სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წყლის ინფილტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ 22 მარტს უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის ინფლიტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.
ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აიგო ხარაჩო, გაკეთდა ბაქანი, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები. ბიოციდის ხსნარით მუშავდება ლორფინები და საბურველი, რის შემდეგაც საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.