„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქში წერს: ,,ლელო“ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაციაა დედამიწის ზურგზე, რომელიც ცნობადობის ზრდის კვალდაკვალ რეიტინგს კი არ კრეფს, პირიქით კარგავს. გამოაკრეს ბანერებზე ბევრი ხაზარაძე და იმ ანეკდოტის არ იყოს:
– ჭიჭიკია, როგორ ხარ?
– ეს რა გამახსენე, შენი დედაო, –
დაახლოებით ასეთი რეაქცია ჰქონდა მათ კამპანიაზე ხალხს – ყველაფერი გაახსენდათ… ხაზარაძეზე”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.