ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდარული მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში.

„ალენ ფაბიენი, ანუშკა, ენტონი, ისევე, როგორც ლუბო (მსახიობის ძაღლი) მწუხარებით გატყობინებთ მამის გარდაცვალების ამბავს. მან სიმშვიდეში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში დატოვა ეს სამყარო“, – წერია მსახიობის შვილების ერთობლივ განცხადებაში.

კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები. იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი.

მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებისთვის „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“ და სხვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლოს-ანჯელესთან ახლოს ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა – მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესიდან ჩრდილოეთით ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ხანძრის ფართობი 38 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. როგორც სააგენტო აღნიშნავს, სამხრეთ კალიფორნიაში ცხრა თვე წვიმა არ მოსულა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 31 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. კიდევ 23 ათასი ადამიანი ევაკუაციის მოლოდინის რეჟიმშია. ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენებიც მონაწილეობენ. ცნობისთვის, კალიფორნიაში იანვრის დასაწყისში ტყის ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სტიქიამ ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი იმსხვერპლა. 6 დაკარგულად ითვლება.

„კიმბერლი ლოუსთან ერთად მოვფრინავთ“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიასა და კიმბერლი ლოუსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ამერიკელ პოლიტიკოსთან ერთად ბრუნდება და მას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას აწვდის. „კიმბერლი ლოუსთან ერთად მოვფრინავთ გამოველაპარაკე - ვისაუბრეთ. ავუხსენით რომ რეჟიმი არანაირად არაა კონსერვატორი - პროგრესივ სოციალისტების ჯგუფში იყვნენ მრავალი წელი, სანამ გამოაგდებდნენ უსაქციელობის გამო. ისიც ვუთხარით, რომ რეჟიმი პუტინის შნირი ჰიპოკრიტების ბანდაა, რომლებიც კიმბერლისნაირ გულანთებულ კონსერვატორებს ინსტრუმენტალიზაციას უკეთებს 🦦 მოვუყევით, რომ რეჟიმი პატივს არ სცემს ადამიანის თავისუფლებას და უდანაშაულობის პრეზუმფციას და ციხეში ყრის გაუსამართლებელ ხალხს. ისიც ავუხსენით რომ რეჟიმი მისით მანიპულირებს და მისი რეპუტაცია შელახა. ტელეფონებიც გავცვალეთ“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მარკო რუბიო – დაუღალავად ვიმუშავებ, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას. სახელმწიფო მდივანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ დაუღალავად იმუშავებს, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

„დაინტერესებულ პირებს გვსურს ვაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა“. ადვოკატის თქმით, უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. მისივე თქმით, აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, გარკვეულ კითხვებს აჩენს. „საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას Julius Baer-ის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრეს-რელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთი ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და სხვა მედია საშუალებები შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან.მოგვიანებით მედია კონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გვსურს გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს.მედია კონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებს, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. როგორც დაინტერესებული პირებისთვის არის ცნობილი, Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები. გვსურს გაცნობოთ, რომ Julius Baer-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ეტაპობრივად მოხდება ინფორმაციის გავრცელება.“-აღნიშნულია განცხადებაში.

პატრიარქის მილოცვა დონალდ ტრამპს: ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას.  ულოცავს. "აშშ-ს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ დონალდ ტრამპს ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას. ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენ თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ, დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის. ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. ,,ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“ (ფს. 39:5). ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო. ღრმა პატივისცემით ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის"- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები