ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო ძიუდოისტის ნომინანტები დაასახელა. სიაში ლაშა ბექაურიცაა.
ნომინანტების სრული სია ასე გამოიყურება:
იელდოშ სმეტოვი
ჰიფუმი აბე
ჰიდაიატ ჰეიდაროვი
ტაკანორი ნაგასე
ლაშა ბექაური
ზელიმ კოცოევი
ტედი რინერი
გულშემატკივრებს ხმის მიცემა IJF-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ ბმულის საშუალებით შეუძლიათ – მიეცი ხმა!
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ქართველი სპორტსმენი ჯერ სულ რაღაც 24 წლისაა, თუმცა, უკვე შეძლო საქართველოს ისტორიაში შესვლა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ლაშა პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა.