რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, განაახლონ დიალოგი ყველა პარამეტრით.
როგორც პესკოვმა განაცხადა, კრემლში არ გამორიცხავენ რუსეთსა და ამერიკას შორის პატიმრების გაცვლის ახალ ეტაპს.
„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, დაიწყოს რუსულ-ამერიკული დიალოგი ყველა პარამეტრით. კრემლში არ გამორიცხავენ რუსეთსა და ამერიკას შორის პატიმრების გაცვლის ახალ ეტაპს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.