ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს და სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას ეხმაურება.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიპრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ სიტყვას “სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას” ადარებს.
“სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის მსგავსია, ბოლოს და ბოლოს, მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს. ძვირფასო პრეზიდენტო, ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსი საქართველოს”, – წერს კრამონი.