ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

კრემლში აცხადებენ, რომ „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის

რუსეთში განაცხადეს, რომ „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის.

ამის შესახებ ნათქვამია ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„1. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეთანხმების შესაბამისად, რუსეთისა და აშშ-ის მხარეები შეთანხმდნენ „შავი ზღვის ინიციატივის“ განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთას, ამგვარი გემების შემოწმების გზით სათანადო საკონტროლო ზომების ორგანიზებით;

2. აშშ ხელს შეუწყობს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის მსოფლიო ბაზარზე წვდომის აღდგენას, საზღვაო ტრანსპორტირების დაზღვევის ღირებულების შემცირებას, ასევე პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომის გაფართოებას ასეთი ტრანზაქციების ჩასატარებლად“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტები ძალაში შევა შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ:

„სანქციების მოხსნა „როსსელხოზბანკისა“ და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით საერთაშორისო ვაჭრობის ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი SWIFT-თან მიერთება, საჭირო საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა;

სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების შეზღუდვების მოხსნა;

სანქციების მოხსნა საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიებისთვის საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების ტვირთებთან მუშაობის შეზღუდვების მოხსნა;

პორტებში გემების მომსახურებაზე შეზღუდვების მოხსნა და სანქციების მოხსნა რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით ვაჭრობაში;

რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ასევე საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების წარმოებაში გამოყენებული სხვა საქონლის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნა“.

ამავდროულად, კრემლის განცხადებაში ვკითხულობთ: „რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ, შეიმუშაონ ზომები ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეთანხმების განსახორციელებლად, რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების აკრძალვის შესახებ 30 დღის ვადით, 2025 წლის 18 მარტიდან დაწყებული, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით და შეთანხმებიდან გასვლის უფლებით ერთ-ერთი მხარის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში.

რუსეთი და აშშ მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილ ნებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ და საზღვაო სფეროებში შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერას. რუსეთი და აშშ გააგრძელებენ მუშაობას მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კარგი ამბავი! – 16 წლის მარიამი უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის, კარიერას კი თურქეთში გააგრძელებს

ქართველი კოორდინატორი და თარჯიმანი, მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში ჩასულ ქართველებს ეხმარება სოციალურ ქსელში 16 წლის მარიამ კოხრეიძეზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.„კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მარიამზე! უკვე მის მომავალზეც იზრუნეს, ამ საღამოს ვესაუბრე თურქეთში არსებული „ბაუ ბაჰჩეშერიჰ უნივერსიტეტის დირექტორს. მან პირობა მომცა, რომ მარიამს შეუძლია უფასოდ ისწავლოს „ბაუს“ ბათუმის ფილიალში სტომატოლოგიურზე.მომავალში კი გახდეს ბატონი ალთანის მოსწავლე. მე ვთქვი, რომ ძალიან წარმატებული გოგო გახდება მომავალში, რადგან საახალწლოდ წიგნები ინატრა.სულ იბრწყინე ჩემო ფერია!“, - წერს მედეა იობაშვილი.

მიხეილ ქარელმა საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხა – მიხეილ სააკაშვილი დღესაც საშიშია, არათუ მაშინ, მაქვს განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მიმდინარე სხდომაზე 2024-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელის გამოკითხვა მიმდინარეობს.ქარელმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და მას საშიში ადამიანი უწოდა.„ის ფსიქიკურად ავადმყოფია, დღესაც საშიშია, არათუ მაშინ. გულწრფელად გეტყვით, მხარს ვუჭერ თქვენი კომისიის მუშაობას. მე მზად ვარ, თუ დამატებითი კითხვები იქნება, გამოვცხადდე თქვენთან. მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“, – განაცხადა ქარელმა.

საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში – მარიამ ლაშხი

საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა ამავე კომიტეტის წევრების სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით.„დღეს შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირველ რიგში, ქართული მხარე მადლობას გადაუხდის იმ მუდმივ და მყარი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება ქვეყნის სუვერენიტეტის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებში. ასევე საერთაშორისო პლატფორმებსა და რეზოლუციებში, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში მხარდაჭერისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში. ჩვენი ვიზიტისას მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ორმხრივი ფრენების განხორციელების. დღეს დაიწყება ბილეთების გაყიდვა და 15 ივნისიდან შესაძლებლობა ექნება როგორც ქართველ, ასევე სერბ ტურისტებს მიმოსვლის“, - აღნიშნა ლაშხმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი – სახელმწიფო მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის ნებისმიერი ფორმით ესკალაცია მიუღებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარკო რუბიომ და ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, აშშ-ისა და სომხეთის საერთო ინტერესები განიხილეს.„სახელმწიფო მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონული კონფლიქტის ციკლის გასაწყვეტად და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის ნებისმიერი ფორმით ესკალაცია მიუღებელია“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

პაატა დავითაია – ყველას ვუსვამდი კითხვას, ვინ გასცა კოდორის ხეობიდან გამოყვანის ბრძანება, კომისიის დასკვნაში ასახულია, რომ ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა

ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის, ვინ გასცა ეს ბრძანება. დასკვნაში ასახულია, ვინ გასცა ეს ბრძანება, ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, – ამის შესახებ  „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ განაცხადა.პაატა დავითაიამ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დეპუტატ სოზარ სუბარის კითხვებზე პასუხისას განაცხადა.კომისიის სხდომაზე სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას კითხვით მიმართა: „ამ დღეებში ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც საჯაროდ არაერთხელ უთქვამთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ჯარი შემოსული იყო გვირაბიდან, კოდორის ხეობაზე შეტევა იყო დაწყებული და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა. მსხვერპლის რაოდენობა, რამდენიმე ათეული კაცი, ოთხმოცამდე კაცი სახელდება იმის შემდეგ მოკლული და მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოხდა მათი სათანადო, დროული გაფრთხილება. მსხვერპლი ნაკლები იყო, რადგან იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი, რომელიც ძალიან აქტიურად ვრეკავდი, განსაკუთრებით კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაშიც ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება. რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს ვიცით, რომ, პრაქტიკულად, თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა. ანუ, სავარაუდოდ რაღაც გეგმა არსებობდა. თუ ეს გეგმა არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს?“.პაატა დავითაიას თქმით, მისთვის პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა.„რაც შეეხება კოდორის ხეობას, როგორც თქვენთვის არის ახლო ეს ხეობა, კოდორის ხეობა არის გულრითშის რაიონის ნაწილი და ამ რაიონის მაცხოვრებელი ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა. რაღაც ნაწილში გრიფით საიდუმლოა, რაღაც ნაწილში არ არის. არ მახსოვს ეს ნაწილები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის. ვინ გასცა ეს ბრძანება. დასკვნაში ასახულია, ვინ გასცა ეს ბრძანება, ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რაც პირდაპირ წერია დასკვნაში. ის მოტივირებული იყო რაღაც ალყის თემიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, კოდორის ხეობა ალყაში მოქცეულიყო ზუგდიდიდან – ვინაიდან ზუგდიდიდან შემოსვლა მოხდა რუსული ჯარების, იქიდან მოხდებოდა ასვლა. ეს არის ჩვენებებში მის მიერ მიცემული. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის პრინციპული იყო ცოდნა, ვინ გასცა ეს ბრძანება. ოთხმა მინისტრმა ვერ გასცა ამას პასუხი, ბატონმა მერაბიშვილმა გასცა პასუხი. რაც შეეხება გაფრთხილების თემებს, ეს რეკომენდაციებში ჩაიწერა, რომ, ასე ვთქვათ, ასეთი რაღაცები აღარ იყო. სამოქალაქო თავდაცვაზეა ლაპარაკი. მაგალითად, მთელი თავი მივუძღვენით ამ თემებს. ეს მოიცავდა ყველა მიმართულებას, არა მარტო კოდორის ხეობაზეა ლაპარაკი, არამედ ლაპარაკია მთლიან მასშტაბზე, საქართველოს მასშტაბზე“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ბოლო სიახლეები