ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

ლაზარე გრიგორიადისი: არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მხოლოდ ზიზღს თესავენ

 არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მხოლოდ ზიზღს თესავენ,- ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„საზოგადოებაში, ჩემს ირგვლივ ვინებიც არიან, ვაკვირდები და არის იმედგაცრუება, იმიტომ რომ უნდათ, ნახონ რაღაც ერთობა. პრეზიდენტის ქარტიასაც ეთანხმებიან, მაგრამ ოპოზიციურ ფლანგზე უნდათ, რომ მეტი ერთობა ნახონ. აინტერესებთ, როგორ დაკომპლექტდება პოლიტიკურ ასპარეზზე ოპოზიციური მხარე. მეც მაინტერესებს, კოალიციას შეკრავენ, თუ რას იზამენ. ქარტია გასაგებია, ის პრეზიდენტის გადადგმული ნაბიჯი იყო და უფრო ოპოზიციისგან გვაინტერესებს.

იმდენად შელახული აქვს „ქართულ ოცნებას“ რეპუტაცია, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები მოგებულია, მთავარია უკვე ყველაფერი შეიკრას. არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, იმიტომ რომ შეუძლებელია იმ სიტუაციაში, რა რეალობაშიც ვართ, ვნახოთ რომ ვიღაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყოს. მხოლოდ ზიზღს თესავენ, ხალხს სცემენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანას რეპუტაცია შეულახონ და მოქალაქეებს არ უფრთხილდებიან“,- ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

 1-5 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 258 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 75, 186 ლარი შეადგინა.ორი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  7763 ლარით დაჯარიმდა.

„ბიბისი“ – სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას

სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტაივანი დაასახელა.სი ძინპინმა მოუწოდა აშშ-ს, წინდახედულება გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას. მისივე თქმით, პეკინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაშინგტონთან კავშირებს და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები განსხვავებების გადასაჭრელად გზებს გამონახავენ.სი ძინპინმა ტაივანს „ჩინეთის ტერიტორია“ უწოდა და თქვა, რომ „ჩინეთმა უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.ჩინეთის ლიდერის თქმით, ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მცდელობები „დააჩქარებდა ტაივანის სრუტეში სახიფათო და ძალადობრივი სიტუაციის ზრდას“.ცნობისთვის, დეკემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვის შესახებ განაცხადა, რაც მოიცავს რაკეტების გამშვებ დანადგარებს, თვითმავალ ჰაუბიცებს და სხვადასხვა სახის რაკეტებს.დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს „შესანიშნავი“, „ხანგრძლივი“ და „სიღრმისეული“ უწოდა.ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა საუბრისას ასევე განიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში, არსებული სიტუაცია ირანში, ჩინეთის მიერ ნავთობისა და ბუნებრივი აირის აშშ-ისგან შესყიდვის საკითხები. „ბიბისის“ ცნობით, დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს აპრილში გეგმავს.

პაატა სალია – მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად.მისი თქმით, სამიტის სესიებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოები სხვადასხვა სფეროში საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შუა დერეფნის ქვეყნებისთვის.„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუბარი საერთაშორისო გამოწვევებსა და იმ საერთო ინტერესებზე, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანას ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება არსებულ პარტნიორებთან და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არაერთ სესიაში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალურ სამხრეთს, ეძღვნებოდა შუა კორიდორის ქვეყნების ინტერესებს; ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სესიაში, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მმართველობაში. ჩვენ დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, მოვისმინეთ საინტერესო იდეები ისეთი მოწინავე ქვეყნებისგან, როგორიცაა სამხრეთ კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კირილ დმიტრიევი – უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა პოზიტიური მიმართულებით მიდის, ევროპიდან და ბრიტანეთიდან ომის მომხრეები ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას

უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა კარგი და პოზიტიური მიმართულებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.დმიტრიევის თქმით, „ევროპიდან და ბრიტანეთიდან ომის მომხრეები გამუდმებით ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას“.„რაც უფრო მეტი ასეთი მცდელობა ხდება, მით უფრო მეტად ვხედავთ, რომ, რა თქმა უნდა, პროგრესი არსებობს“, – აღნიშნა კირილ დმიტრიევმა.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ხვალ იხსნება. საქართველოს ნაკრები თამაშებზე 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი - 6 მოციგურავე და 2 მოთხილამურე.პირველები ასპარეზში მოციგურავეები ჩაერთვებიან. ხვალ მილანში ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრი დაიწყება. მოკლე პროგრამას მოცეკვავეები, ქალები და წყვილები შეასრულებენ. ტურნირი თბილისის დროით 12:55 საათზე დაიწყება.გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება კი საღამოს, მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. კორტინაში კი მოთხილამურეები: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

ბოლო სიახლეები