სამშაბათი, იანვარი 21, 2025

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 27 მილიარდ 561 მილიონი ლარი, ასიგნებები – 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტია

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 27 მილიარდ 561 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 2 მილიარდ 991 მილიონი ლარით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას მილიარდ 410 მილიონი ლარის ოდენობით.

„შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 23 მილირად 435 მილიონ ლარამდეა, რაც 2024 წლის გეგმასთან შედარებით, გაზრდილია ორ მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტით; არაფინანსური აქტივების კლების, ანუ პრივატიზაციის სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 300 მილიონ ლარს; ფინანსური აქტივების კლების, ანუ სესხების დაბრუნების მაჩვენებელი განისაზღვრა 400 მილიონი ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა სამ მილიარდ 426 მილიონი ლარის ოდენობით;

ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას მილიარდ 410 მილიონი ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვალდებულებების წმინდა ზრდა ორ მილიარდ 10 მილიონ ლარამდეა. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ასიგნებების მოცულობა 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება ორ მილიარდ 911 მილიონი ლარით და შეადგენს 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტს“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ეს ის გრძნობაა, რასაც გამარჯვება ჰქვია-ილონ მასკმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მოულოცა

ილონ მასკმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს ის გრძნობაა, რასაც გამარჯვება ჰქვია“. მასკმა ეს სიტყვები Capital One Arena-ზე წარმოთქვა, სადაც მოგვიანებით დონალდ ტრამპიც მივა და სიტყვით მიმართავს იქ შეკრებილ მხარდამჭერებს. „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. ეს იყო ჩანგალი კაცობრიობის ცივილიზაციის გზაზე. არის არჩევნები, რომელიც მოდის და მიდის. ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა. მაგრამ ამას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა. მე უბრალოდ მინდა, გითხრათ მადლობა, რომ ეს მოხდა. ჩვენ გვექნება უსაფრთხო ქალაქები, დაცული საზღვრები, გონივრული ხარჯები“, – განაცხადა ილონ მასკმა. ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში ილონ მასკი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. მასკი აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული.

ვიდეო: გრიპის საწინააღმდეგო უებარი საშუალება – არუნ ხათრის რეკომენდაცია

სეზონური ვირუსები აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად, ორგანიზმს დაცვა სჭირდება. როგორ დავიცვათ თავი გაციებისგან და სურდოსგან - ამას აიურვედას სპეციალისტი, არუნ ხათრი განმარტავს. ვრცლად ↓

“ჰაეროვანი, უნიჭიერესი” – ნანუკა სტამბოლიშვილის სიხარულის ცრემლები და მორიგი საოცარი გამოსვლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში”

“ჰაეროვანი, უნიჭიერესი” – ნანუკა სტამბოლიშვილის მორიგი ბრწყინვალე გამოსვლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში” და უმაღლესი ქულები ჟიურისგან  

ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა – ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება გამოხატა მათ მიმართ და აღნიშნა, რომ საუკეთესო გუნდი აირჩია მთელ მსოფლიოში. „არცერთ პრეზიდენტს არ შეუძლია, აირჩიოს მომენტი, როდის შევა ისტორიაში, მაგრამ მათ შეუძლიათ, აირჩიონ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებენ“, – განაცხადა ბაიდენმა. ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის მიღწევებს და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდა პატიოსნების, ღირსებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. „არანაირი სკანდალი. არაჩვეულებრივია, რაც თქვენ გააკეთეთ“, – აღნიშნა ბაიდენმა. როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, ბრძოლას არ წყვეტს: „ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას“. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამშრომლებს მოუწოდა, დარჩნენ აქტიურები საზოგადოებრივ საქმიანობაში, იქნება ეს საჯარო სამსახური, კერძო სექტორი თუ აკადემიური სფერო. ჯო ბაიდენმა გამოთქვა იმედი, რომ მათი მიღწევები და კანონები, რომლებიც მიიღეს, „მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გაიზრდება და აყვავდება“.

„აი, როგორი შეგრძნებაა გამარჯვება, ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა, მაგრამ ამ ერთს, ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა“ – ილონ მასკი

„აი, როგორი შეგრძნებაა გამარჯვება“, - ამის შესახებ, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება“. „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. იცით, არის არჩევნები, რომელიც მოდის და მიდის. ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა. მაგრამ ამ ერთს, ამას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა და მე უბრალოდ მინდა გითხრათ მადლობა, რომ ეს მოხდა. გმადლობთ. ცივილიზაციის მომავალი გარანტირებულია თქვენი წყალობით. მადლობა შენ. ჩვენ გვექნება უსაფრთხო ქალაქები, დაცული საზღვრები, გონივრული ხარჯები...“, - მიმართავს ილონ მასკი დონალდ ტრამპს.

ბოლო სიახლეები