კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა, იმერთში-16, თბილისში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 7, მცხეთა მთიანეთში – 7, გურია-4, კახეთი – 4. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთლიანობაში 9 კრიტიკულად მძიმეა პაციენტია ქვეყანაში და მძიმე პაციენტთა რაოდენობა 70-მდე მერყეობს.
საქართველოში COVID-19-ის 179 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1422 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.