რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან.
კრემლის ცნობით, ფეზეშქიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ირანელი ხალხის სოლიდარობისთვის“ და მას კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ დეტალურად აცნობა.
ამასთან, კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დიპლომატიური მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. კრემლის ცნობით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის კონტაქტები სხვადასხვა არხით განაგრძონ.
ცნობისთვის, მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს.

