პარასკევი, აგვისტო 15, 2025

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ალავერდისა და იყალთოს სამონასტრო კომპლექსებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თეა ონიანმა, თავის მოადგილესთან, პაატა გაფრინდაშვილსა და აბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად, ალავერდისა და იყალთოს სამონასტრო კომპლექსებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში 2024 წელს მომხდარი სტიქიური მოვლენის მიერ ტაძრის ექსტერიერისთვის მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია.

„ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ამავე ტერიტორიაზე მდებარე ფეიქარ-ხანის სასახლისა და სატრაპეზოს რეაბილიტაციას. იყალთოს სამონასტრო კომპლექსში დაგეგმილია ფერისცვალების ტაძრის სრული რეაბილიტაცია, მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების მოწყობა ტერიტორიიდან წყლის გადაყვანის მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერისცვალების ტაძრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, ფასადებზე იგება ხარაჩოები. აგრეთვე, ტაძრის ჩრდილოეთით იჭრება მიწა წყალგადამყვანი არხების მოსაწყობად. ტაძრის საძირკვლის გამაგრების შემდგომ შესაძლებელი იქნება, ჩატარდეს სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები: ბზარების ინექტირება, ანტისეისმური სარტყლების მოწყობა, საბურველის გადაწყობა. დაგეგმილია იყალთოს აკადემიის შენობის საძირკვლის გამაგრება, კედლების კონსერვაცია. აკადემიის შენობის კედლების გამაგრების მოსამზადებელი სამუშაოებისას აღმოჩენილ იქნა ახალი არქეოლოგიური უბანი. სააგენტო სპეციალისტების მონაწილეობით გეგმავს ამ ტერიტორიის შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სააგენტოს ხელმძღვანელობამ ეპარქიის მმართველთან ერთად განიხილა ორივე ძეგლთან დაკავშირებული საჭიროებები და დასახა მათი მოგვარების გზები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობას“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კარგი სიახლე მოგზაურობის მოყვარულებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2 დეკემბრიდან ავიარესიებს კომპანია „ვიზეარი“  Airbus A321neo ტიპის ხომალდით  შეასრულებს.„ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებები აღადგინა, ხოლო ივნისიდან სრულიად ახალი,  ლიონის მიმართულებით დაიწყო კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება.2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და პირიქით, დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თითქმის 9%-ით მეტია.ამ ეტაპზე, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.

კეროლაინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია

არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „უამრავი ინსტრუმენტი აქვს, რომლის გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია“.„თუმცა, ის ყოველთვის ამბობს, რომ ამ ომის დასასრულებლად მისი მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია. სწორედ ამას შეეცდება ხვალ. რა თქმა უნდა, არსებობს სანქციები და სხვა ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც პრეზიდენტს შეუძლია, თუ ამის საჭიროება იქნება და არა იმიტომ, რომ მას ეს სურს“,- განაცხადა ლევიტმა.

კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა – რა მოხდა სინამდვილეში

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, თითქოს ქალს ვეშაპი ჭამს, ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი ეხმაურება და განმარტავს, რა მოხდა სინამდვილეში.„ბოლო დღეებია, არა მხოლოდ „ტიკტოკში“, არამედ, „ფეისბუქშიც“ და ყველა სოციალურ ქსელში, თუკი სადმე აქტიურად ვართ და ვიყენებთ, ყველგან ვრცელდება ჯესიკასა და ვეშაპის ვიდეო, სადაც, თითქოს, ერთ-ერთი შოუს დროს ქალს ჭამს ვეშაპი. გადავამოწმე ეს ინფორმაცია, სხვადასხვა ხელსაწყოების დახმარებით და აღმოჩნდა, რომ 100%-ით, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული ხმაც და კადრებიც. ეს მასალა არის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი და მას სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამბობს უჩა პირმისაშვილი.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

„2 დღეში გერმანიაში ბრუნდებოდა…“ – ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობისთვის 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა თვითდაზიანება მიიყენა და იგი ბადრაგის თანხლებით ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, ჩაუტარდა შესაბამისი ღონისძიებები.„ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ, რა დროს მიიყენა ქალმა თვითდაზიანება, თუმცა გადარჩა",- ამბობს წყარო.რაც შეეხება მოკლულ ნათია აფხაზავას, იგი 2 დღეში გერმანიაში ბრუნდებოდა, სადაც ქმართან და 2 შვილთან ცხოვრობდა.როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული ქალი, მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის ნათესავი იყო.ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც. „ესენი ინახულა ნათიამ იმდენი საჩუქრები ჩამოუტანა“,- ამბობს წყარო.ნათია აფხაზავა გერმანიიდან ბევრს ეხმარებოდა და დასაქმებაშიც უწყობდა ხელს.„შტუდგარტთან ახლოს, გარეუბანში, იქ საკუთარი 3 სართულიანი სახლი აქვს, თავისიანები ყველა თან წაიყვანა და ცხოვრება აუწყო. ყველანი კარგად მოაწყო ნათიამ",- გვიყვება წყარო.მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინ-ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინ-ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ.„უფრო მნიშვნელოვანი მეორე შეხვედრა იქნება, რომელსაც ჩვენ გავმართავთ. ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, იქ მეც ვიქნები და შესაძლოა, რამდენიმე ევროპელი ლიდერიც მოვიწვიოთ, შესაძლოა, არა“,- განაცხადა ტრამპმა.ტრამპის თქმით, სჯერა, რომ პუტინი და ზელენსკი მზად არიან მშვიდობის დამყარებისთვის, თუმცა, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ელოდა.„ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი შეთანხმებას. ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი ეს იქნებოდა. სინამდვილეში, ეს ყველაზე რთულია“, – აღნიშნა ტრამპმა.როგორც ადონალდ ტრამპმა აღნიშნა, პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, პუტინი მთელ უკრაინას დაიკავებდა.„ჩემი აზრით, პრეზიდენტი რომ არ ვიყო, ის უპირატესობას მიანიჭებდა მთელი უკრაინის დაკავებას, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ და ეს ჩემთან არ გაუვა. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. ეს ჩემს დროს არ დაწყებულა და ოთხი წლის განმავლობაში ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. წასვლის შემდეგ კი ვხედავდი, რა ხდებოდა. ყველა დამნაშავეა, პუტინია დამნაშავე, ყველა დამნაშავეა”,- განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები