნოებას, დაასხა მცირე წყალი ხენეში და დაშრიტა იგი.
აბიბოსის ამ საქციელს აღუშფოთებია სპარსნი, იგი ჯერ უგვემიათ, შემ-დეგ კი მიუგვრიათ მარზპანისათვი. იგი ცდილობს შეაგონოს მარზპანს, რომ შეუძლებელია ცეცხლი იყოს ღმერთი, რადგან მისი აზრით, ღმერთმა სამყარო შექმნა ოთხი ძირითადი საწ¬ყისით: 1) ცივი-ჰაერი, 2) ხმელი-მიწა, 3) ნოტიო-წყალი  4) ცეცხლი – ბუნების ეს შემადგენელი ნაწილები ერთმანეთს თანაბარი უფლებებით ერწყმიან და ჰქმნიან ჰარმონიულ სამყაროს, ხოლო თუ ჰარმონიულობა დაირღვა ე.ი. ერთი მათგანი გაბატონდა დანარჩენებზე, სამყარო დაიღუპება.
მარზპანს ვერაფერი გაუწყვია აბიბოსთან პაექრობაში და განრისხებულს უბრძანებია მისი სიკვდილით დასჯა. მარზპანს აბიბოსის ნეშტისთვის მცველები მიუჩენია ეშინოდა რამეთუ ქრისტიანნი მოვიდნენ და წარიყუანონ იგი და დიდებით დაკრძალვენ. თუმცა ამ ღონისძიებასაც ვერ გაუჭრია. აბიბოსის ცხოვრების აღმწერი მიანიშნებს, რომ მისი ნეშტი დიდი პატივით იქნა დაკრძალული მცხეთის სამთავროს ტაძარში.
ნეკრესი რომელიც თავის დროზე  (XV-XVII ს-ში) მოიცავდა ალაზნის მარცხენა სანაპიროს საინგილოს ჩათვლით, აქედან ხდებოდა ქრისტიანული რელიგიის გავრცელება მთაში, ლეკურ მოსახლეო¬ბაში და მისი განმტკიცება ადგილობრივ და ალაზნის გაღმა მხრის მოსახლე¬ობაში. ამიტომ უდიდესია აბიბოს ნეკრესელის დამსახურება ასეთი ძლიერი ქრისტიანული ცენტრის შექმნასა და ჩამოყალიბებაში.
ნეკრესელ მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია დოსი-თეოზ ნეკრესელს (ერისკაცობაში-ჩერქეზიშვილი), რომელიც ნეკრესის ეპარქიას განაგებდა 1758-1789 წლებში. იგი ნეკრესში აარსებს პირველდაწყებით სკოლას ადგილობრივი მოსახლეობის ბავშვებისთვის, ხოლო 1758 წელს მასვე თელავში უკურთხებია ერეკლე მეორის მიერ დაარსებული საფილოსოფოსო_ საღვთისმეტყველო სკოლა და მისივე თხოვნით გაუვლია ამ სკოლის სრული კურსი იმდროინდელ მოღვაწეებთან ერთად.
უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ XVIII ს. ბოლოს ნეკრესში ლეკების მოძალების გამო მოღვაწეობის დაწყება შეუძლებელი გახდა. ამიტომ საეპის-კოპოსოს ცენტრი ჯერ გადადის გრემში, შემდეგ კი – შილდაში.
ნეკრესის ნაქალაქარის დიდი ნაწილი ამჟამად ტყითაა დაფარული. არქიტექტურულ ნაგებობათა კომპლექსი ქალაქ ნეკრესის ის ნაწილია, რომელიც საეპისკოპოსო რეზიდენზია იყო VI საუკუნიდან XIX საუკუნის 10-იან წლებამდე. ნეკრესის არქიტექტურულ ანსამბლში შედის აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ IV საუკუნით დათარიღებული მცირე სამლოცველო. მისი საძირკველი და მასში მოთავსებული აკლდამა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს წარმართული კულტის ნაშთთან (ფართობი დაახლოებით 12 კვადრატული მეტრი). დიდ ინტერესს იწვევს VI საუკუნეში აგებული მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკა. ტაძარში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობა, თუმცა ფრაგმენტულადღა, ღვთისმშობლის ტაძარი მოუხატვინებია კახეთის მეფე ლევანს (1518-1574) 1550 წლისათვის.
საკურთხევლის ცაზე, კონქზე, გამოხატული `ღვთისმშობელი მარიამი ყრმა ქრისტეთი~, ღვთისმშობელთან და ყრმა იესოსთან ერთად გამოსახულნი იყვნენ მთავარან¬გელოზები; მიქაელი და გაბრიელი.
სამხრეთის კედელზე გამოსახულია `გარდამოხსნა, `საიდუმლო სერობა და სხვადასხვა სცენები წმინდანთა ცხოვრებიდან. ამავე კედელზე არის წმინდანები, დემეტრესა და თევდორეს ფრესკები.
ჩრდილოეთის კედელზე, ანტონისა და საბას ფრესკებია. რაც შეეხება დასავლეთის კედელს, აქ ძირითადი ადგილი უკავია ღვთისმშობლის მიძინების ფრესკა-ს, აქვეა ქრისტეს ნათლისღებისა და ტაძრად მიყვანების ფრესკები. სამხრეთის კედელზე კიდევ არის ლევან მეფის ფრესკული გამოსახულება ოჯახთან ერთად. მას გვერდს უმშვენებენ მეუღლე-თინათინი და მემკვიდრე ალექსანდრე.
ნეკრესის არქიტექტურული ანსამბლის შემადგენლობაშია ეპისკოპოსის პალატი, სასახლე, რომელიც სამი განყოფილებისაგან შედგება. აშენებულია IX საუკუნეში. ეპისკოპოსის პალატზე XVI საუკუნეში დაუშენებიათ ოთხსარ-თულიანი კოშკი.
არქიტექტურული ანსამბლის ტერიტორიაზეა მარანი, თავისი ქვევრებითა და საწნახელით, ღია ცის ქვეშ. სავარაუდოა, რომ ნეკრესის არქიტექტურული ნაგებობები შემოზღუდული უნდა ყოფილიყო გალავნით, რომელიც მხოლოდ ფრაგმენტულადღა შეინიშნება.
ნეკრესთან და საერთოდ რელიგიურ დღესასწაულთან ნეკრესობასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვაგან არსად არ ხდება ღორის, როგორც საკულტო ცხოველის მსხვერპლშეწირვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია მოვიშველიოთ რამდენიმე ლეგენდა.
ლეგენდა-ლეკების შემოსევის დროს, ნეკრესის მცხოვრებლებს ციხეში შესვლა და გამაგრება მოუსწრიათ. მტერს ალყა შემოურტყამს და ამოუკეტავს ყველა ბილიკი თუ გასასვლელი ციხისა. მეციხოვნეებს წინასწარ ყოლიათ დამწყვდეული გარეული ტახები და როცა საქმე გაჭირდა, გამოუშვიათ გარეთ. გადმოცემის თანახმად ტახებს არევ-დარევა შეუტანიათ ლეკების რაზმში და გაუქცევიათ ისინი.
მეორე ლეგენდაც თითქმის ამავე შინაარსისაა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მეციხოვნენი უკვე გამოშიგნულ ღორებს გადმოუიათ მომხვდურთ, რის შედეგადაც ლეკთა მარბიელი ლაშქარი გასცილებია ნეკრესს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ `ნეკრესელი ქურუმებისათვის~ ნაცნობი იყო. ახალი მიმდინარეობა მითრაიზმი, რომელიც გავრცელდა აღმოსავლეთში ქალღმერთ მითრას კულტის სახით და რომელმაც შემდეგში მითრაიზმის სახელწოდება მიიღო იგი დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნიდან უნდა გავრცელებულიყო. მითრაიზმმა საკმაოდ ძლიერი კონკურენცია გაუწია, იმ დროისათვის ცეცხლთაყვანიმცემლობას.
სწორედ ღორი იყო ქალღმერთ მითრას უსაყვარლესი ცხოველი. შეიძლება დავუშვათ, რომ ნეკრესის სინამდვილეში სწორედ მითრას კულტის შემოჭრასთან და დამკვიდრებასთან გვაქვს საქმე, რომ ნეკრესში მოღვაწე `ქურუმებმა~ შეიმეცნეს და შეისისხლხორცეს ახალი მიმდინარეობა. (ღორს სწირავდნენ მითრას მსხვერპლად).
რელიგიური დღესასწაულის ნეკრესობის სახით ჩვენ შესაძლოა საქმე გვაქვს წარმართულ დღესასწაულთან, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ II საუკუნის დასასრულიდან, ან შედარებით უფრო გვიან, ქრიტიანული რელი¬გიის მიღებამდე დამკვიდრდა ნეკრესის ტერიტორიაზე და რომელმაც შემდ¬გომში განიცადა ქრისტიანიზაცია.
გადმოცემის თანახმად `ნელქარისი~ ნეკრესის გორის სამხრეთ ფერდო-ბებთან უნდა ყოფილიყო გაშენებული, რაც არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურეს. არქეოლოგიური გათხრების დროს ნეკრესის გორის სამხრეთ ფერდობთან აღმოჩენილია სასახლე. ლევან ჭილაშვილი ამ ნაგებობას მაზ-დეანურ ტაძრად მიიჩნევს. თვითონ `სასახლის ხევის~, ამ პატარა მდინარის სახელწოდებაც უნდა მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ მის ნაპირზე სასახლე უნდა ყოფილიყო აგებული. გადმოცემებითვეა ცნობილი, რომ ნეკრესის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლება, უბნები ყოფილა.
გოგიჩაური – მოიცავს ტერიტორიას ყოფილი კოლმეურნეობის ფერმებიდან `პატარა ნადარბაზევამდე~ _ სადაც შემორჩენილია სამარხები და ერთ-ერთი უტყვი მოწმე დიდი ისტორიისა _ `აღნიაანთ ციხე~, რომელიც ნეკრესის ასავლიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.                                                 `აღნი¬აანთ ციხის~ გალავნის ნანგრევებიღაა დარჩენილი, რომელთა შორის მოქცეულია ორი კოშკი. ციხის ფართობი დაახლოებით 3000 კვ. მეტრამდეა. კოშკების ფორმა კვადრატულია და თითოეული კედლის ზომა 5 მეტრსა  და 60 სმ-ს უდრის. დღეისათვის `აღნიაანთ ციხეს~ მდინარე `სასახლის ხევის~ მიერ გაჭრილი ხრამი საზღვრავს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან კი მთის ღელე ესაზღვრება.
პატარა და დიდი ნადარბაზევი- რომელიც აღნიაანთ ციხიდან იწყება და კავკასიონის მთათა ფერდობებთან მთავრდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგებობათა არავითარი კვალი არაა შემორჩენილი. აქ გვხვდება სხვადასხვა მოცულობის თიხის ჭურჭლის ნამტვრევები
ჭაბუკაური – რომელსაც აღმოსავლეთიდან `სასახლის ხევი~ ესაზღვრება, ხოლო დასავლეთიდან კი `ჭაბუკაურის ხევი~. აქვეა ნანგრევთა ნაშთები (დაახ.150კვ.მ.ზე) რომელნიც გვაფიქრებინებენ, რომ აქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაიმე სახელოსნო. შეინიშნება ქვაზე წვის შედეგად გამოყოფილი სხვადასხვა ნადნობი მასა. ჭაბუკაურის ტერი¬ტორიაზევეა მარანი ღია ცის ქვეშ. ქვევრები ხვნის დროსაა დამტვრეული.
პაჭიკაური – რომელსაც აღმოსავლეთიდან `ჭაბუკაურის ხევიესაზღვრება, დასავლეთით კი თავისივე სახელობის ხევი. ჩრდილოეთით კავკასიის მთათა ფერდობები, ხოლო სამხრეთით ტყის შემორჩენილი ზოლი. ამ ტერიტორიაზეა განლაგებული ორი ნაგებობის ნაშთები. ერთ-ერთი მათგანი ალბათ პატარა ციხე იყო თავდაცვისათვის, რადგანაც გარკვევითა ჩანს კოშკის ნაშთები. მეორე ნაგებობის შესახებ კი შეიძლება ითქვას, რომ უფრო მარანს მოგვაგონებს, ორივეს ფართობი თითქმის ერთნაირია (პირველის 25X10-ზე, მეორის კი – 15X25-ზე).
ნაგებები  თვითონ ეს სახელწოდება უკვე იწვევს იმ შეგრძნებას, რომ ამ ტერიტორიაზე ოდესღაც საკმაოდ მჭიდრო დასახლება უნდა ყოფილიყო. დასავლეთით მას საზღვრავს `სამარხის სერი~, ჩრდილოეთით კავკასიონის მთათა ფერდობებია, ხოლო სამხრეთით-ვენახები. ტერიტორიაზე განლაგებული ნაშთები კომპლექსურობის შთაბეჭდილებას ახდენს.
დღეისათვის შემორჩენილია დაახლოებით 40-50 სმ-ზე ქვის წყობა, აქავე უნდა უნდა ყოფილიყო სამლოცველო – პატარა საყდარი. სავარაუდოა რომ  ამ ადგილას უნდა ყოფილიყო დიდი დასახლება-ციხი¬თურთ, რადგანაც აშკარად შეიმჩნევა გალავნის კონტურები, რომელიც გარს აკრავს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვის წყობის   ზოლი გასდევს გზას საკმაოდ დიდ მანძილზე. შესაძლებელია აქ ყოფი¬ლიყო საკმაოდ ძლიერი ციხე, რომელიც მომხვდურთა შემოსევების შედეგად განადგურდა.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ნეკრესის სახით ჩვენ საქმე გვაქვს უძველესი ისტორიის მქონე ქალაქთან და მისი შემდგომი შესწავლა მრავალ კითხვაზე გაგვცემს პასუხს.
საქმე გვაქვს ქალაქის ისტორიასთან, რომელიც უძველეს ხანაში ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში შეიქმნა და რომლის ტერიტორიაზეც შემდგომ საუკუნეებში არსებობდა ერთ-ერთი ძლიერი საეპისკოპოსო, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა საქართველოში, კერძოდ აღმ.საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება-პროპაგანდის საქმეში.
ნეკრესის ჭალაში არის ერთი გორა რომელთანაც დაკავშირებით ძალიან ლეგენდები არსებობს: მე მხოლოდ ორს შემოგთავაზებთ:
პირველი ლეგენდა 
იყო ერთი მწყემსი, რომელსაც ძლიერ უყვარდა თავადის ქალი. იგი თავადთან მივიდა და ქალის ხელი სთხოვა. თავადმა უთხრა რომ ქალს მიათხოვებდა იმ შემთხვევაში, თუ მწყემსი თავა¬დის ქალს გორის თავზე ხელში აყვანილს აიყვანდა  და თან მთელი ამ ხნის განმავლობაში სალამურის დაკვრა არ უნდა შეეწყვიტა. მწყემსმა შეძლო და ამ ურთულეს დავალებას თავი გაართვა, მაგრამ თავადმა პირობა გატეხა და მწყემსს ქალი არ მიათხოვა. ხალხმა ამ სევდიანი ფაქტის უკვდავსაყოფად ამ გორას `ქალიაყვანა დაარქვა.
მეორე ლეგენდა
მიხედვით თავადმა შემდეგი დავალება მისცა: ჭაბუკს ცალი ხელით ქალი უნდა დაეჭირა, მეორეთი კი წყლით სავსე ფიალა უნდა დაე¬ჭირა და ისე ასულიყო გორის თავზე რომ ერთი წვეთიც კი არ დაქცეულიყო. ჭაბუკმა თავადის ქალი გორის თავამდე ისე აიყვანა რომ წვეთი წყალი არ დაქ¬ცევია. როცა თავში ავიდა სიხარულის ცრემლი ჩამოვარდა და მიწას დაეცა. თა¬ვადმა ქალი აღარ მიათხოვა.
მეორე ლეგენდა – მიხედვით თავადმა შემდეგი დავალება მისცა: ჭაბუკს ცალი ხელით ქალი უნდა დაეჭირა, მეორეთი კი წყლით სავსე ფიალა და ისე ასულიყო გორის თავზე რომ ერთი წვეთიც კი არ დაქცეულიყო. ჭაბუკმა თავადის ქალი გორის თავამდე ისე აიყვანა რომ წვეთი წყალი არ დაქცევია. როცა თავში ავიდა სიხარულის ცრემლი ჩამოვარდა და მიწას დაეცა. თავადმა თავადმა ქალი აღარ მიათხოვა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზაზა შათირიშვილი – არც ჩვენ და არც სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად, კონკრეტულ დინასტიებს არ უნდა მივცეთ საშუალება, საკუთარი...

არც ჩვენ და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა შევცდეთ, არ უნდა წამოვეგოთ პროპაგანდას და არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად. არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ დინასტიებს, საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ისტორია, რწმენა და ტრადიციები, რაზეც საუკუნეებია, დგას არა მხოლოდ ქართული, არამედ ძირძველი ევროპული ცივილიზაცია, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.შათირიშვილის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხალხი აღჭურვილი იყოს ანალიზზე დაფუძნებული სიმართლით.„განვლილ თვეებში არაერთი წერილი მაქვს გამოქვეყნებული, რომელშიც კონკრეტული ფაქტების ანალიზით არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, უმეტესად „დიფ სთეითის“ სახელით ცნობილი ჩრდილოვანი ძალები, სახეცვლილების მცდელობაში ვამხილე, ხოლო აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციაზე ასევე მტკიცებულებების დონეზე დავადასტურე, რომ ისინი არათუ ებრძვიან ოლიგარქიულ ძალებს, არამედ პირდაპირ მათ დავალებას ასრულებენ და ეგრეთ წოდებული რებრენდინგის პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ. ვინაიდან დღევანდელ სამყაროში საინფორმაციო ნაკადების მიმოსვლა არნახული სისწრაფით ხდება და საზოგადოებას, რომლიც გადატვირთულია პირადი თუ სამსახურებრივი საქმეებით, ნაკლები დრო რჩება, გააანალიზოს გეოპოლიტიკური პროცესები, ასევე დაინახოს კულისებს მიღმა არსებული რეალობა, ჩემს ერთ-ერთ მოვალეობად მივიჩნევ, ქართველი ხალხი შევაიარაღო სიმართლით. ჩვენისთანა პატარა ერს ამ მოცემულობაში მხოლოდ და მხოლოდ გონივრული კოლექტიური გადაწყვეტილება გადაგვარჩენს, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხალხი აღჭურვილი იყოს ანალიზზე დაფუძნებული სიმართლით. მით უმეტეს, რომ ხსენებული ჩრდილოვანი ძალები დღეს სრულად აკონტროლებენ არა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ მედიას, არამედ ვითომდა კონსერვატიულ საინფორმაციო წყაროებსაც, საბოლოოდ კი, მრავალშრიანი პროპაგანდის ნიაღვარში სიმართლის გარკვევა უფრო და უფრო რთული ხდება. როდესაც აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა, იყო განსაკუთრებული მოლოდინი, რომ დაიწყებოდა რეალური ბრძოლა ოლიგარქიული ოჯახების წინააღმდეგ. ამაზე მიუთითებდა პერსონალურად მისი განცხადებები, ამაზე მიუთითებდა მარკო რუბიოს, ჯეი დი ვენსის, ტულსი გაბარდის და სხვა მაღალჩინოსნების მძაფრი რიტორიკა, რომლებიც ყველა ბოროტების სათავედ სწორედ „დიფ სთეითს“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა) ასახელებდნენ. სიტყვებს მიღმა თითქოს ახალი ადმინისტრაციის ქმედებებიც გარკვეული იმედის საფუძველს იძლეოდა, როდესაც ტრამპის ბრძანებით ჯერ ამხილეს, ხოლო შემდეგ დაფინანსება დაუხურეს და საქმიანობა შეუჩერეს ისეთ ფონდებს, როგორებიცაა USAID, NED და სხვა კრიმინალური დაჯგუფებები, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს არა „დიფ სთეითის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმულ სპექტაკლთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, საკუთარი მოქმედების ფორმებსა და მექანიზმებს, რაც საზოგადოებისთვის აშკარა და მიუღებელი გახდა, სახე უცვალონ. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე „დიფ სთეითი“ – ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი შინაარსისა და ფორმის მქონე 10-15 ოჯახი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეა, ერთად მოდიან, ერთად ძარცვავენ მსოფლიოს და მართავენ მსოფლიო ეკონომიკის დიდ ნაწილს, სრულად მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ღრმად აქვთ გადგმული ფესვები სხვა ქვეყნებში, თუმცა ამაზე საუბარს ახლა არ ვაპირებ.დავუბრუნდეთ დონალდ ტრამპის ყალბ ბრძოლას „დიფ სთეითის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ და რამდენიმე მოცემულობა გავაანალიზოთ. მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და სხვა ჩინოვნიკების რიტორიკა არაფორმალური გავლენების დანგრევის აუცილებლობისკენ იყო მიმართული, თუ გახსენდებათ, ოდესმე მათ დაესახელებინოთ რომელიმე გავლენიანი ოჯახის გვარი, დაესახელებინოთ „ბლექროკი“ და „ვანგარდი“, კორპორაციები, რომლებიც ფლობენ უდიდეს აქტივებს და აერთიანებენ ამერიკის მთლიან სიმდიდრეს… თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე, თუნდაც განცხადების დონეზე, ეხსენებინა „დიფ სთეითთან“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან) „მებრძოლ“ ადმინისტრაციას რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია? ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. USAID, NED, ჯორჯ სოროსი, სპეცსამსახურები, შუა რგოლის მენეჯერები – როდესაც მოქმედი ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას) უტევს, ძირითადად ამ სინდიკატს ახსენებს, მაგრამ საზოგადოება სულელი არ არის და კარგად აცნობიერებს, რომ ფონდებიც, ხელოვნურად შექმნილი ბიზნესმენებიც და შუა რგოლის მენეჯერებიც სპეცსამსახურებში მხოლოდ შემსრულებლები არიან, მათ უკან კი სწორედ 10-15 ოლიგარქიული ოჯახი დგას, რომლებიც განკარგავენ ყველაფერს და ასე გამალებით ცდილობენ საკუთარი ცოდვების ჩამორეცხვას, უხეშად რომ ვთქვათ – აყროლებული თემების გვერდზე გაწევას და რებრენდინგს.სწორედ არაფორმალური ოლიგარქების შემოგდებული თემაა ბოლო პერიოდში წამოწეული ტერმინები – ევროპული და ამერიკული „დიფ სთეითი“, თითქოს აშშ-ში ეს ძალა მარცხდება, ხოლო ევროპაში ძალებს იკრებს. ეს ყველაფერიც ტყუილია – არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქები არ არსებობენ. ჩემ მიერ ხსენებული 10-15 ოჯახი, ასეულობით წელია, ერთად მოდიან, ერთად მოქმედებენ, უბრალოდ, ახლა რებრენდინგის გეგმას აწყობს ფორმალური გაყოფა, რომ როგორმე ამერიკას ყურადღება მოაშორონ და სიმძიმის ცენტრი ევროპაზე გადმოიტანონ. არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი თემა, რაც აქამდე არ მიხსენებია და რაც პირდაპირ ამხელს ტრამპის სიყალბეს „დიფ სთეითთან“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან) ბრძოლაში. უფრო მეტიც, პირდაპირ ამხელს, რომ ის ოლიგარქიული ოჯახების მოკავშირეა და მათი დავალებით „რებრენდინგის“ პროცესში მონაწილეობს. კარგად გახსოვთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომ რამდენიმე თვე დონალდ ტრამპი ხმალამოღებული ებრძოდა ლგბტ იდეოლოგიას, იმუქრებოდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გააუქმებდა და დაისჯებოდა ყველა, ვინც ცხოვრების ამ გაუკუღმართებული წესის პოპულარიზაციასა და დანერგვაში მონაწილეობდა. ჰოი, საოცრებავ – იცით, რამდენიმე დღის წინ რა მოხდა? იცით, რა არ გააშუქა არც ლიბერალურმა და არც კონსერვატიულმა ამერიკულმა მედიამ? რესპუბლიკური პარტიის კვოტით, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების გაუქმების სარჩელი. არადა, ტრამპის ადმინისტრაცია, უშუალოდ პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას სწორედ ამ თემაზე აგებდა და მართალიც იყო, როდესაც ამბობდა, რომ ლგბტ პროპაგანდა, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის. ამის პარალელურად, სწორედ ტრამპი იყო ის ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობას აძლევდა ამერიკელ ხალხს, რომ მკაცრად დასჯიდა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ხელს უწყობდნენ სხვადასხვა მეთოდით სქესის შეცვლის ოპერაციებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამერიკაში ყოველწლიურად 10 000 ადამიანი იცვლის სქესს ქირურგიული ჩარევით, ხოლო ამის მიღმა არაოფიციალური სტატისტიკა, მინიმუმ, სამმაგია. ეს ოპერაციები ჩაატარეს კონკრეტულმა ექიმებმა კონკრეტულ კლინიკებში, დააფინანსეს კონკრეტულმა ფონდებმა და ამ პროცესს პროპაგანდას უწევდა კონკრეტული მედიასაშუალებები. გინახავთ ვინმე დასჯილი? გინახავთ ეს თემა ტრამპის დღის წესრიგში? გინახავთ რომელიმე ექიმი განსასჯელის სკამზე? ცხადია, არა – ეს თემაც ისევე ჩახსნა ტრამპმა დღის წესრიგიდან, როგორც ბევრი სხვა დაპირება „დიფ სთეითის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ დაანონსებულ ბრძოლაში.ამ საკითხების მიღმა, გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც კითხვის ნიშანსაც კი აღარ ტოვებს, რომ პროცესებს მთლიანად ოლიგარქები მართავენ და გეგმაზომიერად, მწყობრად აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას. უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში იქამდე მონაწილე კუშნერსა და უიტკოფს, მათივე ეროვნების გავლენიანი პირი, ოლიგარქების ერთ-ერთი მთავარი კორპორაციის, „ბლექროკის“ მმართველი ლარი ფინკი შეუერთდა. ანუ, რა გამოდის – არაფორმალური მმართველების უშუალო წარმომადგენელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გავლენები აქვს, ვიდრე თავად ამერიკის პრეზიდენტს, პირადად ხელმძღვანელობს ევროპის კონტინენტზე ვითარების გადალაგების პროცესს. ამიტომ მინდა, მივმართო აშშ-ის პრეზიდენტს, რომელ „დიფ სთეითს“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას) ებრძვის? ვის გამოუცხადა ბრძოლა? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა. ამას ხომ უკვე პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს.ცალკე ანალიზის თემაა ის მოვლენები, რაც დღეს ევროპის და ევროკავშირის გარშემო ვითარდება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ცინიზმია ის, რა განცხადებებსაც ვისმენთ დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის და მათი მოკავშირეების მხრიდან ევროპის შესახებ. „დემოკრატია აღარ არსებობს“, „ევროპის ეკონომიკა ინგრევა“, „მიგრანტები ანადგურებენ ევროპას“, „ევროკავშირში დიქტატურაა“… გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ეს განცხადებები გააკეთეს დონალდ ტრამპმა, ილონ მასკმა, ჯეი დი ვენსმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. საკამათო არცერთი მოსაზრება არ არის, მაგრამ მთავარ კითხვას ყველა გაურბის: ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ევროკავშირი? მიიყვანა სწორედ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რომლის ხელდასმით, აგენტურული მთავრობები, სულ მცირე, 17 წელია, მიზანმიმართულად ანგრევენ ევროპას და მის ეკონომიკას. სწორედ ახლა თავიანთი გაფუჭებულის სააშკარაოზე გამოტანით და წვრილფეხა აგენტებზე, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მეთაურებსა და ევროკავშირის აგენტურულ ხელმძღვანელობაზე გადაბრალებით მათ სისრულეში მოჰყავთ გეგმის შემდეგი ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა, ქვეყანათა შორის არსებული ეკონომიკური კავშირების საბოლოოდ გათიშვა და გაერთიანების გაუქმება უნდა მოჰყვეს. აკი „გაჟონა“ კიდეც მედიაში საიდუმლო გეგმამ, რომელიც ევროკავშირიდან რამდენიმე ქვეყნის გამოსვლას ითვალისწინებს. საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკაზე არიან მთლიანად დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ნუ დაგვავიწყდება, რომ იქამდე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპას სრულად ჩაუხსნეს რუსეთისგან მომავალი იაფი ენერგორესურსი, ხოლო კიდევ უფრო ადრე გამოგონილი „მწვანე პოლიტიკით“ უარი ათქმევინეს და დაახურინეს ატომური ენერგიის მასშტაბური წყაროები. სწორედ ოლიგარქების დავალებით, ევროკავშირის დასაშლელად მოქმედებს დღეს „დიფ სთეითის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) მიერ მართული აშშ-ის ადმინისტრაცია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის მძაფრი რიტორიკა, ევროკავშირში არსებული მანკიერებების ზედაპირზე ღიად გამოტანა. მაშინ, როდესაც უკვე ყოფილი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან და ამაზე თვალის დახუჭვა უკვე შეუძლებელი იქნება, ამოქმედდება ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთა რეიტინგი დღეს 15%-ის ფარგლებში მერყეობს და, ცხადია, ესეც „დიფ სთეითის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა) მიერ დალაგებული გეგმის ნაწილია, ვეღარ აიღებენ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ქვეყნის მართვაზე. ისინი მიმდინარე პროცესებით სრულად იძარცვებიან მინიმალური ლეგიტიმაციისგან, ამიტომ დღის წესრიგში დადგება არსებული ეგრეთ წოდებული „დემოკრატიული სისტემის“, სახელმწიფოს ინსტიტუციის სრულად გაუქმების და ახალი მოდელის დაფუძნების საკითხი. ახალი მოდელი კი იქნება კორპორაციული მმართველობა. ჩემი გათვლებით – უახლოეს რამდენიმე წელიწადში ეს მოდელი საცდელად ერთ-ერთ ქვეყანაში დაინერგება. ხალხს ეტყვიან, რომ პოლიტიკამ და, ზოგადად, არჩევნებმა ამოწურა საკუთარი თავი, კორპორაციული მმართველობა კი იქნება „სასიამოვნო სიახლე“ საცდელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ცხადია, იმ ერთ ქვეყანაში ყველაფერი იმდენად სწრაფად გამოსწორდება, იმდენად მალე დაიძლევა კრიზისი, რომ დაშლილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა იქით მოითხოვს მოდელის დუბლირებას მათ ქვეყნებში. ეს იქნება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირი დაკანონება. ისინი უკვე არა პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურის ხელით, არამედ დანიშნული მენეჯერებით მომართავენ ქვეყნებს, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით აღაზევებენ ლგბტ პროპაგანდას, კიდევ მეტი ინტენსივობით განავრცობენ ფსევდოლიბერალურ იდეებს და ადამიანს გადააქცევენ სრულიად უუფლებო, არჩევანწართმეულ და უფლებააყრილ არსებად, რომელსაც აღარ ექნება არც იდეოლოგია, არც რწმენა, არც ოჯახის სიყვარული, არც იდენტობა. კორპორაციული მმართველობის პირობებში საერთოდ გაუქმდება სახელმწიფოს არსი, ხოლო მოქალაქეები გახდებიან კონკრეტული ოჯახების მომსახურე პერსონალი. რაც ყველაზე ტრაგიკულია, ლგბტ პროპაგანდის შედეგად ადამიანთა უმეტესობა უარს იტყვის საკუთარ სქესზე და მოგონილი „გენდერული იდენტობის“ საფარქვეშ ცხოვრების გაუკუღმართებული წესი ნორმად დაკანონდება. სწორედ ეს არის ის დიდი მიზანი, რომლისკენაც არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები მიმდინარე პროცესებით მიიწევენ.მოცემულ ვითარებაში ოპტიმისტური განწყობის შექმნა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რა შესაძლებლობები აქვთ ოლიგარქებს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ამ დიდ ძალას დავუპირისპიროთ, არის სიმართლე. არც ჩვენ და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა შევცდეთ, არ უნდა წამოვეგოთ პროპაგანდას და არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად. არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ დინასტიებს, საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ისტორია, რწმენა და ტრადიციები, რაზეც საუკუნეებია, დგას არა მხოლოდ ქართული, არამედ ძირძველი ევროპული ცივილიზაცია“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

გურამ მაჭარაშვილი – 4 ოქტომბერს დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხდნენ, მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არ...

4 ოქტომბერს დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობაში“ მალე მიხვდებიან, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.„ილუზიები, რომელიც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იქმნებოდა, 4 ოქტომბერს, საღამოსვე გაქრა. ამბოხის მონაწილე და მეთაურები ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ, მართლაც ასე გააკეთეს – ამბოხის მცდელობა 4-ში დაიწყეს და 4-ში დასრულდა წარუმატებლად. საჯარო მოწოდებები ჰქონდათ, აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში ყავის დასალევად რომ არ ეპატიჟებოდნენ, ეს იქვე ჩანდა. პრეზიდენტის სასახლის შტურმს აპირებდნენ და რომ მივიდნენ, ამის მცდელობაც ჰქონდათ. ეს მტკიცებულებები გამოძიებაში დევს და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება. ეჭვი არავის ეპარება და ფაქტია, რომ დამხობისა და შტურმის მცდელობა იყო, დანაშაულები სახეზეა. 4 ოქტომბერს იდეა გადატყდა და დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა. „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან და მათ გადატვირთვა უნდათ. მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მეშახტე, მხატვარი – ნოდარი ცნობილაძის ორმაგი პროფესია

ტყიბულელი მეშახტე ნოდარი ცნობილაძე პროფესიით მხატვარია,მან თბილისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერა გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მუშაობა ტყიბულის შახტში სამონტაჟო ბრიგადის მიწისქვეშა ოსტატის პოზიციაზე დაიწყო, სადაც დღემდე წარმატებით საქმიანობს. მეშახტეობასთან ერთად ნოდარი საუკეთესოდ ხატავს, მის კოლექციაში მრავალი ფერწერული ნამუშევარია, რომელიც მოწონებას იმსახურებს.ნოდარი ცნობილაძე – ჩემი ძირითადი პროფესია მხატვრობაა, შემდეგ გავხდი მეშახტე. მეშახტეობით ვარჩენ ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და მეამაყება რომ მხატვარი მეშახტე ვარ. შახტამ დამაბრუნა მშობლიურ ქალაქში,სადაც მამასთან და ძმასთან ერთად ვსაქმიანობ. თავისუფალ დროს მხატვრობას ვუთმობ რაც მამშვიდებს და მსიამოვნებს.წყარო:okribanews.ge

მარკო რუბიო: ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მიმხდარ თავდასხმას ეხმაურება. რუბიო წერს, რომ ანტისემიტიზმს ადგილი ამ სამყაროში არ არის.„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავსტრალიაში ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.„ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინთება სანთლები, რაც ერთიანობას, ერთად დგომის ძალას აღნიშნავს. სწორედ ერთიანობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ დაწერა ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობის 26-საუკუნოვანი ისტორია, რასაც ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები