კრემლი აქვეყნებს აშშ-თან შეთანხმებული რუსული და უკრაინული ენერგეტიკული ობიექტების სიას, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს.
კრემლში აცხადებენ, რომ დაწესებულია „ენერგოსისტემაზე დროებითი მორატორიუმი“, რომლის დაცვაც როგორც უკრაინას, ისე რუსეთს მოეთხოვება.
შეთანხმებული სიის მიხედვით, მორატორიუმი ვრცელდება შემდეგ ობიექტებზე: ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები; ნავთობ და გაზსადენები; საცავები; მათ შორის სატუმბი სადგურები; ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა – ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები; ატომური ელექტროსადგურები; ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები.
როგორც რუსული მხარე აცხადებს, „დროებითი მორატორიუმი“ 18 მარტიდან 30 დღის განმავლობაში მოქმედებს.
„ერთ-ერთი მხარის მიერ მორატორიუმის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს, ჩაითვალოს თავისუფლად მისი შესრულების ვალდებულებისგან“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
უკრაინაში კი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა შეთანხმება იმავე დღეს უკვე დაარღვია.